Connect with us

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი მათი ექსტრასენსული შესაძლებლობების მიხედვით

ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი მათი ექსტრასენსული შესაძლებლობების მიხედვით

გაქვთ თუ არა ექსტრასენსული უნარი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით? რეიტინგის დასაწყისში მოცემულ ზოდიაქოს ნიშნებს ეს შესაძლებლობები უფრო მეტად აქვთ გამოხატული, ვიდრე რეიტინგის ბოლო ნიშნებს.

კირჩხიბი

ამ ნიშნის წარმომადგენელი ემოციური და გონებრივი თვალსაზრისით ყველაზე მგრძნობიარეა. მა ხშირად გულისხმიერება ახასიათებს. ერთი შეხედვით შეუძლია იმის თქმა, თუ ადამიანს რა სჭირს.

მისი მფარველი მთვარე ჯადოქრობის წყაროდ ითვლება. კირჩხიბი საკუთარ ინსტინქტებს სხვა ნიშნებზე უფრო მეტად ენდობა.

მათ ყველაფერი იციან, თუმცა დანახულის და განცდილის ყოველთვის ახსნას ვერ ახერხებენ. დედას ჰგავს, რომელიც ერთი შეხედვით ხვდება, თუ ბავშვს რა სჭირს. გასაკვირი არაა, რომ მათგან საუკეთესო, მზრუნველი დედები გამოდიან.

ქალწული

როცა ამბობენ, რომ ადამიანს ბუნებასთან კავშირი აქვს, ეს ქალწულს არ ეხება, რადგან ქალწული ადამიანის სახით ბუნება თავად არის. ყველა ცოცხალ არსებასთან კავშირს მარტივად ამყარებს.

ამ უნარის წყალობით, გამჭრიახობით და გარშემომყოფების გრძნობების გაგებით გამოირჩევა. მან სიმართლე ყოველთვის იცის, ამიტომ მის მოტყუებას არ გირჩევთ.

თევზები

ამ ნიშნის წარმომადგენელი მეოცნებე ექსტრასენსია. მას ოცნება სხვა ნიშნებზე მეტად უყვარს.

თავისი სამკურნალო და თანამგრძნობი თვისებებით ცნობილები არიან. თევზების ძალა სხვებისგან დამალულია,. თევზებმა ეს უნარი მხოლოდ კარგი მიზნებისთვის უნდა გამოიყენოს, რადგან „დიდი ძალაუფლება, დიდი პასუხისმგებლობაა“.

მორიელი

თქვენი მთავარი შესაძლებლობა – აბსტრაქციული უნარი და სიტუაციის კარგად დაგეგმვაა. ასე სიტუაციის გარკვევას და სამომავლო მოლოდინის განსაზღვრას ახერხებთ.

დროა თქვენი ექსტრასენსული შესაძლებლობების მართვა ისწავლოთ. ძალებს ყველაზე მეტად მაშინ გრძნობთ, როცა დაღლილი და დეპრესიული ხართ.

თხის რქა

თხის რქა საკუთარ შესაძლებლობებზე არ საუბრობს, რადგან ეშინია, რომ მას უგულებელყოფენ. მათ ძლიერი ხილვა ხშირად აქვთ, რომლის გაგებაც და ფარული მნიშვნელობის პოვნას ადვილად ახერხებენ.

ლომი

ამ ნიშნის წარმომადგენელს ძლიერი ინტუიცია აქვს, თუმცა განმსაზღვრელი ფაქტორია, თუ როგორ იყენებს. ზოგჯერ საკუთარ თავზე ძლიერ ფოკუსირებულია და თავის ექსტრასენსულ შესაძლებლობებს კარგავს. მეორე მხრივ, როცა სხვების მოსმენას იწყებს, საკუთარი უნარის უკეთ შეცნობას ახერხებს. მას შეუძლია ღიმილის მიღმა ფარული გრძნობა დაინახოს.

ტყუპები

როცა ყველაზე დაბნეული ნიშანი ადამიანებთან ერთ ტალღაზე იმყოფება, საკუთარი ექსტრასენსული ნიჭის გამოყენებას ახერხებს.

ხშირ შემთხვევაში, სხვა ექსტრასენსის გვერდით უნდა იყოს, რომ საკუთარი ძალა შეიგრძნოს. ასევე მისტიკურ ადგილზე ყოფნა ან მისტიკურ ობიექტთან სიახლოვე შინაგანი ენერგიის გამოყენებაში ეხმარება.

ვერძი

თქვენ დიდი პოტენციალი გაქვთ. ცეცხლოვანი ზოდიაქოს ნიშანს ინტუიცია კარგად აქვს განვითარებული. ერთადერთი რაც ნიჭის გამოყენებაში ხელს გიშლით, თქვენი ეგოიზმია.

როგორც კი საკუთარ თავზე ჩაციკლული ხდებით, გარშემომყოფების გრძნობებზე ფიქრს წყვეტთ. ეცადეთ, გამოსწორდეთ.

სასწორი

ამ ნიშნის წარმომადგენელი ძალიან პრაქტიკული და გონიერია, რომ რაღაც მისტიური ირწმუნოს. მისთვის ყველაფერი ხელშესახები და გასაგები უნდა იყოს.

სწორედ ამიტომ, თქვენთვის ექსტრასენსული უნარი რაღაც რაციონალური და გონივრულდ გამართლებული უნდა იყოს. ხშირ შემთხვევაში, ექსტრასენსული შესაძლებლობები არ აქვს, რადგან მისი არსებობა არ სწამს. ასეთი უნარის მქონე ადამიანებთან ახლო ურთიერთობამ შეიძლება აზრი შეაცვლევინოს.

კურო

იშვიათად, ძალიან, ძალიან იშვიათად. ამ ნიშნის წარმომადგენელი კარიერაზე ძალიან კონცენტრირებულია, რომ ასეთ რამეზე დაფიქრდეს. კუროს ყოველთვის რაღაც ხელსაყრელი და სასარგებლო რამ გაინტერესებთ.

თუ ამ თემაზე სერიოზულად არ დაფიქრდებით და მთელ ძალისხმევას არ გამოიყენებთ, ექსტრასენსული შესაძლებლობების განვითარებას ვერ შეძლებთ.

მერწყული

წყლის ზოდიაქოს ნიშნები ჩვეულებრივ საკუთარ აურასა და გარე სამყაროსთან ძლიერ კავშირს გრძნობენ. მერწყული გამონაკლისი არაა, ოღონდ ერთი განსხვავეით – მას ექსტრასენსულ შესაძლებლობასთან კავშირი არ აქვს.

ვერ ვიტყვით, რომ ამ შესაძლებლობის არსებობის არ სჯერათ. უბრალოდ, მათი სხვა გზა აქვთ.

მშვილდოსანი

ეს არასდროს მოხდება, რადგან მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობთ. აუცილებელი არაა ცუდ ადამიანს მხოლოდ ცუდი რამ დაემართოს, მაგრამ ამ შემთხვევაში რაღაც კარგიც აუცილებლად არ მოხდება.

სანამ ექსტრასენსული ენერგია თქვენამდე აღწევს, უბრალოდ ქრება.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.