ვიდეო
ეს ტონიკი როზმარინით თქვენს თმას გააძლიერებს და ჭაღარის გაჩენას შეაფერხებს

სეზონების ცვლის დროს, განსაკუთრებით ტემპერატურის მკვეთრი რყევებისას თმის ცვენა უფრო ხშირდება. სწორედ ამიტომ, თმის ტონიკის გამოყენება კარგი იდეაა.
ნახეთ, როგორ მოამზადოთ თმის ტონიკი სახლის პირობებში 4 ნატურალური კომპონენტისგან: როზმარინი, ცეილონის დარიჩინი, ჭინჭარი და თაფლი.
თმის ტონიკი მკვებავი ნივთიერებებით განსაკუთრებით მდიდარი საშუალებაა, რომელიც თავის კანზე უნდა წაისვათ.
თმის ტონიკს რამდენიმე უპირატესობა გააჩნია:
- თავში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს;
- ზრდას ააქტიურებს და თმის ცვენას აფერხებს;
- თმის უფრო ძლიერ და ბუნებრივ მოცულობას ხელს უწყობს;
- თმის ძირიდან ბოლომდე ბზინვარებას და დატენიანებას უზრუნველყოფს;
- ჭაღარა თმის გაჩენას აფერხებს;
- თავის კანის ცხიმის წარმოებას თანდათანობით არეგულირებს;
- ქერტლს და ეგზემას ებრძვის.
აი, როგორ უნდა მოამზადოთ თმის ტონიკი სახლის პირობებში – ყველაზე ეკონომიური და ბუნებრივი ვარიანტი თქვენი თმის ჯანმრთელობისთვის. ამასთან, შეგიძლიათ მარტივად გააკეთოთ მაშინ, როცა დაგჭირდებათ.
ინგრედიენტები:
- 5 ს/კ (50 გრ) ხმელი როზმარინის ფოთლები
- 5 ჩხირი ცეილონის დარიჩინი
- 2 ს/კ (50 გრ) თაფლი
- 5 ს/კ (50 გრ) ხმელი მწვანე ჭინჭარი
- 2 ჭიქა (400 მლ) წყალი
მომზადება:
- წყალი გააცხელეთ, როცა ადუღდება დარიჩინის ჩხირები და როზმარინი დაუმატეთ.
- 10 წუთით ხარშეთ და ჭინჭარი დაუმატეთ.
- 5 წუთით დააყენეთ და ცეცხლზე მოთუშეთ.
- შემდეგ დააყენეთ, სანამ ნარევი თბილი არ გახდება, გადაწურეთ და თაფლი დაუმატეთ.
- საშუალება მინის ქილაში ჩაასხით, თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ. მაქსიმუმ 10 დღის განმავლობაში გამოიყენეთ.
როგორ გამოვიყენოთ?
თმის ტონიკით ინტენსიური მკურნალობა ასე გამოიყურება:
- ტონიკი აპლიკატორის მქონე კონტეინერში ან ვიწრო თავის მქონე ჭურჭელში (მაგალითად, სოუსის ბოთლი ან პლასტმასის კონტეინერი) ჩაასხით. ასე თავის კანზე პროდუქტის განაწილება გაგიმარტივდებათ.
- თმა დაყავით, ტონიკი წაისვით და თავის კანი დაიმასაჟეთ.
- შემდეგ თავი პირსახოცით მინიმუმ ნახევარი საათით შეიფუთეთ.
- ამის შემდეგ თავი დაიბანეთ.
- გირჩევთ, ტონიკი ჩვეულებრივი მეთოდით გამოიყენოთ (შეგიძლიათ კვირაში 3-ჯერ გამოიყენოთ).
- ამის შემდეგ 1-2 კვირა შეისვენეთ და სამკურნალო კურსი გაიმეორეთ.

-
ჰოროსკოპი4 weeks ago
2021 წლის ზუსტი ჰოროსკოპი: მორიელო, ოცნებები აისრულეთ, თევზებო, ბედს მიენდეთ
-
ჰოროსკოპი3 weeks ago
2021 წლის ასტროპროგნოზი: რას უნდა ელოდოს თითოეული ზოდიაქოს ნიშანი
-
ჰოროსკოპი6 days ago
რას მოგიტანთ თეთრი ხარი: 2021 წლის დიდი აღმოსავლური ჰოროსკოპი
-
სახლი და დიზაინი5 days ago
ღობე მეზობლებს შორის: რატომ არ არსებობს ევროპაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს
-
ჰოროსკოპი3 weeks ago
რომელ ქალს ელოდება კორიდა პირად ცხოვრებაში 2021 წელს
-
ტესტები2 weeks ago
სწრაფი ტესტი: გაიგეთ, რით გაგახარებთ ბედი
-
ტესტები2 weeks ago
აირჩიეთ კრისტალი და გეტყვით, ცხოვრების რომელ ეტაპზე იმყოფებით ახლა
-
ჰოროსკოპი2 weeks ago
საიდუმლოებების ჰოროსკოპი: რას მალავენ ზოდიაქოს ნიშნები