Connect with us

ჯანმრთელობა

ვარჯიში, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის დონის აღდგენაში დაგეხმარებათ

ბოლო ათეული წლის განმავლობაში იოგის კვლევაში გარღვევა მოხდა. იოგის წარმომავლობა დიდი ხანია განიხილება, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ ის ძველი ინდოეთიდან მოდის. იოგა არა მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში, არამედ სულიერი და გონებრივი დისციპლინაა. ინდურმა ჯგუფებმა და ბუდისტებამ იოგა მედიტაციისათვის შეიმუშავეს და მას სალოცავ ფორმად ფართოდ გამოიყენებდნენ.

ბოლო პერიოდში დასავლეთის სამყარო ფიზიკურ სრულყოფილებას და იოგას მოგების საშუალებად იყენებს. მარკეტინგის დახმარებით ეს დისციპლინა ტრენდული ვარჯიში გახდა.

არის თუ არა იოგა სასარგებლო?

იოგის ფიზიკური და ფსიქიკური ეფექტი არაერთმა კვლევამ შეისწავლა და საბოლოო პასუხის არ არსებობის მიუხედავად, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ბევრი ექსპერტი თვლის, რომ იოგა ჯანმრთელობის რისკის შემცირების უნარს ფლობს და ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს უწყობს.

სინამდვილეში, ასანა იოგის პრაქტიკიდან ბევრი პოზა არსებობს, რომლებიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოს, ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობას აბალანსებენ.

ფარისებრ ჯირკვალს საერთო ჯანმრთელობისთვის უპირველესი მნიშვნელობა აქვს. ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს, თუ იმუნურ სისტემას სტრესზე როგორი გავლენა ექნება. ის განსაზღვრავს ეფექტებს, თუ ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებები ორგანიზმის თითოეულ ორგანოზე რა გავლენას იქონიებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებებით სავსე სამყაროში ვცხოვრობთ, ფარისებრი ჯირკვალი ხშირად დაუბალანსებელია. ფარისებრი ჯირკვლის დაბალანსებას სამკურნალო საშუალებების გარეშე, რომლებიც რეცეპტით გაიცემა და გვერდითი ეფექტების ფართო სპექტი აქვთ, მხოლოდ 2 მარტივი იოგის პოზის დახმარებით შეძლებთ.

1. ასანა სარვანგა

სარვანგა არის პოზა, როცა სხეული ფიქსირებულ, უმოძრაო პოზიციას ინარჩუნებს. ეს ერთ-ერთი საუკეთესო პოზიციაა, როცა საქმე სისხლის უკან მიმოქცევას და ფარისებრი ჯირკვლის გააქტიურებას ეხება. სხეულის თავდაყირა მდგომარეობაში ყოფნის დროს ნერვულ სისტემაზე ზეწოლა ფარისებრი ჯირკვლების და ჰიპოფიზის გააქტიურებს ხელს უწყობს.

ინსტრუქცია:

  • ზურგზე დაწექით, ფეხები გამართეთ.
  • ფეხები ჭერისკენ ასწიეთ, ერთმანეთს მიადეთ.
  • დუნდულები იატაკიდან ასწიეთ, ხელისგულებით სხეულის ქვედა ნაწილი დაიჭირეთ.
  • ფეხები გამართეთ და იდაყვებით იატაკს დაეყრდენით.
  • ამ დროს ფარისებრი ჯირკვალი ნიკაპზე მიდებული იქნება. ვერტიკალური ხაზი დააფიქსირეთ და წინ და უკან რხევას მოერიდეთ.

2. ასანა მატსა

ეს მდგომარეობა შესასრულებლად მარტივია და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გასაზრდელად ძალიან სასარგებლოა. ის არა მხოლოდ ჯირკვლის ფუნქციას აუმჯობესებს, არამედ ნერვულ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს.

ინსტრუქცია:

  • ზურგზე დაწექით.
  • ლოტოსის პოზა მიიღეთ, მარჯვენა ფეხი მარცხენას გადაადეთ და პირიქით.
  • სხეულის ქვედა ნაწილი ასწიეთ და თავით მიწას დაეყრდენით, რომ ფიქსაცია მოახდინოთ.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.