Connect with us

ვიდეო

ვიშორებთ ნაოჭებს და ვახელთ თვალებს: მამადა იოშიკოს ვარჯიში ორი ერთში

იაპონელმა მამადა იოშიკომ სახის ზედა ნაწილის უნიკალური ვარჯიში ორი ერთში შეიმუშავა. რამდენიმე მარტივი მოქმედების შესრულებით ერთდროულად შუბლის, საფეთქლების, წარბების, თვალების და ქუთუთოების კუნთებზე ზემოქმედებას შეძლებთ. ვარჯიში სახის მეტნაკლებად მნიშვნელოვან ზონებზე სტიმულირებას ახდენს და ჭიმავს.

როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა ნებისმიერ ასაკში

ამისთვის შემდეგი მოქმედება რეგულარულად შეასრულეთ:

1. შუბლზე ხელისგული დაიდეთ და კუნთები ცენტრიდან საფეთქლებისკენ ოდნავ გაჭიმეთ, რომ ხელისგულის ქვეშ კანი დანაოჭებული არ იყოს და წარბები გასწორდეს. მთავარია არ გადააჭარბოთ.

2. თვალები მაქსიმალურად ფართოდ გაახილეთ, რომ ქუთუთოები ზემოთ აიწიოს, ქვედა ნაწილი ლოყებისკენ დაიხაროს.

3. მარჯვენა მხარს გაიხედეთ და ხედვა ნელ-ნელა მარცხნივ გადაიტანეთ, თითქოსდა ნახევარ წრეს აღწერთ.

4. საწყის მარცხენა წერტილს დაუბრუნდით, ზემოთ მარცხენა საფეთქლისკენ გაიხედეთ და ამ პოზაში 5 წამით გაჩერდით, შემდეგ თქვენს წინ გაიხედეთ და მოდუნება სცადეთ.

5. მსგავსი მოქმედება მეორე მხარეს შეასრულეთ. ანუ ჯერ ხედვა მარჯვნივ, მარჯვენა საფეთქლისკენ მიმართეთ, რამდენიმე წამი გაჩერდით, შემდეგ წინ გაიხედეთ და მოდუნდით.

ვარჯიშის სწორი შესრულების დროს შუბლის და საფეთქლების კუნთების დაჭიმვას იგრძნობთ. თითოეულ მხარეს ვარჯიში 2-3-ჯერ შეასრულეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.