Connect with us

ჯანმრთელობა

ეს საშუალება 90%-ით კალციუმისგან შედგება. ვიყენებ მას არაერთი წელია ძვლებისა და სახსრების გასაჯანსაღებლად. ტკივილი აღარ მაწუხებს

კვერცხის ნაჭუჭის 90%-ს მაღალი ხარისხის კალციუმი, ფოსფორის ნაერთები, კალიუმი, რკინა, მაგნიუმი და სილიკონი შეადგენს. კალციუმი, რომელსაც კვერცხის ნაჭუჭისგან ვიღებთ, მარტივად აითვისება ორგანიზმის მიერ – სპეციალურ პრეპარატებთან შედარებით, რამდენჯერმე უფრო უკეთესად!

ნაჭუჭის სასარგებლო თვისებები ძველი დროიდანაა ცნობილი და სამკურნალო რეცეპტებშიც ბევრგან მოიხსენიებოდა მთავარ კომპონენტად.

ამერიკელი, კანადელი და უნგრელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ თავისი შემადგენლობით, კვერცხის ნაჭუჭი გასაოცრად ჰგავს ადამიანის ძვლისა და კბილის შემადგენლობას. ნაჭუჭის ფხვნილის რეგულარული მოხმარება აღკვეთს ოსტეოპოროზის გაჩენას და დაგავიწყებთ კალციუმის დეფიციტით გამოწვეულ დაავადებებს.

როგორც ცნობილია, კალციუმს ძვლის ტვინის ახალი უჯრედების გაჩენასაც უწყობს ხელს – აი, რას ნიშნავს იგი ჩვენი ჯანმრთელობისთვის!

კვერცხის ნაჭუჭის ფხვნილი

  • არეგულირებს სისხლის წნევას;
  • ამცირებს მავნე ქოლესტერინის დონეს;
  • ახდენს ოსტეოპოროზის პროფილაქტიკას;
  • სწრაფად კურნავს დამწვრობებს;
  • ხდება რაქიტისა და ანემიის პროფილაქტიკა ბავშვებში;
  • გამოდევნის ორგანიზმიდან რადიონუკლიდებს;
  • კურნავს ალერგიას;
  • არეგულირებს ნივთიერებათა მიმოცვლას და ხელს უწყობს წონაში ბუნებრივ კლებას;
  • აუმჯობესებს თმისა და ფრჩხილების მდგომარეობას;
  • კურნავს მუწუკებს;
  • კურნავს შინაგანი ორგანოების ზოგიერთ ქრონიკულ დაავადებას.

მომზადება და გამოყენება

  1. კვერცხის შიგთასის გამოყენების შემდეგ, გარეცხეთ მისი ნაჭუჭი და მოხარშეთ 5 წუთით.
  2. გააშრეთ ნაჭუჭი – 5-6 საათის შემდეგ მოსახმარებლად მზად იქნება.
  3. მოაშორეთ თხელი ფენები ნაჭუჭის შიდა მხარეს, შემდეგ დანაყეთ კვერცხი ან დააფქვიეთ ყავის საფქვავში.
  4. შეინახეთ ფხვნილი მშრალ, ბნელ ადგილას, მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში.

მოხარშული კვერცხის ნაჭუჭის გამოყენებაც შეგიძლიათ, თუმცა, ითვლება, რომ იგი ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე უმი კვერცხისა. ჰო მართლა, ამისთვის მხოლოდ ქათმისა და მწყერის კვერცხი გამოგადგებათ.

1 წელს მიღწეულ ბავშვებში რეკომენდებულია დღეში 1 მწიკვი ფხვნილის მიღება ზრდის გასაუმჯობესებლად და კალციუმის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის. თანდათან გაზარდეთ სამკურნალო საშუალების დოზა – 7 წლის ასაკისთვის, ბავშვს 0.5 ჩ.კ. ფხვნილი მიეცით დღეში.

14+ მოზარდებისა და ზრდასრულებისთვვის, 1-2 ჩ.კ. ფხვნილი დღეში საკმარისია კალციუმის დღიური დოზის მისაღებად. ძალიან სასარგებლოა მისი კომბინირება ლიმონის წვენთან – ამით მოიხსნით დიათეზისა და ალერგიის სიმპტომებს როგორც თქვენში, ისე ბავშვებშიც.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement