Connect with us

ჯანმრთელობა

თაფლის 5 სამკურნალო რეცეპტი ტკივილის სწრაფად გასაქრობად, შეხორცების და განკურნების გასააქტიურებლად

სამკურნალო ნარევები მოამზადეთ და ტკივილი და ავადმყოფობა მოიშორეთ!

თაფლის მწარმოებელი ფუტკრები ბუნების ერთ-ერთი სასწაულია. ფუტკრის ნაწარმს ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია, მოქმედებს როგორც კანის დამატენიანებელი საშუალება, ახალგაზრდობის შენარჩუნებას ხელს უწყობს, ხველას და ყელის ტკივილს აქრობს.

ბალახების ნახარში ათასჯერ უფრო სამკურნალო გახდება, თუ მას თაფლს დაუმატებთ.

დღეს 5 ნაყენს გთავაზობთ სხვადასხვა პროდუქტით და სანელებლით, რომლებიც თაფლთან ერთად ნამდვილად სამკურნალო ეფექტს მოგცემთ. ეს სამკურნალო ნაყენი თაფლთან ერთად მოამზადეთ და ჯანსაღი ცხოვრება დაიბრუნეთ.

1. ლიმონი და თაფლი

რა თქმა უნდა, ეს ნომერ პირველი საშუალებაა. ლიმონი + თაფლი = შესანიშნავი. როცა იმუნიტეტი მცირდება და გრიპის სეზონი დგება, ჩაის, სმუზს ან ფაფას ლიმონი და თაფლი დაუმატეთ. ასე თავს უკეთ იგრძნობთ.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ფინჯანი თაფლი
  • 1 ს/კ ლიმონის ცედრა
  • 2 ახალი ლიმონის ნაჭერი და 50 მლ ლიმონის წვენი

1 ფინჯანი თაფლი ქვაბში ჩაასხით და 1 ს/კ გახეხილი ლიმონის ცედრა დაუმატეთ. 10 წუთით სუსტ ცეცხლზე (დაახლოებით 46 გრადუსი) გააცხელეთ.

შედეგად არომატიზატორები კარგად გამოიყოფა. ამის შემდეგ ლიმონი და ლიმონის წვენი დაუმატეთ. აურიეთ და გრილ ადგილას შეინახეთ.

ხველის ან სურდოს დროს განსაკუთრებით სასარგებლოა. ლიმონი ნახველს შეასუსტებს, ხოლო თაფლი გაღიზიანებას გააქრობს.

2. დარიჩინი და თაფლი

თაფლის და დარიჩინის ნარევი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალებაა, რადგან ძალიან კარგ კომბინაციას წარმოადგენს. ერთიც და მეორეც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებს ფლობს.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა თაფლი
  • 4-6 ჩხირი დარიჩინი ყავის საფქვავში ფხვნილის სახით დაფქული (აირჩიეთ ცეილონის დარიჩინი, რომ სამკურნალო ეფექტი მიიღოთ)

1 ჭიქა თაფლი ქვაბში ჩაასხით და დაქუცმაცებული დარიჩინი დაუმატეთ. 10 წუთით სუსტ ცეცხლზე გააცხელეთ, შემდეგ 2 საათით გასაგრილებლად გააჩერეთ. მინის ქილაში შეინახეთ.

დარიჩინი ანტიოქსიდანტებით სავსეა, სოკოს საწინააღმდეგო თვისებებს ფლობს, დახშობას აქრობს და სინუსს წმენდს. დღეში ნახევარი ჩაის კოვზი ნარევი საკმარისია, რომ ქოლესტერინის დონე შეამციროთ.

3. კოჭა და თაფლი

გემრიელი და რაც მთავარია, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. სურდოთი დაწყებული კუჭის ტკივილით დამთავრებული კოჭა და თაფლი თავისი უნიკალური თვისებების წყალობით დაგეხმარებათ.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა თაფლი
  • 1 ს/კ წვრილად დაჭრილი კოჭის ფესვები
  • მწიკვი კოჭის ფხვნილი (სურვილის მიხედვით)

1 ჭიქა თაფლი ქვაბში ჩაასხით და 1 ს/კ წვრილად დაჭრილი კოჭა დაუმატეთ. ასევე შეგიძლიათ კოჭის ფხვნილი დაუმატეთ, თუ უფრო ძლიერი არომატი გსურთ. სუსტ ცეცხლზე 10 წუთით ხარშეთ. როცა მზად იქნება 2 საათით გასაგრილებლად გააჩერეთ.

კოჭა სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს, ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის და ტკივლს და ყაბზობას აქრობს.

4. მიხაკი და თაფლი

მიხაკი ტკივილის გასაყუჩებლად(ყელის, კბილის ტკივილი და ა.შ.) შესანიშნავად გამოგადგებათ. თაფლი კი ტკივილის განკურნების შესანიშნავი მეთოდია.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა თაფლი
  • 5-10 მიხაკი

1 ჭიქა თაფლი ქვაბში ჩაასხით და 5-10 მთელი მიხაკი დაუმატეთ. სუსტ ცეცხლზე 10 წუთით ხარშეთ, შემდეგ 2 საათით გააგრილეთ. ქილაში მოათავსეთ და თავსახური მჭიდროდ დაახურეთ.

ჩაიში გამოიყენეთ, როცა ყელის ან კბილის ტკივილი შეგაწუხებთ. ტკივილის გასაქრობად პირდაპირ ღრძილებზე ან კბილებზე წაისვით.

მიხაკი ევგენოლს შეიცავს, რომელიც ძლიერი საანესთეზიო საშუალებაა. სტომატოლოგები მას თანამედროვე ანალგეტიკების შექმნამდე იყენებდნენ. ის იმდენად ეფექტურია, რომ თანამედროვე ექსტრაქტულ სტომატოლოგიაში დღემდე გამოიყენება.

თუ პირის ღრუში ჭრილობა გაქვთ ან ტკივილი გაწუხებთ, მიხაკი თაფლთან ერთად სწრაფად შეხორცებას და დისკომფორტის გაქრობას ხელს შეუწყობს.

5. ვაშლის ძმარი და თაფლი

ვაშლის ძმარი პრაქტიკულად ნებისმიერი დაავადების დროს დაგეხმარებათ. თუ ამ შესანიშნავ სითხეს თაფლში დაამატებთ, სრული სამკურნალო ძალის მქონე საშუალებას მიიღებთ.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ჭიქა თაფლი
  • 2-3 ს/კ ვაშლის ძმარი, სასურველია შინაურული

1 ჭიქა თაფლი ქვაბში ჩაასხით, შემდეგ 2-3 ს/კ ვაშლის ძმარი დაუმატეთ. 10 წუთით დააყენეთ და კარგად აურიეთ. ქილაში მოათავსეთ და რამდენი ხნითაც გსურთ, გააჩერეთ – მისი გემო და სარგებელი ძალიან სწრაფად მოდის.

ვაშლის ძმარი ორგანიზმში ჭარბი მჟავის განეიტრალებასა და კორექტირებაში დაგეხმარებათ, ასევე კუჭის ზოგიერთი აშლილობის დროს დაგეხმარებათ, ყელის ტკივილს შეამცირებს და დიაბეტის მკურნალობაშიც გარკვეულ იმედს მოგცემთ.

შენახვა

თუ მინის ქილაში ჰერმენტულად შეინახავთ გამოყენების ვადა 6 თვეა. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს დრო შეიძლება 1 წლამდე გაახანგრძლივოთ, მაგრამ საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარებას არ გირჩევთ. უბრალოდ გრილ ადგილას შეინახეთ და მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ.

Advertisement
ჯანმრთელობა9 hours ago

ებრაელი მეცნიერების მტკიცებით, ჯანმრთელი საკვები უბრალოდ არ არსებობს!

ჯანმრთელობა9 hours ago

რეპროდუქტოლოგები გაფრთხილებენ: სმარტფონებმა შეიძლება მამაკაცებში უნაყოფობის მდგომარეობა გააუარესოს

ჯანმრთელობა9 hours ago

ტვინის ანევრიზმა: 4 ნაადრევი სიმპტომი, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ

ჯანმრთელობა9 hours ago

5 მითი კანის კიბოს შესახებ, რომლებიც შეიძლება ძალიან ძვირად დაგიჯდეთ

ჰოროსკოპი9 hours ago

ოქტომბერი 5 ზოდიაქოს ნიშანს წარმატებას მოუტანს. ვინ არის იღბლიანებს შორის?

ჯანმრთელობა1 day ago

რა არის რკინის ფარული დეფიციტი და როგორ გვართმევს ძალას

ჰოროსკოპი1 day ago

ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაში ცვლილებები მოხდება. ქალწულის ზოდიაქოში მომხდარი ახალმთვარეობა ნაყოფს გამოიღებს

ჯანმრთელობა1 day ago

რამდენ სისხლს კარგავს ქალი მენსტრუალური ციკლის დროს

ჯანმრთელობა1 day ago

„ორსული“ მუცელი: როგორ ვებრძოლოთ დიასტაზს და რატომ შეიძლება პრესის ვარჯიშები

სახლი და დიზაინი1 day ago

არქიტექტორების მიერ გამხელილი დეტალები გასაყიდი კერძო სახლების მშენებლობის შესახებ

ჰოროსკოპი1 week ago

15 – 25 სექტემბერი: ზოდიაქოს სამი ნიშანი პრობლემებს წარსულში ტოვებს

ჯანმრთელობა2 weeks ago

ინფარქტი ქალებში სულ სხვაგვარად ვლინდება: 5 უცნაური და მოულოდნელი სიმპტომი

ჰოროსკოპი6 days ago

სექტემბრის მეორე ნახევარი – სურვილების ასრულების დრო 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის

ტესტები2 weeks ago

როგორ აერთებთ ხელის თითებს?! ეს ბევრ რამეს მოგვითხრობს თქვენს პიროვნებაზე

ჰოროსკოპი2 weeks ago

18 სექტემბრიდან – ჯადოსნური თვე, რომელიც 3 წელიწადში ერთხელ ხდება

მოდა და სტილი6 days ago

ოქრო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიკეთოთ

ჰოროსკოპი1 week ago

2020 წლის 13 სექტემბრიდან ასტროლოგების რჩევით ბედის მინიშნებებს უნდა დაუკვირდეთ

ჯანმრთელობა1 week ago

D ვიტამინის დეფიციტი: 5 ნიშანი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

ჯანმრთელობა3 weeks ago

ყურის გოგირდი თქვენს ჯანმრთელობაზე ყველაფერს გეტყვით

საკითხავი6 days ago

რომელ განყოფილებაში არ შეიძლება სარეცხი ფხვნილის ჩაყრა

ტრენდული