Connect with us

ჯანმრთელობა

ეს გოგო 12 დღე მხოლოდ ბანანს ჭამდა. ის, რაც მოხდა, გამაოგნებელია

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ბანანი ძალიან სასარგებლო ხილია. მკვებავი ნივთიერებების, ფრუქტოზის, საქაროზის, გლუკოზის და უჯრედისის მაღალი შემცველობით ბანანი ორგანიზმს დიდი ხნით ანაყრებს.

ამ ხილს ადამიანის ჯანმრთელობის და ძალების მხარდასაჭერად ყველა აუცილებელი ნივთიერება აქვს. გარდა ამისა, ბანანს ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნის განსაკუთრებული თვისება აქვს. იულია ტარბატი დიეტოლოგია, რომელმაც ბანანით ორგანიზმის დეტოქსის ჩატარება გადაწყვიტა.

12 დღე ის მხოლოდ ბანანს ჭამდა. ამასთან ბანანი ეკოლოგიურად სუფთა, კუნძულზე მოყვანილი იყო. ბანანმა მის ჯანმრთელობაზე ისეთი გავლენა იქონია, რომ გოგონას ცხოვრება შეცვალა!

დიეტის დაწყებამდე იულიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა. სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა, საჭმლის მონელების პრობლემები. შარდოვანა, დეპრესია და ჰორმონალური დისბალანსი – მისი ორგანიზმი ასეთ სავალალო მდგომარეობაში იყო. გარდა ამისა, უილია უკვე დიდი ხანია დაორსულებას ვერ ახერხებდა.

ბანანის მონოდიეტისკენ გზა ეტაპობრივი იყო – თავიდან ქმართან ერთად ვეგეტარიანელი გახდა. დროთა განმავლობაში იულიამ და პავლემ საკუთარი მეურნეობა შეიძინეს, სადაც ხილ–ბოსტნეულის გაზრდა დაიწყეს. ექსპერიმენტს ერთად ატარებდნენ. პავლე მეუღლეს მხარს უჭერდა.

12 დღე მხოლოდ ბანანის ჭამა. აი, ნამდვილი ნებისყოფა! მაგრამ შედეგი გოგონამ იმწამსვე დაინახა.

ბანანის მონოდიეტა

  1. „ჩემი საჭმლის მომნელებელი ორგანოები ასე კარგად არასდროს მუშაობდნენ. არანაირი დისკომფორტი! გასაოცარი სიმსუბუქე. საერთოდ არ ვაქცევდი ყურადღებას იმას, თუ რა ხდებოდა ჩემს კუჭში“.
  2. „უფრო მოდუნებული, მშვიდი, მიზანდასახული გავხდი. ბანანი საკმარის ენერგიას მაძლევდა ყოველდღიური საქმეების შესასრულებლად, ამასთან ორგანიზმს დამატებით არ ამძიმებდა“.
  3. „ცხოვრებაში პირველად შევამჩნიე, რომ ყველა დაგეგმილი საქმის შესრულებას ვასწრებდი და ამასთან საერთოდ არ ვიღლებოდი“.

დიეტის დასრულების შემდეგ იულიამ შეამჩნია, რომ მისი კანი მნიშვნელოვანად გაუმჯობესდა, გლუვი და ხავერდოვანი გახდა. განწყობა უმაღლეს დონეზე იყო! რამდენიმე კვირაში გოგონა დაორსულდა, არადა ამაზე რამდენიმე წელი ოცნებობდა. ორგანიზმი ტოქსინებისგან გაიწმინდა, ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემის მუშაობა დალაგდა.

რა თქმა უნდა, ისეთი რადიკალური გადაწყვეტილების მისაღებად, როგორიცაა ხილის მონოდიეტა, ექიმთან კონსულტანცია უნდა გაიაროთ.

ბანანის მიღება რეკომენდებულია მათთვის, ვისაც გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, საჭმლის მონელების დარღვევა, არტერიული წნევის პრობლემები აწუხებს. სასურველია, რაციონში ბანანი ჩართოთ სიმსივნით დაავადების დროს. ეს ხილი ბავშვის მენიუში აუცილებლად უნდა შედიოდეს.

ამ გოგონას ისტორია მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ! სწორად დაგეგმილი კვებით ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემას მოიშორებთ და ეს შესანიშნავია.