Connect with us

ჯანმრთელობა

თაფლიანი წყალი: რას კურნავს და როგორ მივიღოთ

თაფლიანი წყალი ნატურალური თაფლის (30%) და თბილი წყლის (70%) სასმელია, რომლის დალევაც რეკომენდებულია უზმოზე. ეს ენერგიის ნამდვილი ელექსირია, რომელიც ჭარბი წონის დაკლებაში, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარეგულირებაში, ძილის მოწესრიგებაში, ასევე ორგანიზმის გაახალგაზრდავებასა და იმუნიტეტის გაძლიერებაში დაგეხმარებათ.

კლასიკური სასმელი ორი ინგრედიენტისგან შედგება: თაფლი და წყალი. ზოგჯერ მას ცოტა ლიმონის ან კიტრის წვენს და პიტნის ღეროებს უმატებენ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიზნით აპირებთ სასმელის მიღებას. ნახეთ, როგორ უნდა მოამზადოთ სასმელი სწორად, რომ სასურველი შედეგის მიღწევა შეძლოთ.

თაფლიანი წყლის მომზადების და მიღების წესები

თაფლიანი წყალი არა მხოლოდ ძალიან გემრიელი, არამედ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო სასმელია.

თუ დილით თაფლიანი წყლის დალევა გადაწყვიტეთ, შემდეგი წესები დაიცავით:

  • სასმელის მოსამზადებლად მხოლოდ ნატურალური თაფლი გამოიყენეთ, რომელიც დამატებით მინარევებს არ შეიცავს;
  • წყალი დაახლოებით 37 გრადუსის უნდა იყოს;
  • სასურველია, წყაროს ან გაფილტრული წყალი გამოიყენოთ;
  • ბევრი თაფლი არ დაუმატოთ. 200 მლ წყალზე მხოლოდ 30 გრ თაფლი საკმარისი იქნება;
  • სასმელი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ;
  • საშუალება მაცივარში არ შეინახოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თავის სამკურნალო თვისებებს დაკარგავს.

1 ჭიქა ტკბილი წყლის საღამოს დალევით მოდუნებას შეძლებთ და ორგანიზმი სრულყოფილი დასვენებისთვის მოემზადება.

რით არის სასარგებლო თაფლიანი წყალი

თბილ წყალში გახსნილ თაფლს ორგანიზმი ადვილად ითვისებს და დიდ სარგებელს ფლობს:

ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით კვებავს;

  • არტერიულ წნევას არეგულირებს;
  • ნივთიერებათა ცვლის პროცესებს აწესრიგებს;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აუმჯობესებს;
  • ნერვულ სისტემას აძლიერებს;
  • ორგანიზმს ტოქსინებისგან წმენდს;
  • სისხლძარღვების კედლებს იცავს;
  • ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას ახდენს;

თაფლიანი სასმელი ბევრ პრობლემას მოგაშორებთ:

1. ჭარბი წონა. ტკბილი წყალი ცხიმის დაგროვებას აფერხებს, ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აწესრიგებს. თუ 1 ჭიქა ასეთ წყალს ჭამის მიღების წინ დალევთ, ზედმეტ კილოგრამებს მკაცრი დიეტების და ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვის გარეშე შეძლებთ.

2. საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა. სასმელი კუჭის ლორწოვან გარსს იცავს და საჭმლის მონელების პროცესს აწესრიგებს. კუჭის პრობლემების დროს არა მხოლოდ წყლის დალევა, არამედ დიეტის დაცვაც აუცილებელია.

3. ბაქტერიული და ვირუსული დაავადებები. უბრალოდ 1 ჩ/კ თაფლის უზმოზე დალევა საკმარისია, რომ სურდოს დაავადების განვითარება შეაფერხოთ. თუ უკუჩვენება არ არსებობს, ასეთი საშუალების მიღება როგორც დიდებისთვის, ასევე ბავშვებისთვის შეიძლება.

4. დაბალი წნევა და ძალების დაკარგვა. თაფლიანი წყალი მხნეობას შეგმატებთ და თქვენის შრომისუნარიანობას გააუმჯობესებს. 1 ჭიქა სასმელის დილით დალევა საკმარისია, რომ ტონუსში მოხვიდეთ,

5. უძილობა. ტკბილი წყალი მოდუნებასა და სწრაფად დაძინებაში დაგეხმარებათ. საუკეთესო ეფექტისთვის ასეთი სასმელი ყოველ დილით 2 კვირის განმავლობაში დალიეთ, თუ თაფლის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა არ გაქვთ.

ეს საშუალება თქვენი გარეგნობისთვის ძალიან სასარგებლოა, რადგან კანს უფრო გლუვს და ელასტიკურს ხდის, მის ფერს იცავს, ნაოჭების წარმოქმნას აფერხებს, ფრჩხილებს და თმას აძლიერებს, კბილებს კარიესისგან, ხოლო პირის ღრუს სტომატიტისგან იცავს. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, თუ რის მიღწევას შეძლებთ ყოველდღე თაფლიანი წყლის დალევით. სანამ სამკურნალო მიზნით თაფლიანი წყლის გამოყენებას დაიწყებთ, ექიმთან კონსულტანცია აუცილებლად უნდა გაიაროთ, რადგან მას რამდენიმე უკუჩვენება გააჩნია.

თაფლიანი წყლის მიღების უკუჩვენებები

სასმელის დალევა არ შეიძლება, თუ გაქვთ:

  • ალერგია თაფლზე
  • ჰიპერტონული დაავადებები (მწვავე სტადიაზე)
  • ნაწლავების აშლილობა
  • საკვებით ან ტოქსინებით მოწამვლა
  • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
  • 3 წლამდე ბავშვებისთვის

პირველად, სასმელი დიდი სიფრთხილით უნდა მიიღოთ და ორგანიზმის რეაქციას დააკვირდეთ.

წინასწარ სჯობს სპეციალისტს გაესაუბროთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული დაავადებები გაწუხებთ. თუ ორგანიზმი თაფლზე კარგად რეაგირებს და უკუჩვენებების სიაში თქვენი სიტუაცია ვერ იპოვეთ, შეგიძლიათ თაფლიანი წყალი დილით ან საღამოს თამამად დალიოთ. ასე ბევრი პრობლემის თავიდან აცილებას, ორგანიზმის გაჯანსაღებას და ჯანმრთელობის გაძლიერებას სწრაფად შეძლებთ.

Advertisement
საკითხავი18 hours ago

ჩრჩილი ეკოლოგიური საშუალებებით მოიშორეთ

თავის მოვლა18 hours ago

ვაშლის ძმრის ბალზამი თმისთვის. შეუდარებელი ეფექტი!!!

ჯანმრთელობა19 hours ago

კარავაევის სამკურნალო ტუტე ნაკრები, რომელიც 24 ბალახისგან შედგება

სხვა19 hours ago

როგორ მოვახდინოთ ბალიშისა და მატრასის სწორი დეზინფექცია

ჰოროსკოპი21 hours ago

8 აპრილის სუპერ მთვარე ყველა ზოდიაქოზე მოახდენს გავლენას, განსაკუთრებით კი ამ ხუთეულზე

ჯანმრთელობა21 hours ago

იოდის რგოლი: მარტივი მეთოდი წნევის დასარეგულირებლად

თავის მოვლა1 day ago

ეს ტესტი 1 წამში გიჩვენებთ ჯანსაღი თმა გაქვთ თუ არა

ყვავილები1 day ago

ეს 9 წესი დაიცავით და თქვენი ორქიდეა მთელი წელი იყვავილებს

ჯანმრთელობა2 days ago

ღვიძლის გაწმენდა ლიმონის წვენით

ტესტები2 days ago

მთვარე, რომელსაც აირჩევთ, თქვენს ფარულ ფიქრებსა და სურვილებს გაამხელს

ჯანმრთელობა4 weeks ago

აიღეთ ბრინჯი კოვზით – დაწვით და თუ ამას დაინახავთ – მისი ჭამა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება

ჯანმრთელობა3 weeks ago

ეს ჰორმონი გახდომის საშუალებას არ გაძლევთ. აი, როგორ უნდა მოაგვაროთ პრობლემა

ჯანმრთელობა3 weeks ago

თაფლიანი წყალი: რას კურნავს და როგორ მივიღოთ

ჯანმრთელობა3 weeks ago

დაივიწყეთ ხველა, სისველე, გრიპი: ფილტვები ამ საშუალებით გაიწმინდეთ

ჯანმრთელობა4 weeks ago

ქუსლებზე იოდი წაისვით და ჯანმრთელად იყავით

ჯანმრთელობა4 weeks ago

1 მიზეზი, რატომ უნდა გააჩინოთ ბავშვი 35 წლის შემდეგ

ჯანმრთელობა3 weeks ago

კარტოფილის სამკურნალო თვისებები: ყველაზე შოკისმომგვრელი და სასარგებლო ინფორმაცია

სხვა6 days ago

ლიმონის გამოყენების გზები რომელთა შესახებ არაფერი იცოდით

ჯანმრთელობა7 days ago

კლიმაქსის პირველი სიმპტომები ქალებში

ჯანმრთელობა1 week ago

გიცდიათ ფრჩხილებზე კბილის პასტის წასმა?! აი რატომ უნდა გააკეთოთ ეს…

ტრენდული