Connect with us

კულინარია

გლინტვეინი ხველების, ანგინის და გრიპის მტერია! მას ყოველთვის ვსვამ, როცა

გლინტვეინი ხველების, ანგინის და გრიპის მტერია! მას ყოველთვის ვსვამ, როცა

შემოდგომამ შეიძლება დეპრესიაში ჩაგვაგდოს. არა იმიტომ, რომ მოწყენილები ვართ, უბრალოდ ძალიან ცივა! ზამთარში კიდევ უფრო უარესია – სიცივე, თოვლი, სიბინძურე. და გაციება ყოველ ფეხის ნაბიჯზე. იქ, სადაც წინდები და მოსახურებლები ვერაფერს ხდება, გლიუვაინი (გლინტვეინი) დაგეხმარებათ, რომელიც ტრადიციული გერმანული სასმელია.

გლიუვაინის ისტორია ძველ რომში იწყება. სასმელში სანელებლის სწორი კომბინაციის წყალობით, ეთერზეთმა დიდი სარგებლი მოგვიტანა. სამზარეულოში სასმელი შეცვლილი სახელით „გლინტვეინი“ მოხვდა. გირჩევთ არომატული სამკურნალო საშუალება ჩვენი რეცეპტით მოამზადოთ. გაფრთხილებთ – მასში არის საიდუმლო. ერთ ეშმაკობა სასმელს ჯადოსნურ გემოს სძენს.

გლინტვეინის სახლის პირობებში მომზადების ათასობით მეთოდი არსებობს. კლასიკურ ვარიანტში მშრალ ან ნახევრადმშრალ ღვინოს იყენებენ, რომელშიც მაქსიმუმ 7% ალკოჰოლია. მასში ხარშავენ დარიჩინს, მიხაკს, ლიმონის ქერქს, ბადიანს და კოჭას, ატკობებენ თაფლით. სასმელის დანარჩენი ინგრედიენტები – სხვადასხვა კომპონენტების შერევის ექსპერიმენტს წარმოადგენს.

როგორ მოვხარშოთ გლინტვეინი

სცადეთ რუმინული საახალწლო გლინტვეინი რეცეპტის მიხედვით. მას ჩემი ბებია ყოველთვის მიმზადებდა. საუკეთესო სასმელი, რომლის მსგავსიც არასდროს გამისინჯავს. ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციას მიჰყევით და გაიგეთ, თუ როგორ დაამზადოთ ჩვეულებრივი გლინტვეინისგან სადღესასწაულო.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 1 ლ წითელი ღვინო (მშრალი ან ნახევარ მშრალი)
  • 250 მლ წყალი
  • 2 ჩხირი დარიჩინი
  • 15 გრ ახალი კოჭა
  • 7 წიწაკის მარცვალი
  • 3 შავი წიწაკის მარცვალი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 5 მიხაკის თანაყვავილედი
  • 2 ბადიანის თანაყვავილედი
  • 3 კარდამონის კოკორი
  • როზმარინის ღერო
  • 1 ფორთოხალი
  • 1 ლიმონი
  • 1 მუჭა გამოშრალი ვაშლი;
  • 2 ს/კ ყავისფერი შაქარი ან თაფლი;

ინგრედიენტების ჩამონათვალი შთამბეჭდავია, მაგრამ სასმელი ამად ღირს. თითოეული სანელებლის არომატი ცხელ და გაგრილებულ სასმელში სხვადასხვანაირად იხსნება. ერთი საქმეა, როცა ცხელ ღვინოს დარიჩინთან ერთად სვამთ და მეორე როცა სრულად განსხვავებული პიკანტური გემოთი სიამოვნებას იღებთ.

მომზადება:

1.პირველ რიგში, სანელებლების ნარევი მოამზადეთ. ვაშლი კარგად გარეცხეთ. მას და ყველა სანელებელს, როზმარინის გარდა, ცივი წყალი დაასხით. ვაშლი სწორედ მშრალი გვჭირდება, ის სანელებლების არომატს იწოვს და ნელ-ნელ ღვინოს აძლევს. ნარევს გარეცხილი ფორთოხლის ცედრა დაუმატეთ. კოჭა ნაჭრებად დაჭერით.

2.სანელებლები წყალთან ერთად დაბალ ცეცხლზე დადგით და თავსახური დაახურეთ. ეს მნიშვნელოვანია! ადუღებამდე მიიყვანეთ, ზუსტად 2 წუთით ადუღეთ და ცეცხლიდან გადმოდგით. 1 საათით დააყენეთ.

3.ქვაბიდან დაფნის ფოთოლი ამოიღეთ, მან მისი საქმე უკვე გააკეთა. კიდევ უფრო დიდხანს თუ მოხარშავთ, სასმელი მწარე და ზედმეტად დაფნის გემოთი იქნება.

4.ახლა ყველაზე საინტერესო, სანელებლებს ნახევარი ნაწილი ცივი ღვინო დაუმატეთ. სწორედ ცივი, რაც უფრო დიდხანს გაცხელდება სანელებლებთან ერთად, მით უფრო კარგად შეიწოვს არომატს. ნელ-ნელა გააცხალეთ 70 გრადუსამდე, თავსახური არ დაახუროთ. უფრო მაღალი ტემპერატურა საჭირო არაა. წინააღმდეგ შემთხვევაში მომწარო გემო ექნება.

თუ თერმომეტრი არ გაქვთ, ტემპერატურა ნეკა თითით შეამოწმეთ. ნარევში 5 წამით მისი ჩადება უნდა გაძლოთ. თუ უფრო დიდხანს ძლებთ – კიდევ გააცხელეთ, თითქმის ყოველ წუთს შეამოწმეთ, რომ ღვინომ დუღილი არ დაიწყოს.

5.სასმელი გაზიდან გადმოდგით, თავსახური დაახურეთ და 15 წუთით დააყენეთ. დანარჩენი ღვინოს ნაწილი, ნახევარი ლიმონის წვენი, რამდენიმე ფორთოხლის ნაჭერი, როზმარინის ღერო და ყავისფერი შაქარი ან თაფლი დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ და კვლავ 70 გრადუსამდე, თავსახურის ქვეშ გააცხელეთ.

6.გლინტვეინი ჭიქებში სწრაფად გადაანაწილეთ და გემოთი სიამოვნება მიიღეთ! უმჯობესია ქსოვილის სალფეთქით ან საცერით თუ გადაასხამთ. სასმელში დარიჩინის ჩხირები, ფორთოხლის ნაჭერი და მთელი სანელებელი ჩადეთ.

რედაქციის რჩევა

თუ ალკოჰოლის მომხმარებელი არ ხართ, ღვინოს ნაცვლად შეგიძლიათ ყურძნის, ბროწეულის ან მოცხარის წვენი გამოიყენეთ. რეცეპტის თეთრი ღვინოთი მომზადება სცადეთ, ესეც ძალიან გემრიელია! თუ ახალი სანელებლების მოძებნა გიჭირთ, შეგიძლიათ ხმელი სანელებლებით ჩანააცვლოთ! და მომზადების შემდეგ აუცილებლად რამდენიმე წუთით მოიცადეთ, რომ მათ ძირამდე ჩააღწიონ.

როგორც ხედავთ, არომატული სასმელის მომზადება რთული არაა. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგივათ, მოსახურებლის ქვეშ ნუ იყინებით, არამედ გლინტვეინი მოამზადეთ!

ახლა უკვე იცით, თუ როგორ მოამზადოთ გლინტვეინი სახლის პირობებში, რესტორანზე უკეთ! ამის შესახებ მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.