Connect with us

თავის მოვლა

გლიცერინი + E ვიტამინი = ჯადოსნური საშუალება კანისთვის

მარტივი და იაფი კოსმეტიკური საშუალება შეგიძლიათ სახლის პირობებში თავად მოამზადოთ. ამისთვის E ვიტამინი და გლიცერინი დაგჭირდებათ. მითითებული პროდუქტების შეძენას ნებისმიერ აფთიაქში შეძლებთ, შედეგი კი თქვენს მოლოდინს გადააჭარბებს.

გლიცერინი და E ვიტამინი ეფექტური კომბინაციაა, რომელიც სახის და სხეულის კანზე წარმოუდგენლად დადებით გავლენას ახდენს. აი, რამდენიმე პრაქტიკული რჩევა, თუ როგორ გამოიყენოთ ინგრედიენტები თქვენი სილამაზის და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. საინტერესოა, რომ სახის კანის მოსავლელად გლიცერინის და E ვიტამინის ყოველდღე გამოყენება აკრძალული არაა.

გლიცერინი + E ვიტამინი თქვენი კანის სილამაზისთვის

ტოკოფეროლი (ან უფრო ცნობილი სიტყვა E ვიტამინი) ანტიოქსიდანტ ვიტამინებს შორის ჩემპიონია. მითითებული ნივთიერება კანს მიმზიდველ გარეგნობას ანიჭებს და გარდაუვალ ასაკობრივი დინამიკას აფერხებს.

როგორ მოქმედებს ტოკოფეროლი: უჯრედების დაჟანგვის პროცესებს აფერხებს, კვებას სტიმულირებს, ულტრაიისფერი სხივების მავნე გავლენისგან იცავს.

E ვიტამინს თავის მოვლის კოსმეტიკურ პროდუქტებში მთავარ ინგრედიენტად ხშირად იყენებენ.

E ვიტამინის მოქმედება კანზე:

  • ქსოვილების აღდგენას აჩქარებს
  • დაბერების პროცესს აფერხებს
  • ესტროგენის წარმოებას ხელს უწყობს
  • წყალი-ლიპიდების ჯანსაღ ბალანს მხარს უჭერს
  • შეშუპებას აქრობს
  • გამონაყარს კურნავს
  • ჭორფლს, პიგმენტურ წარმონაქმნებს, სტრიებს და წვრილ ნაწიბურებს აქრობს
  • A ვიტამინის ათვისებას ხელს უწყობს.

E ვიტამინი შეგიძლიათ როგორც შიგნით მიიღოთ, ასევე გარეგნულად გამოიყენოთ. კაფსულის ფორმით გამოდით და მის შეძენას ნებისმიერ აფთიაქში შეძლებთ.

გლიცერინი + E ვიტამინი = სწორედ ამ კომბინაციის კანზე შეზელვა ძალიან სასარგებლოა.

როგორ მოვამზადოთ კოსმეტიკური საშუალება:

ორივე ინგრედიენტი თანაბარი პროპორციით აურიეთ და ძილის წინ წრიული მოძრაობით კანზე შეიზილეთ. პროცედურის შემდეგ იმწამსვე დაწოლა რეკომენდებული არაა. საშუალებას კანში შეღწევა აცადეთ. დაე, კანმა მისთვის აუცილებელი მკვებავი ნივთიერებების კომპლექსი მიიღოს.

შედეგი: წვრილი ნაოჭების გაქრობა, უფრო ნათელი და ბზინვარე კანის ფერი. თუ აქერცლილი კანი გაწუხებთ, ეს საშუალება პრობლემას სწრაფად მოგაშორებთ.

გლიცერინი კანისთვის: მისი სარგებელი და გამოყენების სპეციფიკა

გლიცერინი უნიკალური თვისებით გამოირჩევა – მას ტენის შეკავება შეუძლია. მის შეძენას ასევე აფთიაქში შეძლებთ. გლიცერინი კრემების და სხვა კოსმეტიკური საშუალებების შემადგენლობაში შედის. ის კანის ზედაპირზე ერთგვარ დამატენიანებელ დამცავს ქმნის. არ ინერვიულოთ, თუ კანი ცოტა ხანი წებოვნებას შეინარჩუნებს. 15-20 წუთში ეს გრძნობა გაქრება.

თუ პრობლემური კანი გაქვთ, გლიცერინი გაუზავებელ ფორმაში, ლოსიონის სახით გამოიყენეთ. სისტემატური გამოყენების შემთხვევაში უჯრედების აღდგენა სტიმულირდება და სხვადასხვა სახის ანთება გაქრება. ამასთან, კანი დატენიანებული იქნება.

გლიცერინის ნიღაბი ნებისმიერი ტიპის კანზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. კლასიკურ შემადგენლობას გთავაზობთ: გლიცერინი და თაფლი თანაბარი პროპორციით აიღეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. საკმაოდ თხევადი მასა გამოგივათ. ცოტა რომ გაასქელოთ, შეგიძლიათ შვრიის ფქვილი დაუმატოთ.

  • სიმშრალისკენ მიდრეკილი კანისთვის 3-5 წვეთი არომატული ზეთის დამატება მიზანშეწონილი იქნება.
  • ცხიმიანი კანისთვის გლიცერინის, შვრიის ფქვილის და კიტრის წვენის ნიღაბი გამოიყენეთ.
  • მგრძნობიარე კანისთვის შემდეგი ნარევი გამოიყენეთ: გლიცერინი + კვერცხის გული + მწიკვი ციტრუსის ზეთი.
  • გლიცერინი ხელის კანზე დადებით გავლენას ახდენს. ის შეგიძლიათ ნატურალური სახით გამოიყენოთ, ან ნებისმიერ ხელის კრემს დაუმატოთ.
Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.