Connect with us

ჯანმრთელობა

გყავთ თუ არა პარაზიტები ორგანიზმში? დაუკვირდით ამ ნიშნებს და დროულად იმოქმედეთ

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი სერიოზული პრბოლემის მოგვარება მარტივად არის შესაძლებელი, თუ ორგანიზმში ბინადარი პარაზიტების განადგურებას და მოშორებას შევძლებთ. ცხოვრების თანამედროვე სტილიდან გამომდინარე, მსოფლიო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მოცემული პრობლემისგან იტანჯება.

პარაზიტები – ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც ბინადრობენ სხვა სხეულში და არსებობენ ჩვენი საკვები ნივთიერებების ხარჯზე. ისინი წარმოადგენენ დიდ საფრთხეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან იყენებენ იმ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის. გარდა ამისა, პარაზიტები გამოყოფენ სხვადასხვა მავნე ნივთიერებებს და წამლავენ ჩვენს სხეულს.

დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ იმ საგანგაშო სიგნალებისა და სიმპტომების შესახებ, რომლებიც ორგანიზმში პარაზიტების ბინადრობაზე მიგვითითებს. კარგად დააკვირდით ამ ნიშნებს და მათი არსებობის შემთხვევაში, დროულად დაიწყეთ პარაზიტების წინააღმდეგ ბრძოლა, რათა თავიდან აირიდოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არაერთი სერიოზული პრობლემა.

ერთ-ერთი ასეთი სიმპტომი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში უცხო სხეულების ბინადრობაზე მიგვანიშნებს, შიმშილის მუდმივი შეგრძნებაა. არსებობს პარაზიტების ისეთი სახეობაც, რომელიც ერითროციტებით იკვებება, იწვევს ანემიას და შედეგად მუდმივ, ქრონიკულ დაღლილობას განვიცდით.

ორგანიზმში უცხო სხეულების ბინადრობის ყველაზე გავრცელებული ნიშნებია:

Advertisement

1. ძილის რეჟიმის დარღვევა.

2. კანთან დაკავშირებული პრობლემები (წყლულები, გამონაყარი, ზედმეტი სიმშრალე, ეგზემა და ა.შ.)

3. ქრონიკული დაღლილობა, აპათია, დეპრესია.

4. გაღიზინაებული ნაწლავის სინდრომი.

5. კუნთების ხშირი სპაზმები, ტკივილი ჭიპის მიდამოებში, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ფეხებისა და ხელების ხშირი დაბუჟება.

Advertisement

6. მუცლის ხშირი ტკივილი, რაც განპირობებულია მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანებით

7. რეპროდუქციული პრობლემები, საშარდე გზების ინფექციები, სითხის შეკავება, მენსტრუაციული ციკლის დარღვევა და ა.შ.

8. ანემია, რომელიც ორგანიზმში რკინის დეფიციტითაა გამოწვეული, ორგანიზმში პარაზიტების ბინადრობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანია.

9. შიმშილის გაუკონტროლებელი შეგრძნება.

10. მშფოთვარება, ხასიათის ხშირი ცვლილება, ნერვოზულობა და მეხსიერების დაქვეითება.

Advertisement

როგორც თავად ხედავთ, პარაზიტებს უამრავი დისკომფორტის მოტანა შეუძლიათ. თუ ჩამოთვლილი სიმპტომები და ნიშნები თქვენთვის უცხო არ არის, მიზანშეწონილია ექიმთან კონსულტაციის გავლა და დროულად შესაბამისი ზომების მიღება.

როგორ ვებრძოლოთ პრობლემას? 

თუ თქვენ პარაზიტებით ინვაზია გაწუხებთ, პირველ რიგში, უნდა შეზღუდოთ შაქრისა და თეთრი ფქვილის მიღება. ერთ-ერთი საუკეთესო გზა ორგანიზმში ბინადარი უცხო სხეულების გასანადგურებლად უჯრედისით მდიდარი პროდუქტების ხშირი მიღებაა. ამ ნივთიერებას დამღუპველი გავლენა აქვს პარაზიტებზე.

მაქსიმალურად ხშირად მიირთვით მოცვი, ქოქოსის ზეთი, მაყვალი, გოგრის თესლი, ალოეს წვენი, ჯანჯაფილის ფესვი, ანანასი, კომბოსტო და ბროწეული.

თუ თქვენ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, ხანმოკლე დროში საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას შენიშნავთ. აუცილებლად იხელმძღვანელეთ ამ ინფორმაციით და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს, რათა მათაც შეძლონ თავის დაცვა პარაზიტებისგან. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!

Advertisement
Advertisement