Connect with us

ჯანმრთელობა

დადექით მუხლებზე და წამოდექით ფეხზე ახალი ძალებით, სრულიად ჯანსაღი. ჩინელების ძლიერმოქმედი დაოსური პრაქტიკა

სავარჯიშო, რომელზეც ახლა ვისაუბრებთ, ჩინური დაოსური მედიცინის ტექნიკებს მიეკუთვნება. მისი ფართოდ გამოყენება დაიწყეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ეს პრაქტიკა დღემდე პოპულარულია.

დღეში სულ 5 წუთის დახარჯვით, ცხოვრებას რამდენიმე წლით გაიხანგრძლივებთ. სურვილის გარდა, ამისთვის მუხლები, ხალიჩა და სავარჯიშოს სისტემატურად შესრულებისთვის მზადყოფნა გჭირდებათ.

ახლა კი უფრო დეტალურად. სავარჯიშოს “მუხლებზე სიარული” ჰქვია. რბილი საბანი ან ხალიჩა დაიცავს თქვენს კანს დაზიანებისგან. ვარჯიშის სისტემატიზება კი აუცილებელია იმიტომ, რომ მხოლოდ ასე მიიღებთ ტექნიკისგან სასურველ შედეგს.

მუხლებზე სიარულის 5 უპირატესობა

1. ჭარბი წონის შემცირება

გახდომის უამრავი საშუალება არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი კი სირბილია. მუხლებზე სიარულისას, ისევე, როგორც სირბილისას, ბარძაყებისა და თეძოების მუსკულატურა ირთვება, რაც გახდომაში გვეხმარება.

2. მხედველობის გაუმჯობესება

თვალების ფუნქციონირებაზე პასუხს აგებენ ბიოლოგიურად აქტიური წერტილები, რომლებიც მუხლის მყესებშია მოთავსებული და მასირების დროს აქტიურდება.

3. წელის გაძლიერება

აღნიშნული სავარჯიშოს შესრულებისას, ხერხემლის წელის მონაკვეთი უკიდურესად ნაზად და აკურატულად მუშავდება.

4. მუხლის სახსრების გაჯანსაღება

ყველაზე თვალსაჩინო: ფეხებს უბრუნდება ახალგაზრდული ცხოველქმედება და პლასტიკურობა, რამდენადაც, სავარჯიშოს დროს, უმჯობესდება სისხლისა და სინოვიალური სითხის მიწოდება სახსრის არეში, რაც მას გამოშრობისგან იცავს.

5. თირკმლებისა და კუჭის ფუნქციონირების ოპტიმიზაცია

მუხლის არეში მდებარეობს კუჭის არხი, ხოლო თირკმლების არხი განლაგებულია წელის მონაკვეთსი. დაოსური პრაქტიკის შესრულებისას, ჩვენ ორივე არხს ვააქტიურებთ.

თუმცა, აღნიშნულ პრაქტიკას თავისი უკუჩვენებებიც აქვს. ნუ შეასრულებთ ამ სავარჯიშოს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

უკუჩვენებები:

  1. დაავადებები, რომლებსაც თან შეიძლება ახლდეს მაღალი ტემპერატურა;
  2. ორგანიზმში ავთვისებიანი სიმსივნის არსებობა;
  3. მუხლის სახსრის ტრავმები, ასევე, ჭრილობებისა და შრამების არსებობა;
  4. ართრიტი, ართროზი, ოსტეოქონდროზი მწვავე სტადიაში;
  5. უცნობი წარმონაქმნები მუხლის არეში.

თუ ეს უკუჩვენებები არ გაქვთ, შეასრულეთ სავარჯიშო ისე, როგორც ვიდეოშია ნაჩვენები.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement