Connect with us

ჯანმრთელობა

ვაშლით წახემსება ძილის წინ: როდის და რამდენი ვაშლის ჭამა შეიძლება

ვაშლი ღირებული ხილია, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ბევრ ვიტამინს და მინერალს შეიცავს. ცხიმების არ არსებობის გამო დაბალკალორიული პროდუქტია, ამიტომ შეგიძლიათ სხეულის ფორმებზე არ ინერვიულოთ. ვაშლი კუჭის მოქმედებას აუმჯობესებს და იმუნიტეტს აძლიერებს, მაგრამ ამავდროულად უჯრედისის დიდი რაოდენობა საჭმლის მონელებას აფერხებს.

ძილის წინ ჭამა საზიანოა, ორგანიზმს საკვების გადამუშავება უჭირს და ეს უსიამოვნო შედეგებს იწვევს. რა უნდა ქნათ, თუ იმდენად ძლიერად გშიათ, რომ დაძინებას ვერ ახერხებთ. წასახემსებლის საძიებლად სამზარეულოში შედიხართ და როცა ხილსა და ბუტერბროდს შორის არჩევანის გაკეთება გიწევთ, სჯობს პირველი ვარიანტი აირჩიოთ. შეიძლება კი ძილის წინ ვაშლის ჭამა?

სასარგებლოა თუ არა ვაშლის ჭამა ღამით

ვაშლის წახემსების დადებითი მხარე

ვაშლი დიდი რაოდენობით იოდს, თუთიას, კალციუმს, ნატრიუმს, ასევე რკინას და ფოსფორს შეიცავს. 1 ვაშლი დაძინებამდე 1-2 საათით ადრე შეგიძლიათ შეჭამოთ. ასეთი წახემსების უპირატესობა:

  • B ვიტამინი სტრესის დონეს ამცირებს, რაც სწრაფად დაძინებას ხელს უწყობს;
  • არტერიული წნევა რეგულირდება, სისხლში შაქრის დონე მცირდება;
  • ღამით სჯობს მწვანე ვაშლი შეჭამოთ, მასში ნაკლები შაქარია, ვიდრე წითელ და ყვითელ ვაშლში;

  • ბევრ პექტინებს შეიცავს, რომლებიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენენ.
  • კბილებს კარგად წმენდს და ღრძილებს მასაჟს უკეთებს. ლაშქრობის დროს ჯაგრისს შესანიშნავად ჩაანაცვლებს.

ღამით ვაშლის ჭამის უარყოფითი მხარე

უამრავი დადებითი თვისების მიუხედავად რიგი მიზეზების გამო ვაშლის ღამით ჭამა არ ღირს:

  • ტკბილ ნაყოფში შემავალი ნახშირწყლების დიდი რაოდენობა, რომელიც ძილამდე დახარჯვას ვერ ასწრებს.
  • კუჭის წვენის აქტიური გამოყოფა, რაც უკუჩვენებულია გასტრიტის და გაზრდილი მჟავიანობის მქონე ადამიანებისთვის.
  • ვაშლის მოხმარების შემდეგ თუ დაწვებით, შეიძლება კოლიკი და მუცლის შებერილობა გქონდეთ.

ხმელი და დაკონსერვებული ვაშლი ღამით

ვაშლი ნებისმიერი სახით სასარგებლოა, მაგრამ კუჭის აშლილობის დროს სჯობს ხმელი და დაკონსერვებული ნაყოფისგან თავის შეიკავოთ. მათი მიღება შეგიძლიათ მთავარი საკვების მიღების შემდეგ, ასე საჭმლის მონელებას გააუმჯობესებთ.

როდის შეიძლება ღამი ვაშლის ჭამა

ღამით ვაშლის ჭამა შეგიძლიათ, თუ:

  • დიეტაზე ხართ;
  • საკვების ერთი მიღება გამოტოვეთ;
  • საღამოს სპორტით დაკავებული იყავით;

ამ შემთხვევაში ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებების მარაგის და დახარჯული ენერგიის აღდგენა სჭირდება. ვაშლით მსუბუქი წახემსება ამაში დაგეხმარებათ.

როგორც ხედავთ, ერთმნიშვნელოვანი პასუხი „შეიძლება თუ არა ღამით ვაშლის ჭამა“ არაა. თითოეული ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია. ხილზე სრულად უარის თქმა არ ღირს. თუ ვაშლით წახემსება გსურთ, მხოლოდ 1 ვაშლი მიირთვით.