კულინარია
ეს ღვეზელების საუკეთესო რეცეპტია! ძალიან თხელი ცომი ტაფაზე სულ რაღაც 5 წუთში მზადდება
ღვეზელი სახლის სამზარეულოს კლასიკური კერძია. ეს მხოლოდ ახლა გვეჩვენება ელემენტარულად, მაგრამ სინამდვილეში გემრიელი ღვეზელის გამოცხობას მხოლოდ ნამდვილი მზარეული ახერხებს. მთავარი საიდუმლო მარტივია: ცომის და შიგთავსის პროპორცია იდეალური უნდა იყოს.
გთავაზობთ ბრტყელი ღვეზელის რეცეპტს, რომელიც კვერს ჰგავს. კეფირზე მომზადებული ელასტიური ცომი თავისთავად გემრიელია, შიგთავსის სახით გასული დღის კარტოფილის პიურე ან მოთუშული კომბოსტო გამოდგება – რაღაც რბილი და საკმაოდ წვნიანი (მაგრამ ზედმეტად არა).
ინგრედიენტები:
- 900 გრ ფქვილი
- 500 მლ კეფირი
- 2 კვერცხი
- 2 ს/კ შაქარი
- 9 გრ მშრალი საფუარი
- 1 ჩ/კ მარილი
- კარტოფილის პიურე გემოვნებით
- თეთრი კომბოსტო გემოვნებით
- შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით
- მზესუმზირას ზეთი გემოვნებით
- 1 ხახვი
- 100 გრ მარგარინი
მომზადება:
- მარგარინი გაადნეთ და კეფირს, კვერცხს, შაქარსა და მარილს აურიეთ. ნარევი ოთახის ტემპერატურის ან ოდნავ თბილი უნდა იყოს. როგორც კი ნარევი მზად იქნება, საფუარი დაუმატეთ და 10 წუთით გააჩერეთ.
- ცოტ-ცოტა გაცრილი ფქვილი დაუმატეთ, ძალიან რბილი, ელასტიური ცომი მოზილეთ. ცომი დაამრგვალეთ და მზესუმზირას ზეთი წაუსვით, შემდეგ თასში მოათავსეთ და თავზე დიდი დიამეტრის მქონე ჭურჭელი დააფარეთ. ასეთ სათბურში 40 წუთით გააჩერეთ.
- შიგთავსი მოამზადეთ. კარტოფილის პიურე მოამზადეთ, მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ, ცოტა შემწვარი ხახვი დაუმატეთ. მეორე სახის ღვეზელის მომზადებისთვის კომბოსტო მოთუშეთ.
- შემდეგ ცომი პორციებად გადაანაწილეთ და ღვეზელის გამცხობას შეუდექით. ცომის ნაწილი გააბრტყელეთ, მასში შიგთავსი მოათავსეთ, კუთხეები შეკარით და კვლავ გააბრტყელეთ. ლაპტას ფორმა უნდა ჰქონდეს.
- ღვეზელი ზეთით სავსე ტაფაზე, ორივე მხრიდან შეწითლებამდე შეწვით.
თუ რეცეპტი მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.