Connect with us

სხვა

ვანგას შელოცვებით საფულედან სიღარიბეს განდევნით და სახლში ფულს გაგზავნით

ჩემი მეზობელი სალომე ყოველ ჯერზე, როცა სახლიდან გადის, ამბობს „ფულო შემოდი, ჭიშკართან ნუ დგახარ, აი, სახლი – აქ იცხოვრე ახლა და მომავალში!“ მისი თქმით, მე-20 საუკუნის ცნობილი ნათელმხილველის ვანგას შელოცვები ნამდვილად მოქმედებს.

სალომეს ცხოვრების შეცვლამ შელოცვების რწმენაში დამაჯერა. ადრე გაჭირვებულად ცხოვრობდა. სამი შვილი ჰყავს, თავად დეკრეტშია, ქმარი ორ სამსახურში მუშაობს და ფული მაინც არ ყოფნიდათ. ახლა კი, ბინა გაარემონტეს და ახალი უცხოური მანქანა შეიძინეს!

სალომემ ახალი რემონტის აღსანიშნად დამპატიჟა და თავისი კეთილდღეობის ხრიკებიც გამიზიარა. „სახლში სიმდიდრე და აყვავება დილიდანვე უნდა მოიზიდო. სახლიდან გასვლამდე ფანჯარა გააღე და შელოცვა 7-ჯერ წარმოთქვი. შელოცვა ასეთია: დილა მშვიდობისა, მზეო მარადიულო. საკუთარ თავს მდიდრად ყოფნის უფლებას ვაძლევ. იყოს ასე! ჭეშმარიტად! ჩემთვის და ყველას სასიკეთოდ!“ – გამიზიარა სალომემ.

მისივე თქმით, ფულის მოსაზიდად ყველაზე ძლიერი შელოცვა სავსე მთვარეზე უნდა თქვათ. სალომეს ქმარს კარიერულ წინსვლაში სწორედ ეს შელოცვა დაეხმარა. სიმდიდრის მოსაზიდად მწვანე სანთელი დაგჭირდებათ. მწვანე ფინანსურ ნაკადს აჩქარებს, ამიტომ რიტუალი მწვანე სანთელთან უნდა შეასრულოთ.

შუაღამით, სავსე მთვარეზე მწვანე სანთელი აანთეთ და თქვენ წინ საფულე დაიდეთ. ანთებულ სანთელს უყურეთ და თქვით: „სიღარიბე დაიწვება და ფერფლად გადაიქცევა, საფულეში ბევრი ფული გაჩნდება“. სანთელი რომ ჩაიწვება, დარჩენილი ცვილი ქაღალდში გაახვიეთ და საფულეში შეინახეთ.

„თუ სიტყვებს თქვენს რწმენას და ფიქრებს შემატებთ, ფულის რიტუალს მეტი ძალა ექნება. ამ შელოცვით ქვეცნობიერს გახსნით, სიმდიდრეზე, წარმატებასა და ბედნიერ ცხოვრებაზე განეწყობით, კეთილდღეობით აივსებით“ – მითხრა სალომემ.

ბევრს სიმდიდრე ეუხერხულება, გამდიდრების არ სჯერა, მცირედით კმაყოფილდება და ბლოკავს პორტალს, რომლიდანაც ენერგია წარმატებისა და ფულის ძალას იღებს. სალომემ ეს ხრიკები ბებიასგან გაიგო, რომელიც სოფელში ცხოვრობს და ბალახების კარგი მცოდნეა. მისივე თქმით, ეს ცნობილი ვანგას შელოცვებია.

როგორ ფიქრობთ, შელოცვები ნამდვილად ეფექტურია? გაგვიზიარეთ რიტუალები ფულის მოსაზიდად.