Connect with us

ჰოროსკოპი

„დაე, მსოფლიო გაიხრწნას ჩვენს ფეხქვეშ“. 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ბრილიანტივით ძლიერია

ასტროლოგები ამბობენ, რომ ერთი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს საერთო თვისებები აქვთ, რომელთა უმეტესობა მეტ-ნაკლებად თითოეული ადამიანის ხასიათზე გავლენას ახდენს. სიძლიერის მიხედვით ზოგიერთი ნიშანი სხვაზე უფრო ძლიერია.

აი, 4 ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშანი:

1. მორიელი

მორიელი ძლიერი პიროვნებაა. პროცესების უმეტესი ნაწილი მის შიგნით მიმდინარეობს: საკუთარ შესაძლებლობას სხვებს იშვიათად აჩვენებს და საკუთარ თავზე კონცენტრირებულია. მორიელის მოქმედება აისბერგის მწვერვალს ჰგავს, ყველა გადაწყვეტილება მას წინასწარ კარგად მოფიქრებული აქვს. მხოლოდ ჩანაფიქრის განხორციელება არის საჭირო. მორიელს პირველობა უყვარს, მაგრამ წინდახედულობას არ კარგავს.

მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ჩვეულებრივ ძალიან კრიტიკულები, ამპარტავნები და დიდი მესაკუთრეები არიან. მათთან ცხოვრება და მუშაობა მარტივია. ამასთან გადაწყვეტილების მიღება, საკუთარი ინტერესის დაცვა და მიზნის მიღწევა შეუძლია.

ყველაზე პოპულარული მორიელები: პაბლო პიკასო, მარია ანტუანეტა, ლეონარდო დი კაპრიო, კეტი პერი, რაიან გოსლინგი, ბილ გეითსი.

2. ლომი

ლომის ძალა მმართველობის და შთაბეჭდილების მოხდენის უნარია. ლიდერობას დიდი ნიჭი და სერიოზული ძალა სჭირდება. ლომს ირგვლივ სწორი ადამიანების შეკრება, დამაჯერებელი იდეით მათი გაერთიანება, ამოცანის მკაფიოდ დასახვა და მათი მართვა შეუძლია. დამატებითი დადებითი მხარე, ლომს პასუხისმგებლობის აღების არ ეშინია. ლომი მეტოქეს სიტყვებით ბრძოლაში ადვილად ამარცხებს, ამასთან შეურაცხმყოფელ სიტყვებს არ იყენებს.

ლომის მინუსი იმაში მდგომარეობს, რომ ის სხვების აზრსა და შექებაზეა დამოკიდებული.

ყველაზე პოპულარული საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც ლომის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ: ენდი უორჰოლი, ბარაკ ობამა, მადონა, ლუი ასმსტრონგი, ჟაკლინ კენედი ონასისი, ამელია ერჰატი.

3. ვერძი

ვერძი ყოველთვის ენერგიით დამუხტული და თავგადასავლებისთვის მზადყოფნაშია. სრულად უშიშარია და სასურველი მიზნის მისაღწევად უდიდესი ცხოვრებისეული გამოწვევების გადალახვა შეუძლია. ამ ნიშნის წარმომადგენელს ფინიშთან პირველი მისვლა და ყველგან პირველობა სჭირდება.

ვერძი პროცესით იმდენად ერთობა, რომ ზოგჯერ კონკურსის მნიშვნელობა ავიწყდება და ხშირად იმპულსურად იქცევა. ემოციურ ფონზე ხშირად უცნაურ გადაწყვეტილებებს ღებულობს.

ყველაზე ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, რომლებიც ვერძის ნიშნის ქვეშ დაიბადნენ: რენე დეკარტი, მაია ანჯელოუ, ჰარი ჰუდინი, ჩარლი ჩაპლინი და ლედი გაგა.

4. თხის რქა

თხის რქის მთავარი ძალა მოთმინება და რაციონალური ხედვაა. ამ ნიშნის წარმომადგენელს   ლოდინი, სიტუაციის და საკუთარი შესაძლებლობის ადეკვატურად შეფასება შეუძლია. თუ ცხადია, რომ ახლა შესაფერი დრო არაა, სჯობს გვერდზე გადგეს და შესაფერის დროს დაელოდოს, თხის რქა ასე მოიქცევს და სხვების აზრი არ აინტერესებს.

ბედნიერებას და წარმატებას ის თხის რქა აღწევს, რომელსაც ესმის, რომ მათი კარმა – არა სწრაფი გამარჯვება, არამედ გამარჯვების თანდათობით მიღწევაა. იღბლიანები არ არიან, მაგრამ შრომისმოყვარეობით გამოირჩევიან. ამ ნიშნის წარმომადგენელს მდიდარი შინაგანი რესურსი აქვს, რომელიც მას გაჩერების უფლებას არ აძლევს.

თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებული ყველაზე ცნობილი საზოგადო მოღვაწეები: იესო ქრისტე, იოჰან კეპლერი, მაო ძედუნი, ადრიანო ჩელენტანო, მელ გიბსონი, ენტონი ჰოპკინსი.

თუ სტატია საინტერესო იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement