Connect with us

კულინარია

ეს ღვეზელების საუკეთესო რეცეპტია! ძალიან თხელი ცომი ტაფაზე სულ რაღაც 5 წუთში მზადდება

ღვეზელი სახლის სამზარეულოს კლასიკური კერძია. ეს მხოლოდ ახლა გვეჩვენება ელემენტარულად, მაგრამ სინამდვილეში გემრიელი ღვეზელის გამოცხობას მხოლოდ ნამდვილი მზარეული ახერხებს. მთავარი საიდუმლო მარტივია: ცომის და შიგთავსის პროპორცია იდეალური უნდა იყოს.

გთავაზობთ ბრტყელი ღვეზელის რეცეპტს, რომელიც კვერს ჰგავს. კეფირზე მომზადებული ელასტიური ცომი თავისთავად გემრიელია, შიგთავსის სახით გასული დღის კარტოფილის პიურე ან მოთუშული კომბოსტო გამოდგება – რაღაც რბილი და საკმაოდ წვნიანი (მაგრამ ზედმეტად არა).

ინგრედიენტები:

  • 900 გრ ფქვილი
  • 500 მლ კეფირი
  • 2 კვერცხი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 9 გრ მშრალი საფუარი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • კარტოფილის პიურე გემოვნებით
  • თეთრი კომბოსტო გემოვნებით
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით
  • მზესუმზირას ზეთი გემოვნებით
  • 1 ხახვი
  • 100 გრ მარგარინი

მომზადება:

  1. მარგარინი გაადნეთ და კეფირს, კვერცხს, შაქარსა და მარილს აურიეთ. ნარევი ოთახის ტემპერატურის ან ოდნავ თბილი უნდა იყოს. როგორც კი ნარევი მზად იქნება, საფუარი დაუმატეთ და 10 წუთით გააჩერეთ.
  2. ცოტ-ცოტა გაცრილი ფქვილი დაუმატეთ, ძალიან რბილი, ელასტიური ცომი მოზილეთ. ცომი დაამრგვალეთ და მზესუმზირას ზეთი წაუსვით, შემდეგ თასში მოათავსეთ და თავზე დიდი დიამეტრის მქონე ჭურჭელი დააფარეთ. ასეთ სათბურში 40 წუთით გააჩერეთ.
  3. შიგთავსი მოამზადეთ. კარტოფილის პიურე მოამზადეთ, მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ, ცოტა შემწვარი ხახვი დაუმატეთ. მეორე სახის ღვეზელის მომზადებისთვის კომბოსტო მოთუშეთ.
  4. შემდეგ ცომი პორციებად გადაანაწილეთ და ღვეზელის გამცხობას შეუდექით. ცომის ნაწილი გააბრტყელეთ, მასში შიგთავსი მოათავსეთ, კუთხეები შეკარით და კვლავ გააბრტყელეთ.  ლაპტას ფორმა უნდა ჰქონდეს.
  5. ღვეზელი ზეთით სავსე ტაფაზე, ორივე მხრიდან შეწითლებამდე შეწვით.

თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement