Connect with us

ჯანმრთელობა

დღეში მხოლოდ 1 ჩ/კ სიმინდის ფუჩეჩი გახდომაში დამეხმარა. ახლა ის ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა

დღეში მხოლოდ 1 ჩ/კ სიმინდის ფუჩეჩი გახდომაში დამეხმარა. ახლა ის ჩემი საუკეთესო მეგობარი გახდა

ევროპაში სიმინდი ცენტრალური ამერიკიდან მე-15 საუკუნის ბოლოს შემოიტანეს. გემრიელი და ნოყიერი სიმინდი ახალ მიწაზე სწრაფად გავრცელდა. მისი სასარგებლო თვისებები დიდი ხნის წინ შეამჩნიეს და მას არა მხოლოდ საკვებად, არამედ სამკურნალოდ მიზნით იყენებენ.

სიმინდის მარცვლებს გარს აბრეშუმისებრი ძაფები, ფუჩეჩი აქვს შემოხვეული. სიმინდის ფუჩეჩი მწვანე ზედა ფოთლების ქვეშ იზრდება. მათი შეგროვება მაშინ ღირს, როცა კორძის ფერი რძისფერი თეთრი გახდება. სიმინდის ფუჩეჩი ხელით შეაგროვეთ, შემდეგ ღია სივრცეში, ან სპეციალური აპარატის დახმარებით გააშრეთ.

სიმინდის ფუჩეჩის თვისება

ფუჩეჩი ბევრ სასარგებლო თვისებას შეიცავს. ცხიმოვანი მჟავები, ეთერზეთები, C ვიტამინი, პანთოტენორუ და ასკორბინის მჟავები ორგანიზმის მთელ სისტემაზე დადებით გავლენას ახდენს.

სასარგებლო თვისებების წყალობით, სიმინდის ფუჩეჩი შეგიძლიათ რიგი დაავადებების საწინააღმდეგოდ გამოიყენოთ.

ხალხური მედიცინა სიმინდის ფუჩეჩს ნაღვლკენჭოვანი დაავადების, ჰეპატიტის და ქოლეცისტიტის სამკურნალოდ იყენებს. ასევე სიმინდის ფუჩეჩი გასუქებას შესანიშნავად ებრძვის, რადგან მასში შემავალი ასკორბინის მჟავა ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, ხოლო გუმფისი სისხლში შაქრის დონეს ამცირებს.

ფუჩეჩი მადის აქვეითებს და ტკბილეულის მიღების სურვილს აქრობს. თუ სამკურნალო კურსს ფიზიკურ აქტიურობას დაუმატებთ, ზედმეტი კილოგრამები სწრაფად გაქრება.

დღეს, გასახდომად სიმინდის ფუჩეჩის გამოყენების 3 მეთოდს გთავაზობთ.

1. ნახარში სიმინდის ფუჩეჩისგან

1 ჩ/კ სიმინდის ფუჩეჩს 250 მლ მდუღარე წყალი დაასხით და წყლის ორთქლზე 5 წუთით ადუღეთ. მიღებული ნახარში გააგრილეთ და გადაწურეთ. მიიღეთ 1/3 ჭიქა, ჭამამდე 5 წუთით ადრე. ნაყენი მადას აქვეითებს და სწრაფად დანაყრებაში დაგეხმარებათ.

2. ნაყენი სიმინდის ფუჩეჩისგან

3 ჩ/კ სიმინდის ფუჩეჩს 250 მლ მდუღარე წყალი დაასხით და 15 წუთით დააყენეთ. შეგიძლიათ 1 ჩ/კ დაქუცმაცებული მოცვის ფოთლები დაუმატოთ. მიიღეთ 100 მლ დღეში 4-ჯერ. ნაყენს შარმდენი თვისება აქვს, ორგანიზმიდან ჭარბი სითხე შესანიშნავად გამოაქვს, შეშუპებას აქრობს და ცელულიტს ებრძვის.

3. ჩაი სიმინდის ფუჩეჩისგან

1 ს/კ მოცხარის ფოთლები, 1 ჩ/კ შავი ჩაი და 2 ს/კ სიმინდის ფუჩეჩი აიღეთ. მდუღარე წყალი დაასხით და დააყენეთ. თავად ჩაი ტკბილეულის მიღების სურვილს აქრობს, ასე რომ ცოტა ოფლის გამოდევნა მოგიწევთ. ჩაის დაბალ კალორიული დიეტა და ფიზიკური ვარჯიში შეუთავსეთ.

რამდენიმე უკუჩვენებას ყურადღება მიაქციეთ. ფუჩეჩს ძლიერი შარდმდენი ეფექტი აქვს და კალიუმის მნიშვნელოვნად დაკარგვის მიზეზი შეიძლება გახდეს. ვიტამინების დამატებით მიღებას ყურადღება მიაქციეთ.

გახსოვდეთ, რომ წონაში დაკლების ნებისმიერი პროცესი ორგანიზმზე კომპლექსური მიდგომაა, რომელიც სწორი დიეტის, ზომიერი ფიზიკური აქტიურობის და დადებითი განწყობის კომბინაციას მოიცავს.

Advertisement