Connect with us

ჯანმრთელობა

თუ სისხლში შაქრის დონე მაღალია, ორგანიზმი აუცილებლად გამცნობთ. დააკვირდით ამ ნიშნებს

ეს 7 ნიშანი მიგანიშნებთ, რომ ძალიან ბევრ შაქარს მოიხმართ. სხეული სიგნალებს გიგზავნით

როგორც ამბობენ, შაქარი თეთრი სიკვდილია. ის ერთ-ერთ მავნე ნივთიერებად ითვლება. როგორც კი სისხლში მისი დონე ძალიან მაღალი ხდება, დიაბეტის და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა სერიოზული პრობლემების, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადება, თირკმლების მუშაობის დარღვევა და ინსულტი, რისკი იზრდება.

შაქარს ძალიან ხშირად “თეთრ სიკვდილად” მოიხსენიებენ, რაც დაუმსახურებელი ნამდვილად არ არის. როგორც კი სისხლში შაქრის დონე მაღლდება, დიაბეტისა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა კიდევ არაერთი პრობლემის განვითარების რისკი (მაგ: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, თირკმლის დისფუნქცია, ინსულტი და ა.შ.) რამდენიჯერმე იზრდება.

იმის მიუხედავად, დიაბეტით დაავადებული ხართ თუ არა, შაქრის მოხმარება ყოველთვის უნდა გააკონტროლოთ. ორგანიზმი საჭირო სიგნალს ყოველთვის გაძლევთ, როცა რაღაც დარღვევა არსებობს. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 7 სიგნალს, რომელსაც ორგანიზმი სწორედ მაშინ გვაწვდის, როდესაც სისხლში შაქრის დონე საგრძნობლად იზრდება.

სიგნალები, რომლებსაც აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ

1. შიმშილის მუდმივი შეგრძნება

როდესაც შაქრის შემცველ ბევრ პროდუქტს მოიხმართ, სისხლში გლუკოზის დონე ძალიან იზრდება, რაც აძნელებს ამ ნივთიერების უჯრედებში შეღწევის პროცესს. ყოველივე ამის შედეგად, ორგანიზმი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი მივირთვით, საჭირო ენერგიას ვერ იღებს და კიდევ ჭამას გვთხოვს. სწორედ ამიტომ, თუ მუდმივად შიმშილის შეგრძნება გაწუხებთ, მიუხედავად იმისა თუ ზოგადად რამდენად მსუნაგი ხართ, თავის დაზღვევის მიზნით ექიმს აუცილებლად შეემოწმეთ.

2. მუდმივი დაღლილობა

მუდმივი, ქრონიკული დაღლილობა – სისხლში შაქრის დონის მატების ერთ-ერთი ნიშანი. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთ დროს ორგანიზმი გლუკოზის სწორად შენახვასა და მომარაგებას ვერ ახერხებს, გვაწუხებს ენერგიის ნაკლებლობა და მუდმივად დაღლილობას განვიცდით.

3. ხშირი შარდვა

როდესაც პაციენტს სისხლში შაქრის დონის მატება აწუხებს, თირკმელები სითხის ნორმალურად, სრულფასოვნად გადამუშავებას ვერ ახერხებს, რასაც ხშირი შარდვა მოჰყვება.

4. ინფექციური დაავადები

შაქრის დონის მატების შედეგად ორგანიზმში წარმოიქმნება ხელსაყრელი პირობა სხვადასხვა მავნე ბაქტერიების გასამრავლებლად. ასეთ დროს ძალიან ხშირდება შარდ-სასქესო სისტემის ინფექციური დაავადებები როგორც მამაკაცებში, ასევე ქალბატონებში.

5. პირის სიმშრალე

წყურვილის ძლიერი შეგრძნება და სიმშრალე პირის ღრუში – შაქრის ჭარბი რაოდენობით მოხმარების ერთ-ერთი მთავარი ნიშანი. როდესაც ტკბილეულს ჭარბი რაოდენობით ვიღებთ და სისხლში შაქრის დონე იზრდება, ადგილი აქვს ორგანიზმის დეჰიდრარტაციას. მოცემული დარღვევის აღმოსაფხვრელად, წყლის ბალანსის აღდგენა ორგანიზმში აუცილებელია, რის გამოც ის თავად გვიგზავნის ამ სიგნალებს. რა თქმა უნდა, ორგანიზმს სითხე არა გაზირებული უალკოჰოლო სასმელით, არამედ სუფთა წყლით უნდა მიაწოდოთ.

6. კანის სიმშრალე

კანის სიმშრალე და ქავილის ხშირი შეგრძნება სისხლში შაქრის დონის მატების ნიშნებია. თუ ეს ორი პრობლემა გაწუხებთ, პროფილაქტიკის მიზნით, აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის გავლა.

7.კონცენტრაციის პრობლემები

როგორც უკვე ვთქვით, შაქრის მაღალი დონე უჯრედებში გლუკოზის შეღწევას უშლის ხელს. საუბარია თავის ტვინის უჯრედებზეც, რის გამოც ადამიანს უქვეითდება სწრაფი აზროვნების უნარი და გრძნობს მეხსიერების გაუარესებას.

მაქსიმალურად შეზღუდეთ შაქრის მიღება და გადადით ჯანსაღ კვებაზე, თუ გსურთ, შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და სიმხნევე ღრმა სიბერემდეც კი. თუ ჩამოთვლილი სიმპტომები გაწუხებთ, თავის დაზღვევის მიზნით აუცილებლად გაესინჯეთ ექიმს. გსირუვბეთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement