Connect with us

ჯანმრთელობა

თავის ტკივილი ყავის გარეშე: როგორ გავუმკლავდეთ კოფეინზე უარის თქმის სიმპტომებს

ნაცნობი პულსირებადი ტკივილი თავში, რომელიც საფეთქლების კარგად დაზელვის და კისრის მასაჟის შემდეგაც არსად ქრება. ზოგჯერ ამ ტკივილით დღე იწყება, თვალების გახელა და ბალიშიდან თავის აწევა საკმარისია, რომ ტკივილი იგრძნოთ. თავის ტკივილი მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი რამ: უძილობა, გვიანობამდე მუშაობა, გათენებამდე სერიალის ყურება, სტრესი ან ძლიერი შფოთვა. იქნებ უბრალოდ დილით ყავის დალევა ვერ მოასწარით?

„კოფეინის ნარკომანების“ თავის ტკივილი

თავის მუდმივი, პულსირებადი ტკივილი ზოგჯერ კოფეინის დეფიციტით ან დოზის გადაჭარბებით არის გამოწვეული. ის შეიძლება გაჩნდეს, თუ ყავის მიღების დღიურ ნორმას გადააჭარბეთ ან, პირიქით, რაღაც მიზეზით თქვენი საყვარელი სასმელი დროულად ვერ დალიეთ. ზოგჯერ თავის ტკივილი დასვენების დღეებში, შვებულების დროს ან წვეულებებზე გვაწუხებს, როცა ჩვეული დღის წესრიგი იცვლება, მოდუნების, დიდხანს დაძინების და, შესაბამისად, ჩვეული კოფეინის დოზის არ მიღების შესაძლებლობა გაქვთ.

რა იწვევს ორგანიზმის ასეთ რეაქციას? კვლევამ გამოავლინა საინტერესო ფაქტი: კოფეინი ტვინში სისხლძარღვებს ავიწროებს, რომლებიც ამას თანდათან ეჩვევიან. როცა დღიურ ულუფა ყავას არ იღებთ, სისხლძარღვები ფართოვდება, ტვინი მოულოდნელად სისხლით ივსება და თავის ტკივილს იწვევს.

გვეხმარება თუ არა კოფეინი თავის ტკივილის დროს?

ალბათ, შეგინიშნავთ, რომ თავის ტკივილის დაწყებისას საკმარისია ერთი ფინჯანი ყავა დალიოთ, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რომელიც ურეცეპტოდ იყიდება, ასევე კოფეინს შეიცავს. ზოგჯერ ფინჯანი ყავა ტკივილგამაყუჩებელთან ერთად უსიამოვნო სიმპტომებს აქრობს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ კოფეინმა შეიძლება თავის ტკივილი თავად გამოიწვიოს. ეს კი სიტუაციას ართულებს.

სისხლძარღვების შევიწროება ერთადერთი ეფექტი არაა, რომელსაც ყავა თავის ტვინზე ახდენს. ის ტვინში ენერგეტიკულ ცვლაზეც გავლენას ახდენს, უჯრედებში გლუკოზის შეღწევას ბლოკავს, რომელსაც ტვინი ენერგიის წყაროდ იყენებს. სწორედ ამიტომ, როცა ფინჯანი ესპრესოთი საუზმობთ და არაფერს ჭამთ, შეიძლება იგრძნოთ კანკალი, ნერვიულობა, გულისრევა და თავის ტკივილი. ტვინი უბრალოდ ნორმალური მუშაობისთვის ენერგიას ვერ იღებს. საუზმეზე ყავის დალევით სწრაფად გამხნევება გვსურს, მაგრამ ზუსტად საპირისპირო შედეგს ვიღებთ.

კიდევ რა გავლენას ახდენს კოფეინი ორგანიზმზე და რატომ ჩნდება დამოკიდებულება?

ბევრი ყავის მოყვარული კითხვაზე, თუ რატომ სვამენ მას, გვპასუხობს: მხნეობას და კონცენტრაციას მაძლევს! თუ სასმელის დალევა ახლა ან ორ თვეზეა ნაკლებია რაც დაიწყეთ, მხნეობას ნამდვილად კოფეინის ბიოქიმიური თვისებები იწვევს. თუმცა დროთა განმავლობაში ორგანიზმი კოფეინს ეჩვევა. კოფეინი დოფამინის წარმოების და შესაბამისად ტვინის აქტივობის ზრდას აღარ იწვევს. ნერვული უჯრედები გამაღიზიანებელი ფაქტორების მიმართ უფრო მგრძნობიარეს გხდით და თავის ტკივილს იწვევს.

როგორ ვებრძოლოთ თავის ტკივილს, რომელსაც კოფეინზე უარის თქმა იწვევს?

პირველ რიგში, გაარკვიეთ თავის ტკივილი ნამდვილად ყავაზე უარს თქმას უკავშირდება. თუ ყავას უზმოზე სვამთ და ამასთან არაფერს ჭამთ, კოფეინის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ტვინს ენერგიის მიღებაში ხელს უშლის. ხშირ შემთხვევაში თავს კარგად იგრძნობთ, თუ უბრალოდ რამეს შეჭამთ.

რაც შეეხება იმ მომენტებს, როცა მთელი ღამე გაათენეთ და ძალებს მხოლოდ ყავით ინარჩუნებდით, მაშინ მაინც დაძინება და წყლის დალევა მოგიწევთ, რომ გაუწყლოება თავიდან აიცილოთ. ყავა წყლით ჩაანაცვლეთ და დაიძინეთ. მენდეთ, ეს ორგანიზმს უფრო დაეხმარება, ვიდრე კიდევ ერთი ჭიქა ყავა.

ყოველდღიურად დიდი დოზა ყავის მიღებით დაგროვებულ დაღლილობას თრგუნავთ და სხეულს ატყუებთ. მას უბრალოდ არ შეუძლია გითხრათ: გაჩერდით, დროა დაისვენოთ.

გვეხმარება თუ არა კოფეინი თავის ტკივილის დროს?

აქ, ყველაფერი ინდივიდუალურია. ევროპასა და ამერიკაში ადამიანების დაახლოებით 60% ყავას ყოველდღიურად სვამს, ამასთან უმეტესობა მათგანი გადაჭარბებული რაოდენობით. ყავის მოყვარულთა შორის ბევრია ადამიანი, რომელთაც ყავა ნამდვილად დაეხმარა, მაგრამ ასევე ბევრია ისინი, რომელთანაც ყავამ თავის ტკივილი, შფოთვა, დაღლილობა და გულისრევა გამოიწვია.

თავად შეგიძლიათ გაარკვიოთ, თუ რა რეაქცია აქვს ყავას ორგანიზმზე. ღირს თუ არა კოფეინის მიღება, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალების? ესეც თქვენი გადასაწყვეტია.

აზრი არ აქვს, კოფეინის სარგებლის შესახებ სტატიების წაკითხვას, თუ ფინჯანი ყავის დალევის შემდეგ თავს სუსტად გრძნობთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ყავის გადაჭარბებულად მიღება არ შეიძლება. დღეში 200 მგ–მდე, ან 2 ფინჯან ყავამდე შეზღუდეთ. სჯობს დიდი ყლუპებით არ დალიოთ, არამედ კოფეინის მიღება დღის პირველ ნახევარში მცირე ულუფებად დაყოთ.

დაძინებამდე 7-8 საათით ადრე ყავის დალევა შეწყვიტეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში კოფეინი დაძინებაში ხელს შეგიშლით.

თუ კოფეინის მიღებაზე უარის თქმა გადაწყვიტეთ, ეტაპობრივად იმოქმედეთ. თავდაპირველად, დღიური ულუფა შეამცირეთ. თუ ადრე დღეში 4 ფინჯან ყავას სვამდით, ახლა კვირაში 3 ფინჯანი დალიეთ, შემდეგ 2 და ა.შ. ამ შემთხვევაში თავის ტკივილი, რომელიც კოფეინზე უარის თქმას უკავშირდება, ნაკლებად გამოხატული იქნება. სრული მოხსნის ეფექტს უკვე 3–4 კვირაში იგრძნობთ. სპეციალისტების თქმით, ადამიანების დაახლოებით 70%, რომლებმაც კოფეინის მასტიმულირებელზე სრულად უარი თქვეს, მნიშვნელოვან სხვაობს ხედავენ და აღნიშნავენ, რომ თავის ტკივილი გაქრა.

Advertisement
ყვავილები1 hour ago

რას ეზიდება აქტიური მეზობელი აგარაკზე. ნივთებს ყველგან აგროვებს

ტესტები2 hours ago

აირჩიეთ გული და გეტყვით, რა გელით ურთიერთობაში

ჰოროსკოპი2 hours ago

არა მხოლოდ მორიელი: 7 ზოდიაქოს ნიშანი წარმოუდგენელი ინტუიციით

ყვავილები2 hours ago

მოცხარი, ჟოლო და ხურტკმელი: რით დავამუშავოთ ბაღი და დავიცვათ ბუჩქები

საკითხავი2 hours ago

როგორ გავწმინდოთ მინები და სარკეები იოდით: ადგილობრივი განდეგილის რჩევები

ჯანმრთელობა1 day ago

რა უნდა ვაკეთოთ 40 წლის ასაკში იმისთვის, რომ 70 წლის ასაკში არ ვინანოთ?

ყვავილები1 day ago

როდის დავრგოთ ხახვი გაზაფხულზე, რომ უხვი მოსავალი მივიღოთ

ყვავილები1 day ago

როგორ აწესრიგებს ჩემს ნაკვეთს პედანტი მეზობელი აგარაკზე

თავის მოვლა1 day ago

კაკაო ბოტოქსის ნაცვლად: პრობლემურ ზონებში ნაოჭებს ასწორებს

ტესტები1 day ago

აირჩიეთ მშვიდობის მტრედი და მიიღეთ შეტყობინება ზეციდან

ჯანმრთელობა2 weeks ago

ეს გოგო 12 დღე მხოლოდ ბანანს ჭამდა. ის, რაც მოხდა, გამაოგნებელია

საკითხავი3 days ago

რატომ უნდა შეუბეროთ მარილს სული ფანჯარასთან 4–დან 11 აპრილამდე

ჰოროსკოპი3 weeks ago

ფრთხილად, მყიფე ტვირთი: ვინ არის ყველაზე წყენია ზოდიაქოს ნიშანი

ყვავილები4 weeks ago

რატომ უნდა ჰქონდეს მჟაველა ყველას სახლში

ჰოროსკოპი1 week ago

ვინ არის ყველაზე ბედნიერი ზოდიაქოს ნიშანი

ყვავილები3 weeks ago

რატომ უნდა ჩავარჭოთ ლურსმანი ოთახის მცენარის ქოთანში

საკითხავი5 days ago

რატომ და როგორ მოვიაროთ სახლი სანთლით სწორად-ძველი მართლმადიდებლური წესი

ჰოროსკოპი3 weeks ago

რომელ ზოდიაქოს ნიშანს ელოდება აპრილში თეთრ ცხენზე ამხედრებული მხედარი

საკითხავი1 week ago

რისი გაკეთება არ შეიძლება ტაძარში, რომ ღვთის წყალობა არ დაკარგოთ

ყვავილები4 weeks ago

10 წვეთი ამ თვის ბოლოს და შემდეგ თვეში მცენარეები მეგობრულად აყვავილდებიან