Connect with us

თავის მოვლა

დედაჩემი კანის მოსავლელად კონიაკის ნიღაბს იყენებს. 67 წლის ასაკში 30 წლის გოგონასავით გამოიყურება

დედაჩემი 67 წლისაა და მისი კანის ყველას შურს. საიდუმლო სახლში მომზადებულ კონიაკის კრემშია

კონიაკი კაცობრიობის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე კეთილშობილური სასმელია. მდიდარი გემოს გარდა, მას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. როგორც აღმოჩნდა, ეს ნატურალური, მზით გაჯერებული სასმელი ახალგაზრდობის საიდუმლოს მალავს. კონიაკი სახლში მომზადებული ლიფტინგის შესანიშნავი საშუალებაა.

კონიაკი სახის კანს უფრო ელასტიურს ხდის და ჯანსაღ სიკაშკაშეს ანიჭებს. მისი დახმარებით უკვე არსებული ნაოჭები გაქრება, ახლის გაჩენა კი შეფერხდება. დღეს ამ შესანიშნავ სასმელზე დაფუძნებელ ანტიასაკობრივი კრემის რეცეპტს გიზიარებთ.

სახლში მომზადებული სახის კრემი

ინგრედიენტები:

  • 1 კვერცხის გული
  • 100 გრ ნაღები
  • 1 ს/კ თაფლი
  • 1 ჩ/კ ლიმონის წვენი
  • 2 ს/კ კონიაკი

მომზადება:

1.  კვერცხის გული ათქვიფეთ, რიგრიგობით ნაღები, თაფლი, ლიმონის წვენი და კონიაკი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ.

2. ნარევი მინის ქილაში გადაიტანეთ და თავზე მჭიდროდ დაახურეთ. ესეც ასე, კრემი მზადაა!

3. უმჯობესია კრემი მაცივარში შეინახოთ. შენახვის ვადა მაქსიმუმ 7 დღეა.

სუფთა სახეზე ბამბის დისკით მცირე რაოდენობის კრემი წაისვით. 1 საათში ნარჩენები ქაღალდის ხელსახოცით მოიშორეთ. უმჯობესია პროცედურა ღამით ჩაიტაროთ, რომ კანმა კრემი კარგად შეიწოვოს.

სასურველი ეფექტის მისაღწევად, გამაახალგაზრდავებელი კურსი უნდა გაიაროთ. პროცედურა 7-14 დღის განმავლობაში გააგრძელეთ, შემდეგ მცირე შესვენება გააკეთეთ. კურსი ყოველ 3 თვეში გაიმეორეთ.

სახლის კოსმეტიკას სასწაულის მოხდენა შეუძლია.  ამ ჯადოსნური კრემის გამოყენებიდან ერთ კვირაში კანის ცვლილებას შეამჩნევთ. წვრილი ნაოჭები იმწამსვე გაქრება, სახე დაჭიმული და მბზინვარე იქნება. შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავია!

კოსმეტიკური პროცედურა საქმის მხოლოდ ნახევარია. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად, სახის ვარჯიშები უნდა დაუმატოთ. ყველაზე ღრმა ნაოჭები მხოლოდ ასე გაქრება.

თქვენ რომელ ანტიასაკობრივ მეთოდებს იყენებთ? თქვენი გამოცდილება კომენტარებში გაგვიზიარეთ!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.