Connect with us

ყვავილები

ზამთარში დასარგავი უხვად მოყვავილე ყვავილების სია

როგორ უნდა დავრგოთ ზამთრის ყვავილები და რატომ არის საშემოდგომო თესვა გაცილებით ეფექტური ვიდრე გაზაფხულის?! ამის შესახებ ჩვენს სტატიაში შეიტყობთ.
დამწყები მებაღეები წლების განმავლობაში სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე, ჩვენი სტატია კი დაგეხმარებათ წლობით წვალების გარეშე მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ზამთრის ყვავილები

ყველაზე უკეთ სიცივეს, ერთწლიანი მცენარეები იტანენ. გარდა ამისა ზოგიერთი მათგანი იმ მცენარეებზე ძლიერი და ჯანმრთელი იზრდება რომლებიც გაზაფხულზე დარგეს. ზამთრის თესვის გადატანის შემდეგ, ერთწლიანი მცენარეები უფრო უხვად ყვავილობენ და პრაქტიკულად არ ავადმყოფობენ.

დროული თესვა – კვირტების სწრაფად გაჩენის საწინდარია. ამ პროცედურის ჩასატარებლად გაცილებით სასიკეთო პერიოდად ითვლება ოქტომბრის ბოლო. ამ დროს ამინდის ცვალებადობა იმდენად მკვეთრი აღარ იქნება როგორც შემოდგომის დასაწყისში, ამიტომ ყვავილები უფრო იოლად ადაპტირდებიან და ეგუებიან სიცივეს.

მნიშვნელობა არ აქვს სად გადაწყვეტთ ყვავილების დარგვას – ღია ცის ქვეშ თუ სათბურში. გრუნტის მომზადების პროცედურა და დათესვა ორივე შემთხვევაში ერთნაირია.

ჯერ ნაკვეთი დაბარეთ, გააფხვიერეთ და მორწყეთ. შედეგ მიწა მოასწორეთ და მომავალი სათესი ადგილები მონიშნეთ. ზედმეტი არ იქნება თუ მიწის განოყიერების საკითხსაც მიხედავთ – დათესვამდე 1 თვით ადრე. აუცილებლობის შემთხვევაში ნაკვეთი შიფერით ან ხის ფიცრებით შემოსაზღვრეთ. მიწასთან ერთად, ყვავილებისთვის სუბსტრატიც მოამზადეთ, რათა ყვავილის თესლი ყინვისაგან დაიცვათ.

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ყველა ერთწლოვანი მცენარე არ გამოდგება თესვისთვის. დათესეთ მხოლოდ ის სახეობები, რომლებიც ზამთრის სიცივის გადატანას შეძლებენ და გრუნტის ზედმეტად ტენიანობის გამო არ დაზიანდებიან. ასეთ ყვავილებს მიეკუთვნებიან: ასტრა, კოსმეა, ღიღილო და ფლოქსი.

ზამთარში ზოგიერთი მრავალწლოვანი ყვავილის დათესვაც შეიძლება. მაგალიტად, ლავანდა, არაბისი და ცისთვალა.

ყვავილების შემოდგომაზე დათესვით უფრო ჯანმრთელ და ძლიერ მცენარეებს გაზრდით და გაზაფხულზე ადგილს გაათავისუფლებთ სხვა ყვავილების თესვისთვის.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.