ჯანმრთელობა
ვაშლი თუ მსხალი? დიეტა სხეულის ფორმის მიხედვით
ყველა ადამიანი განსხვავებულია, მათ შორის სხეულის ფორმითაც. განსხვავებული სხეულის ტიპის მქონე ადამიანებში ცხიმის დაგროვებაც სხეულის განსხვავებულ მონაკვეთებში ხდება. ამ სტატიაში მოგითხრობთ სხეული ფორმის ნარსახეობების შესახებ და გასწავლით თუ როგორი ტიპის რაციონს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა.
ვაშლი
ამ ტიპის აღნაგობის ადამიანებს ცხიმი სხეულზე გროვდება, მხრები ასეთი აღნაგობის მქონეთ უფრო ფართო აქვთ ვიდრე თეძოები და ისინი ფეხებზე და ხელებზე საერთოდ არ სუქდებიან. სხეულის ეს ტიპი ყველაზე საშიშია რადგან ცხიმი ორგანოებს ეკვრის და ჯანმრთელობას აზიანებს. თუ თქვენი სხეულის ტიპი “ვაშლია” აჯობებს მეტი ყურადღება გულ-სისხლძარღვთა სისტემას მიაქციოთ და სპორტით აქტიურად დაკავდეთ.
რისი ჭამა შეიძლება
თქვენთვის ყველაზე ჯანმრთელი ის პროდუქტია რომელშიც ბევრი სასარგებლო და უჯერი ცხიმია. თუ გახდომა გსურთ ან უბრალოდ ჯანმრთელობაზეც ზრუნავთ, ეცადეთ თქვენი ძირითადი რაციონი ომეგა-3-ით და უჯერი ცხიმებით იყოს გაჯერებული: ცხიმიანი თევზი, თხილეული, ავოკადო, მცენარეული ცხიმები და ა.შ.
რაზე უნდა თქვათ უარი
ყველაზე მავნე პროდუქტი ნახშირწყლებია. რა თქმა უნდა ყველა ნახშირწყალზე უარს ვერ იტყვით თმცა ეცადეთ მათი წილი 40%-ს არ სცილდებოდეს. უარი თქვით ტკბილ სასმელზე და ორგანიზმში შაქრის დონე მუდმივად აკონტროლეთ.
მსხალი
ვიწრო მხრები, არც თუ ისე გამოკვეთილი წელი და მსხვილი თეძოები – ეს მსხლის ფორმის სხეულის მქონე ადამიანების აღწერაა. 2014 წლის კვლევების მიხედვით ეს ყველაზე კარგი ფორმაა ჯანმრთელობისთვის, რადგან ცხიმი თეძოებზე გროვდება, ეს კი ჯანმრთელობისთვის პირიქით, სასარგებლოც არის. მათთვის დიაბეტისა და გუ;-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი დაბალია.
რისი ჭამა შიეძლება
უცხიმო ცილა, ფოთლოვანი ბოსტნეული და სასარგებლო ცხიმები – აი ის სამი მნიშვნელოვანი პროდუქტი რომელიც თქვენს რაციონში უხვად უნდა იყოს. ასევე სასარგებლოა ბოსტეულის სალათები ზეითუნის ზეთით, ქათმის თეთრი ხორცი ან ძროხის მჭლე ხორცი.
რომელ პროდუქტზე უნდა თქვათ უარი
თქვენთვის მთავარ საფრთხეს შაქარი წარმოადგენს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტკბილზე სამუდამოდ უნდა თქვათ უარი. თქვენი საყვარელი ტორტის ნაჭერისა და შავი შოკოლადი მირთმევა ზომიერად მაგრამ, მაინც შეგიძლიათ.
ქვიშის საათი
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურის ტიპი: მკვეთღად გამოკვეთილი წელი და თითქმის თანაბარი ზომის მხრები და თეძოები. ამ ტიპის ფიგურაში ცხიმი თანაბრად ნაწილდება, თუმცა თუ წონას ზედმეტად მოიმატებთ ჯანმრთელობისთვის ესეც საშიში გახდება. როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ზედმეტი წონისგან დაცული იყოთ?!
რა უნდა მიირთვათ
ბოსტნეული – ჩვენი საუკეთესო მეგობრები. ჭარბი წონა ძირითადად წახემსების შედეგად გროვდება. იმისთვის, რომ ლამაზი ფიგურა შეინარჩუნოთ, ეცადეთ კვების ყოველ მიღებაზე მიიღოთ ბოზტნეული, ეს არა მხოლოდ ჯანმრთელობას გაგიუმჯობესებთ არამედ, განწყობასაც გაგიუმჯობესებთ.
რაზე უნდა თქვათ უარი
ამ ტიპის ფიგურის მქონე ქალებს ესტროგენისა და პროგესტროგენის დონე შედარებით მაღალი აქვთ, რომლებიც ჩვენს გულსა და სისხლძარღვებს იცავენ, მაგრამ ისინი ცხიმის დაგროვებას უწყობენ ხელს. ამიტომ აუცილებლად გააკონტროლეთ ცხიმის შემცველი პროდუქტები თქვენს რაციონში – ცხიმიანი ტკბილეული, ნაყინი, და გამომცხვარი ცომეული.