Connect with us

ჯანმრთელობა

დიეტა გამოშრობის ეფექტით. მსხვილი ნაწლავის წმენდა მხოლოდ 1 ღამეში

კიტრის სეზონი კარგი დროა, რომ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. დღეს მსუბუქ და გემრიელ კეფირი-კიტრის ფაფაზე დაფუძნებულ დიეტას გთავაზობთ, რომელიც ნაწლავებს გაწმენდს, თანაც სულ რაღაც 1 ღამეში. ის დაგროვებულ სითხეს გამოდევნის, სხეულს გამოაშრობს და ნივთიერებათა ცვლას დააჩქარებს. მეორე დღეს თავს მხნედ და მსუბუქად იგრძნობთ.

განტვირთვის დღე შაბათ-კვირას მოაწყვეთ, როცა სახლში იქნებით: ფაფას ძლიერი საფაღარათო ეფექტი აქვს, ამიტომ სჯობს სახლიდან არ გახვიდეთ. მენიუში შედის: 2 მოხარშული კვერცხი, 12 საშუალო ზომის კიტრი, 0,5 ლ უცხიმო კეფირი, ახალი მწვანილი გემოვნებით – კამა, მწვანე ხახვი ან ოხრახუში.

კეფირი-კიტრის ფაფა წონაში დასაკლებად

დიეტა დღეში 4 კვებას მოიცავს.

1. დილის 9  საათზე და საღამოს 6 საათზე უკვერცხო ფაფა მოამზადეთ: 3 კიტრი მსხვილ სახეხზე გახეხეთ, 3-4 ს/კ კეფირი და თითოეული სახის მწვანილი დაუმატეთ. შეგიძლიათ წიწაკა მოაყაროთ და წვრილად დაჭრილი ნივრის კბილი დაუმატოთ. მარილის მოყრა არ შეიძლება. საკვები კარგად დაღეჭეთ, რაც უფრო ნელა, მით უკეთესი.

2. შუადღეს და დღის 3 საათზე მოამზადეთ ფაფა ამავე რეცეპტით, ოღონდ ამჯერად კვერცხი დაუმატეთ.

საკვების მიღებებს შორის ბევრი წყლის დალევა არ დაგავიწყდეთ. ყველა სასმელი 1 წვეთი ლიმონის მჟავით ან ვაშლის ძმრით უნდა დაამჟავოთ.

ბოლო საკვების მიღების შემდეგ მწვანე ჩაისა და წყალზე გადადით.

დიეტიდან მეორე დღეს ცხიმის წვის პროცესი გრძელდება. ხორცის, ცხიმოვანი საკვების და ალკოჰოლის მიღება შეზღუდეთ. დღეში 5-ჯერ მცირე პორციებით იკვებეთ.

ასეთი განმტვირთველი დიეტა შეგიძლიათ ყოველ კვირა ჩაიტაროთ. საუკეთესო ეფექტის მისაღწევად, ყოველდღე 1,5 ლ სუფთა წყალი, ხოლო ცხელ დღეებში 2 ლიტრამდე სითხე დალიეთ.

თუ სტატია მოგეწონათ, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Advertisement