Connect with us

ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ამ 3 ნიშნისთვის ივლისი საუკეთესო თვე იქნება

უკვე ივლისია, ეს კი ნიშნავს, რომ საკმაოდ რთული წლის ნახევარი უკვე გადავაგორეთ.

ივლისში დაბნელებების 1 თვიანი დერეფნის ბოლოს ვუახლოვდებით და სულ მალე ურთულესი ერთთვიანი პერიოდის დასასრულს მივუახლოვდებით, უფრო ზუსტად კი ეს ყველაფერი 5 ივლისის (08:44 წუთზე) მთვარის დაბნელებაზე მოხდება. ეს მოვლენა დიდ ყურადღებას მოითხოვს რადგან ასეთ დროს დაძაბულობა საკმაოდ მატულობს. ამ დროს ადამიანთა გარკვეული ნაწილი შესაძლოა ენერგო დისბალანსის, სისუსტის, თავისტკივილების, ნერვოზული აშლილობების, გაღიზიანების, კამათის და ჩხუბის წინაშე აღმოჩნდეს.

სასიკეთო იქნება თუ მოერიდებით ახალ, ხალხმრავალ გარემოში ყოფნას და დროს გამონახავთ წმენდვების, კონტრასტული შხაპის ჩასატარებლად. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, დაისვენეთ საყვარელ ადმაიანებთან ერთად. დაკავდით ლოცვით, იოგით, მედიტაციით, ჩაუღრმავდით საკუთარ თავს და დაფიქრდით თუ რა მიმართულებით და როგორო უნდა შეცვალოთ ცხოვრება და აზროვნების სტილი.

ამ სავსემთვარეობის დროს მთვარისა და მერკურის ოპოზიცია გვექნება, რომელიც ამავდროულად რეტროგრადულიც გახლავთ, ამიტომ მოიმატებს გაღიზიანება, დაძაბულობა, გაურკვევლობა ურთიერთობებში. იმატებს ურთიერთობებში ბზარის გაჩენისა და მათი სამუდამოდ დასრულების ალბათობა, რაც მოსაშორებელი და დასანგრევია აუცილებლად დაინგრევა!

გაითვალისწინეთ ისიც, რომ ომის, აგრესიის და საქმეების აქტიურად წარმართვის პლანეტა მარსი თავის ნიშანში – ვერძში იმყოფება, შესაბამისად ადამიანებში მოუთმენლობა, სულსწრაფობა, აგრესია, შედეგების სწრაფად მიღების სურვილი, კონფლიქტურობა საკმაოდ მაღალია, ეცადეთ არ აყვეთ ნერვებს, შეინარჩუნოთ ბალანსი და საქმეები ხარისხიანად შეასრულოთ!

ამ პერიოდში ნუ მოაწერთ ხელს, ნუ დაიწყებთ ახალ ურთიერთობებს, მოერიდეთ ტექნიკის შეძეას, მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელის მოწერას, თანხის სესხებას ან გასესხებას, კრედიტების აღებას, ყველანაირ ტრანზაქციებს, ინვესტიციების გაკეთებას, მოერიდეთ შორ გზაზე მგზავრობას.

რეტროგრადულია სატურნიც, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ალბათ აუცილებლად შეიტანს გარკვეულ შტრიხებს. სატურნი და პლუტონი ყველაფერ დრო მოჭმულსა და მოძველებულს ანადგურებს, გაშორებთ არასწორ გზას და გაიძულებთ სწორი მიმართულებით იაროთ. სწორედ ამიტომ უწოდებენ სატურნს მთავარ დამსჯელ პლანეტასა და მასწავლებელს.

მართალია ეს პერიოდი საკმაოდ დიდ ყურადრებას მოითხოვს და სირთულეებით არის სავსე თუმცა ამ 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის ის შედარებით მსუბუქად და მშვიდად ჩაივლის!

კირჩხიბი

ამ თვეში თქვენი პოტენციალის გახსნის შესაძლებლობა მოგეცემათ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ რეტროგრადული სატურნი თხის რქაში გადავიდა და ის ახლა თქვენს მეშვიდე სახლში მოძრაობს, ეს კი პარტნიორიბის მმართველი სახლია. თქვენ სწორედ ახლა უნდა გაიაზროთ თუ რა ხდება თქვენს პირად ურთიერთობებში, ოჯახში და კარიერულ საფეხურზე. დაფიქრდეთ თუ რა გიშლით ხელს ამ ორ მნიშვნელოვან კომპონენტში წარმატების მიღწევაში, რომელმა ცხოვრებისეულმა ფაქტორებმა დაგხიათ უკან, რომელ გამოწვევას ვერ შეხვდით მომზადებული და რომელი გამოცდა ვერ ჩააბარეთ?! სატურნი თქვენი ურთიერთობებს სექტორს ბოლოჯერ უწყბს გამოცდას და ბოლოჯერ ააქტიურებს, იგი ამ სექტორში 27-29 წლის შემდეგ დაბრუნდება, ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია! მთვარის დაბნელების პერიოდში შეინარჩუნეთ გონების სიცხადე, თავი მოარიდეთ კონფლიქტებს, ნუ აყვებით ნერვებს და ნუ გამოიჩენთ სიფიცხეს ან სულსწრაფობას საქმეში.

მორიელი

სატურნი თხის რქაში, თქვენს მესამე სახლში იმოძრავებს, ეს კი ურთიერთობების მმართველი სახლია, ამიტომ მოგიწევთ დაუფიქრდეთ თქვენს მოქმედებებს, აზროვნების და ურთიერთობის სტილს. მოგიწევთ ლოგიკა ჩართოთ. მთვარის დაბნელების პერიოდში დაუფიქრდით თქვენს ფიქრებს, სიტყვებს და ნუ მოგერიდებათ რჩევისთვის კოლეგებს მიმართოთ!

თევზები

რეტროგრადული სატურნი თქვენს მეთერთმეტე სახლში ხვდება, ეს კი მეგობრობის სახლია. ის ნათელს მოჰფენს თქვენს ამბიციებს, გრძელვადიან მიზნებსა და სამომავლო გეგმებს. მაქსიმალურად გამოიყენეთ ეს პერიოდი მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობისთვის. მთვარის დაბნელებაც შეიძლება თქვენს წიგნში ერთი თავი დახუროს და ის უფრო მნიშვნელოვან თავზე გადაშალოს. დახუროს ერთი კარი და მეორე გახსნას.

პლანეტების რეტრო გრადული ციკლები საუკეთესო პერიოდია განვლილი გზის გადასახედად, ძველი პრობლემური საქმეების დასასრულებლად, ვალების მოსაშორებლად და ახალი ცხოვრების დაწყებისთვის მოსამზადებლად!

Advertisement
თავის მოვლა5 hours ago

12 იაფი მაგრამ ძალიან ეფექტური საშუალება სოდის გამოსაყენებლად

ტესტები5 hours ago

აირჩიეთ საჩუქარი და წაიკითხეთ მოკლე წინასწარმტყველება ხვალისთვის

ჯანმრთელობა5 hours ago

ოჯახის აფთიაქი სახლის რაფაზე: “ფულის ხის” სამკურნალო თვისებები

ჯანმრთელობა5 hours ago

იდეალური ფეხები სახლის პირობებში! ეს ვარჯიშები ოცნებების ახდენაში დაგეხმარებათ

კულინარია5 hours ago

გამაგრილებელი ლიმონის სასმელის სწრაფი რეცეპტი

თავის მოვლა5 hours ago

აფთიაქი ფანჯრის რაფაზე: ალოეს 15 სასარგებლო თვისება ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის

თავის მოვლა5 hours ago

ამ ნატურალური ნიღბის ანტიასაკობრივი ეფექტი ყველა რეკორდს ხსნის. ამასთან ხელმისაწვდომია

ტესტები1 day ago

ტესტი სურათებით: აირჩიეთ თქვენი ცხოვრების გზა

ჰოროსკოპი1 day ago

14 აგვისტო: ბედნიერების და პოზიტივის ნათელი დრო 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის

ჯანმრთელობა1 day ago

5 საუკეთესო რეცეპტი შინაურული კბილის პასტის გასაკეთებლად. ქიმიაზე უარი თქვით

ჰოროსკოპი3 weeks ago

სუფთა აურა: ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სიკეთეს ასხივებენ

ჰოროსკოპი2 weeks ago

აგვისტოში ზოდიაქოს ამ 5 ნიშანს ბედი გაუღიმებს – უიღბლო პერიოდი მთავრდება!

ჰოროსკოპი2 weeks ago

რომელი ყვავილი სჭირდება ბედნიერებისთვის ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს

კულინარია2 weeks ago

სად უნდა შევინახოთ მცენარეული ზეთი: მაცივარში, მაგიდაზე თუ კარადაში

ტესტები1 week ago

არჩეული კონვერტი გეტყვით, რა ცვლილებები გელოდებათ უახლოეს მომავალში

სხვა1 week ago

როგორ გავრეცხოთ სწორად კეტები და ბოტასები სარეცხი მანქანის გამოყენებით

ტესტები1 week ago

ლარნაკი, რომელსაც აირჩევთ, აჩვენებს, თუ რა იზიდავს ხალხს თქვენში

სხვა3 weeks ago

რატომ არ უნდა გადააგდოთ სინის ძველი ღრუბელი

ტესტები1 week ago

ტესტი: აირჩიეთ მტრედი და გაიგეთ ახალი ამბავი, რომელსაც ის მომავალში მოგიტანთ

საკითხავი4 weeks ago

10 ნატურალური არომატი, რომელთაც კოღოები ვერ იტანენ

ტრენდული