Connect with us

თავის მოვლა

ეს სწორედ ის შავი ნიღაბია! ეფექტური ფორმულა კანის ყველა დეფექტის წინააღმდეგ საბრძოლველად

სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია ახალ, პროფესიონალურ საშუალებაზე სახის გასაწმენდად, შავი ნიღბის სახელით. მისი მწარმოებლები გვპირდებიან გამონაყარის, აკნესა და შავი წერტილების სწრაფად მოშორებას. თუმცა, გულწრფელად უნდა ითქვას, რომ ამ პროდუქტის ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა.

სწორედ ამიტომ, ჩვენი რედაქცია გთავაზობთ არანაკლებ სასარგებლო და ეფექტურ რეცეპტს ასეთივე ნიღბისა. იგი ხსენებული ცნობილი ნიღბის შესანიშნავი ალტერნატივა იქნება, რაც მისი მთავარი კომპონენტის, აქტივირებული ნახშირის დამსახურებაა. იგი არანმხოლოდ გაწმენდს ფორებს დაბინძურებისგან, არამედ სახის ზედაპირიდან მავნე ნივთიერებებსაც მოგაშორებთ.

საშინაო ნიღაბი აქტივირებული ნახშირით

ინგრედიენტები

  • 2 აბი აქტივირებული ნახშირი
  • 1 ს.კ. კოსმეტიკური შავი თიხა
  • ადუღებული წყალი

მომზადება და გამოყენება

  1. დააფქვიეთ ნახშირი და შეურიეთ თიხას.
  2. დაუმატეთ ცოტაოდენი ადუღებული, გაციებული წყალი ისე, რომ მიიღოთ ფაფა, არაჟნის კონსისტენციის მაგვარი.
  3. დაიტანეთ ნიღაბი პრობლემურ კანზე წინასწარ ინჰალირებულ და გაწმენდილ სახეზე. გააკეთეთ ეს სპეციალური ფუნჯით ან რბილი ტამპონით და მოერიდეთ თვალის ირგვლივ მონაკვეთს.
  4. გაიჩერეთ ნიღაბი 10-15 წუთით, სანამ მთლიანად არ გაშრება, შემდეგ დაიბანეთ გრილი წყლით ან ბალახის ნახარშით.

მაქსიმალური ეფექტისთვის საკმარისია, ნიღაბი კვირაში ერთხელ გაიკეთოთ.