Connect with us

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც 7 სიცოცხლე აქვთ

ნახეთ, რომელ ზოდიაქოს ნიშნებს აქვთ 7 სიცოცხლე

გამონაკლისის გარეშე ყველა ადამიანი მოკვდავია, მაგრამ ზოგი სხვა სამყაროში ღრმა სიბერეში გადადის, სხვები კი სულელური გარემოებების გამო. ბედის ჩარევისგან დაზღვეული არავინაა. რთულია იმ ლოგიკის გარკვევა, როცა ადამიანი სიკვდილის ზღვარზე იმყოფება, მაგრამ რაღაც უხილავი ძალა კვლავ ამ სამყაროში აბრუნებს. რა არის ეს, 7 სიცოცხლის მოვლენა თუ უჩვეულო შემთხვევა, როცა ბედი კიდევ ერთ შანსს გვაძლევს?

მედიცინას ამის ახსნა არ აქვს. ასტროლოგების აზრით, 4 ზოდიაქოს ნიშანს ფენიქსის ფრინველის მსგავსად ფერფლიდან აღდგენა და ცხოვრების თავიდან დაწყება შეუძლია.

ვერძი

ზოდიაქოს ეს ნიშანი თავისი მოთმინებით და სიცოცხლისუნარიანობით გაოცებას იწვევს. მათ ნებისმიერი კრიტიკული სიტუაციის თავიდან აცილება ან გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლა შეუძლიათ. ყველაზე უცნაური შემთხვევები წარმატებულად სრულდება. ზოგჯერ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ვერძი ბედს განზრახ ეთამაშება და მის გამოცდას ცდილობს. მისთვის უკვე ცნობილია, რომ ბედის ნებიერები არიან და მათ არასტანდარტული სიტუაციებში ყოველთვის დაეხმარებიან. და მაშინაც, თუ ბედი თავად არა, ვერძის დასახმარებლად თანაშემწეს მაინც გამოგზავნის.

ლომი

ჯერჯერობით შესწავლილი არაა, კატას 7 თუ 9 სიცოცხლე აქვს, მაგრამ ეს ნიშანი კატის ოჯახს შეიძლება თამამად მივაკუთვნოთ. მათ ინსტიქტის მაღალი დონე აქვთ, რომლის დახმარებით საფრთხეების თავიდან აცილებას ახერხებს. შეიძლება ითქვას, რომ მას ავარიული შემთხვევის დროს ყოველგვარი ნაკაწრის გარეშე სასწაულებრივად გადარჩენა შეუძლია. მათი წარმოუდგენელი სიცოცხლისუნარიანობა და ოპტიმიზმი ცხოვრებაში პრობლემის მარტივად გამკლავებასა და წინსვლაში ეხმარება.

მორიელი

ამ ზოდიაქოს ნიშნის ენერგეტიკას მუდმივად მფარველი პლანეტა პლუტონი ავსებს. პლუტონი მას სწრაფად აღდგენის და განახლების უნარით აჯილდოებს. მორიელს ნებისმიერი სიტუაციიდან მშრალად გამოსვლა, ფერფლიდან აღდგენა შეუძლია და პრაქტიკულად ხელშეუხებელია. საკუთარი ბედით გაოცებული თავად არის, ამიტომ ხანგრძლივი გეგმების შედგენა არ აშინებს. ცხოვრებაში მიზნების მისაღწევად დინების მიმართულებით ცურვა არ სჭირდება, საკმარისია ყველაფერი ნულიდან დაიწყოს და მალე მის წინ ახალი ჰორიზონტები ჩნდება. მორიელის ძლიერი ენერგეტიკა მისი ხელშეუხებელი ჯავშანია.

მერწყული

ეს ნიშანი ნებისმიერ უსიამოვნებას და დანაკარგს ადვილად უმკლავდება. და ეს ყველაფერი იმის წყალობით, რომ უკან არასდროს იხედება და წარსულს არ ებღაუჭება. მმართველი პლანეტა ურანი მასზე ძლიერ გავლენას ახდენს, ამიტომ კრიტიკული სიტუაციების გადალახვის შემდეგ ყველაფრის თავიდან დაწყება არ უჭირს. არასტანდარტული აზროვნება, მაღალი დონის პოტენციალი და შინაგანი განწყობა ნებისმიერ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.