ჯანმრთელობა
დასახელდა ცხელი შოკოლადის მავნე თვისება
მოდით გავიგოთ რა მავნე ჩვევაზეა საუბარი.
როდესაც ტკბილეულზე საუბრობენ, პირველ რიგში შაქარზე ფიქრობენ და სწორედ მას აქცევენ ყველაზე დიდ ყურადღებას ადამიანები კვების კონტროლისას.
თუმცა ზოგიერთი ტკბილი პროდუქტი, მაგალითად, ცხელი შოკოლადი, შეიძლება მარილის ძალიან მაღალ რაოდენობას შეიცავდეს. დედოფალ მარიას უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა: ჭიქა ცხელ შოკოლადში იმდენივე მარილია რამდენიც ზღვის წყალში.
მეცნიერებმა 28 საკვები პროდუქტის ანალიზი ჩაატარეს, მათ შორის ცხელი შოკოლადის, ბურგერების და ჩიფსების. აღმოჩნდა, რომ ცხელი შოკოლადის ზოგიერთი მარკა მარილის მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა (მათში ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაშვებულ ნორმაზე 16-ჯერ მეტი მარილია). ასეთი ცხელი შოკოლადის 1 პორცია გაცილებით საშიშია ვიდრე ჩიფსების მთლიანი შეკვრა.
შედარებისთვის: ატლანტის ოკეანის 100 მილილიტრ წყალში 1 გრამი მარილია. ასეთივე კონცენტრაცია აქვს ცხელი შოკოლადის მოსამზადებელ ფხვნილს. მარილის შემცველობა ბრენდებს განსხვავებული აქვთ. ზოგიერთი მათგანი შეიძლება 57 გრამით მეტ მარილს შეიცავდეს ვიდრე სხვა ბრენდების ანალოგი პროდუქტი.
ჭარბი მარილის მოხმარება წევს ჰიპერტონიის განვითარებვის რისკს. მარილი ნეგატიურად მოქმედებს გულზე, სისხლძრღვებზე, თირკმელებსა და თავის ტვინზე. ბევრი მარილის გამოყენებამ შეიძლება შეტევები, ინსულტი, დემენცია და თირკმლის დაავადებები გამოიწვიოს.