Connect with us

ჯანმრთელობა

დილის აუცილებელი რიტუალი: თაფლიანი წყალი პარაზიტებსაც კი გაანადგურებს

სენსაციური აუცილებელი დილის რიტუალი: თაფლიანი წყალი პარაზიტებს ანადგურებს

თაფლიანი წყლის სასარგებლო თვისებების შესახებ ყველას არაერთხელ გვსმენია. ერთი ჭიქა წყალში გახსნილი 1 ჩაის კოვზი თაფლი სამკურნალო სასმელია, რომელსაც დადებითი გავლენა აქვს მთელ ორგანიზმზე.

თაფლიანი წყლის მომზადებამდე ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ფაქტი, რომ მოცემული პროდუქტი თერმული დამუშავებისას კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს. თაფლი აუცილებლად ოთახის ტემპერატურის წყალში უნდა გაიხსნას.

თუ ყოველ დილას წინა ღამით მომზადებულ თაფლიან წყალს მიირთმევთ, შეძლებთ დიდი სარგებელის მიღებას ამ უბრალო სასმელისგან.

თაფლიანი წყლის სარგებელო თვისებები:

1. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას არეგულირებს, ნაწლავების მიკროფლორას აღადგენს, დისბაქტერიოზს აქრობს.

2. იმუნიტეტს ზრდის. ქრონიკულ ბრონქიტს, სისველეს მოგაშორებთ, ფილტვებში დაგროვებულ ლორწოვანს ათხელებს.

3. საჭმლის მომნელებელი ორგანოებიდან გამოდევნის პარაზიტებს.

4. გვათავისუფლებს ტოქსინებისგან, წიდებისგან და ფეკალური მკვრივი მასებისგან.

5. მთელ ორგანიზმს უჯრედულ დონეზე ასუფთავებს.

6. ჰიდროსკოპული თვისების წყალობით, გვაშორებს ენურეზს.

სამკურნალო მიზნით, ეს სასმელი უზმოზე, გაღვიძებისთანავე უნდა დალიოთ. აუცილებლად მხოლოდ ერთი ჭიქა. როგორც სხვა სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, მას გვერდითი მოვლენები აქვს. თუ ერთდროულად 1 ლიტრა ნარევს დალევთ, ჯანმრთელი ვერ გახდებით.

წყლისა და თაფლის ნარევი შეგიძლიათ ბუნებრივი კოსმეტიკის სახით გამოიყენოთ. თუ პერიოდულად ამ ნარევით სახეს გაწიმენდთ, შეძლებთ კანის გამოკვებას და სათანადოდ დატენიანებას.

მძიმე სამუშაო დღის შემდეგ თბილი თაფლიანი ჩაი დარიჩინთან ერთად დამამშვიდებელ ეფექტს ფლობს. წონაში დაკლების მსურველებმა ასეთი ჩაი ძილის წინ უნდა დალიონ. თაფლი ტკბილია, მაგრამ საჭირო პროპორციითა და დარიჩინთან კომბინირებით, მას ცხიმწველი ეფექტი ენიჭება. გაითვალისწინეთ, ჩაიში თაფლი უნდა ჩაამატოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც სასმელი გაგრილდება.

პირველ რიგში, წყალი აადუღეთ.  1 ჩ/კ დარიჩინს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. როცა სასმელი გაგრილდება, 1 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ.

გახსოვდეთ: მაღალმა ტემპერატურამ თაფლის ფერმენტები რომ არ გაანადგუროს, მხოლოდ თბილ ან ცივ ჩაის დაუმატეთ, მაგრამ არა ცხელს.

თაფლი ტკბილი პროდუქტია, რომლის მიღების დროსაც აუცილებელია ზომიერების გამოჩენა. შაქრისგან განსხვავებით, მოცემული პროდუქტი სუფთა სახის გლუკოზაა, რომელიც მდიდარია B, E, და K ვიტამინებით, კაროტინის და ფოლიუმის მჟავით.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს. გისურვებთ ჯანმრთელობას!