Connect with us

ჯანმრთელობა

დაიკელით წონა აქტივირებული ნახშირით. 10 დღეში მინუს 5 კგ ცხიმოვანი მასა გარანტირებულია

სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს? ამჯერად არა. გახდომის ახალი ტრენდი ამსხვრევს სტერეოტიპს იმის შესახებ, რომ გახდომა მხოლოდ კვებისა და მძიმე ვარჯიშების საშუალებით შეიძლება. თქვენ მხოლოდ აქტივირებული ნახშირი დაგჭირდებათ.

ამ მეთოდის მიმდევრები, ტკბილ და ფქვილიან ნაწარმზე უარის თქმის გარეშე, ორ კვირაში 3-5 კგ-ს იკლებენ, თუ აბსოლუტურად არაფერს ცვლიან თავიანთ რაციონში. ჩვენი რედაქცია გახდომის ამ მარტივი გზის ერთ-ერთ მეთოდს გთავაზობთ, რომლის გამოყენებითაც შესაშურ შედეგებს მიიღებთ.

ნახშირი გასახდომად

პირველი, რაც ნახშირის დიეტის შესახებ უნდა იცოდეთ: პოპულარული პრეპარატი არ აზავებს ცხიმებს, წვავს მათ. იგი არ მოქმედებს უშუალოდ ცხიმოვან უჯრედებზე, თუმცა, ისეთი პროცესების დაწყებას იწვევს, რომლებიც ამ პროცესზე აგებს პასუხს.

აქტივირებული ნახშირი – აბსორბენტია, რომელსაც ორგანიზმიდან ტოქსინები გამოაქვს. შლაკები, რომლებიც არასწორი კვების შედეგად ჩნდება და ჭარბი წონის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, შეიწოვება პრეპარატის მიერ.

ასეთი ზემოქმედება მნიშვნელოვნად ამცირებს დატვირთვას თირკმლებზე, ხელს უწყობს მავნე ქოლესტერინის გამოდევნასა და მეტაბოლიზმის დაჩქარებას. ამ ყველა ფაქტორის თავმოყრით ვიღებთ კომპლექსურ გასახდომ საშუალებას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი: ნახშირი ორგანიზმიდან ჭარბ სითხესაც გამოდევნის. წონის მკვეთრი ცვლილებები 2-3 კილოგრამით, ჩვეულებრივ, დაკავშირებულია წყლის შეკავებასთან.

აქტივირებული ნახშირის სწორად მიღებით, მარტივად შეძლებთ წონაში კლებას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. გთავაზობთ სამ ყველაზე პოპულარულ გასახდომ სქემას, დაფუძნებულს ნახშირზე.

1. ათი-ათზე

ეს საშუალება მათთვისაა, ვინც ძალიან ჩქარობს გახდომას რამდენიმე სანტიმეტრით. მეთოდის არსი ისაა, რომ ათი დღის მანძილზე ათ-ათი აბი ნახშირი უნდა მიიღოთ, რამდენიმე ულუფად განაწილებული. მიიღეთ აბები ჭამამდე 1 საათით ადრე.

2. ზომიერი გახდომა

სულ ორი აბი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, და ნახევარ თვეში ცხიმების დიდი ნაწილი სამუდამოდ ჩამოგცილდებათ. ორკვირიანი უწყვეტი მიღებით შედეგი უფრო მყარი იქნება, ვიდრე 10დღიანით.

3. 1 აბი 10 კგ-ზე

ამ სქემაში მისაღები აბების რაოდენობა თქვენი წონის მიხედვით უნდა გამოთვალოთ. მაგალითად, თუ 80 კგ-ს იწონით, დღეში 8 აბი ნახშირი უნდა მიიღოთ, ოღონდ ნუ დაიწყებთ სრული დოზით – დაიწყეთ 2-3 აბის მიღებით და თანდათან აიყვანეთ მაქსიმუმამდე. 1 დღისთვის გათვლილი ყველა აბი ერთბაშად მიიღეთ დილით, უზმოზე. ასეთი “დიეტა” მხოლოდ ორი კვირით უნდა დაიცვათ.

რას გვაძლევს აქტივირებული ნახშირი გახდომის გარდა? სუფთა კანს აკნესა და სხვა სახის გამონაყარის გარეშე, ასევე, მოგშორდებათ შავი წერილები და ცხიმოვანი ფენა. ერთი სიტყვით, ხდება ორგანიზმის სრული დეტოქსიკაცია, ამიტომ კანის საფარველის მდგომარეობა შესამჩნევად უმჯობესდება.

ნახშირის დიეტის უკუჩვენებები

და მაინც, ეს სამკურნალო საშუალებაა და მისი უკონტროლოდ მიღება არ შეიძლება. კურსი არ უნდა გაგრძელდეს 2-3 კვირაზე მეტხანს, რამდენადაც ნაწლავების მიკროფლორის დაზიანების შანსი არსებობს. ამის თავიდან ასაცილებლად, გახდომის დროს ჩართეთ რაციონში შვრიის ფაფა, ბოსტნეული, თხილეული და რძის პროდუქტები.

კუჭ-ნაწლავის დაავადებების(წყლული, კოლიტი, გასტრიტი, ქოლეცისტიტი და სხვა) მქონეებს, ფეხმძიმეებსა და 14 წლამდე ბავშვებს ვურჩევთ, გახდომის ამ მეთოდისგან თავი შეიკავონ.

თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, მიიღებთ გასაოცარ შედეგს ჯანმრთელობის ვნების გარეშე.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement