Connect with us

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 2 წყვილი, რომელთა დაშორება არავის და არაფერს შეუძლია. ისინი ერთმანეთისთვის არიან დაბადებული

ზოდიაქოს 2 წყვილი, რომელთა დაშორება არავის და არაფერს შეუძლია. ისინი ერთმანეთისთვის არიან დაბადებული

ასტროლოგების მტკიცებით, ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს უსაზღვრო სიყვარული შეუძლიათ და თუ მათ ცხოვრებაში ერთმანეთი იპოვეს, ვერავინ და ვერაფერი დააშორებთ.

ქალწული და მერწყული

ქალწულის და მერწყულის კავშირი ზეცაში გადაწყვეტილია. ამ ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლები მომავალისკენ იყურებიან და ცდილობენ, სამყარო უფრო უკეთესი გახადონ. ქალწული გარშემომყოფებს თავისი ზრუნვით, ხოლო მერწყული – თავისი ცოდნით და ძალით  ეხმარება.

1. ქალწულებს ხელში კოზირი ნამდვილად უჭირავთ. მათ შესანიშნავად იციან, თუ თავის სატრფოსთან სწორი მიდგომა როგორ აარჩიონ. მერწყულს, თავის მხრივ, მახვილგონიერი და პედანტური ქალწული უყვარდება. ეს უჩვეულოა, მაგრამ სწორედ ამის წყალობით, მათგან იდეალური წყვილი გამოდის.

2. ყველამ ვიცით, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო ადამიანები ერთმანეთს იზიდავენ. პრაქტიკული ქალწული და მეოცნებე მერწყული ერთმანეთს საუკეთესოდ ავსებენ.

3. ისინი ინტელექტუალური საუბრების ინტერესს, ასევე ახალი იდეების და კონცენფციების მიმართ სიყვარულს ერთმანეთს უზიარებენ.

4. რთულ სიტუაციებში გუნდურად მუშაობენ და ხშირად პრობლემის გადაჭრის ერთსა და იმავე გზამდე მიდიან.

5. მერწყულს მორალის წაკითხვა უყვარს, რამაც ქალწული შეიძლება ძალიან გააღიზიანოს, მაგრამ ამასაც კი არ შეუძლია მათი დაშორება.

ლომი და სასწორი

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ზოდიაქალური წყვილი. ამაყი ლომი, რომელსაც უყვარს, როცა მისით აღფრთოვანებული არიან, მომხიბვლელ სასწორს იზიდავს, რომელსაც სხვა ადამიანებით აღფრთოვანება ახასიათებს. ამ ნიშნის წარმომადგენლები ძლიერი პიროვნებები არიან და ერთმანეთში სწორედ ეს მოსწონთ.

1.ლომს ყურადღების ცენტრში ყოფნა და უფროსობა უყვარს, რაც შეიძლება სხვებს აღიზიანებდეს, მაგრამ არა სასწორს. ლომის ამ მახასიათებელს, როგორც ხასიათის ძლიერ ნიშანს, ისე აღიქვამს.

2.ეგოისტი ლომი კომუნიკაბელურ და კეთილშობილურ სასწორს კარგად ავსებს. ისინი ერთმანეთზე ყოველთვის ზრუნავენ.

3.სასწორს დახვეწილი ლომი უყვარს, ასევე ის, თუ თავად მას ფუფუნებით როგორ ანებივრებენ. ზოგადად, ორივე მათგანს მდიდრული ცხოვრების წესი მოსწონთ. გასაკვირი არაა, რატომ უყვართ ერთმანეთი.

4.სასწორი ხშირად მესაკუთრეა, რამაც შეიძლება ნდობის პრობლემა გამოიწვიოს. ლომს ეს დიდად არ აღელვებს, თუმცა ზოდიაქოს სხვა ნიშნებს ამის უფლებას არ მისცემდა.

5.სასწორიც, და ლომიც, კარგი თანამოსაუბრეები არიან, ურთიერთობის პრობლემა არასდროს ექნებათ.

Advertisement