Connect with us

ჯანმრთელობა

გერმანული ხალხური მედიცინა. უძველესი რეცეპტი, რომელიც არტერიებს მტვერსასრუტივით წმენდს

ასაკი და არასწორი კვება თავის საქმეს აკეთებს. დროთა განმავლობაში სისხლძარღვები ცვთება, ხდება ნაკლებად ელასტიური, შიდა კედლებზე გროვდება ქოლესტერინი, მათი გამავლობა მცირდება.

უარესდება ყველა ორგანოსა და სისტემის სისხლით უზრუნველყოფა, განსაკუთრებით ზიანდება ტვინი, იმატებს წნევა. შედეგად ჩნდება ინსულტი, ინფარქტი და ქრონიკული დაავადებები.

სისხლძარღვების გასაწმენდად არსებობს უამრავი მედიკამენტური საშუალება, თუმცა მათ გვერდითი მოვლენები აქვთ და უარყოფითად აისახება ღვიძლისა და თირკმლების ჯანმრთელობაზე.

სწორედ ამიტომ, საუკეთესო გამოსავალია ხალხური საშუალების გამოყენება. დღეს ჩვენ გთავაზობთ გერმანულ ხალხურ მეთოდს სისხლძარღვების ქოლესტერინისა და კალციუმის ნადებისგან გასაწმენდად.

ამ წამლის შემადგენლობა მთლიანად ნატურალურია და კოლოსალური სარგებელი მოაქვს არამხოლოდ სისხლძარღვების, არამედ მთელი ორგანიზმისთვის.

ინგრედიენტები

  • 4 ლიმონი
  • ჯანჯაფილის პატარა ნაჭერი
  • 2 ლ წყალი
  • 4-5 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ. თაფლი

მომზადება

1. კარგად გარეცხეთ ლიმონი დაასხით მდუღარე, რათა ცვილის ნადები მოაშოროთ.

2. დაჭერით თხელ რგოლებად ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში კანიანად.

3. ჯანჯაფილი და ნიორი გაწმინდეთ, დააქუცმაცეთ ბლენდერში ან გაატარეთ ხორცსაკეპში.

4. მოათავსეთ ლიმონი ერთ სამლიტრიან ან სამ ერთლიტრიან ქილაში.

5. აადუღეთ 2 ლ წყალი და გააგრილეთ 60 გრადუსამდე. დაუმატეთ წყალს ნიორი, ჯანჯაფილი და თაფლი. კარგად მოურიეთ და დაასხით ლიმონს ქილებში.

6. გააჩერეთ 2 საათით და ნაყენი მზად იქნება.

მიირთვით სამკურნალო საშუალება ყოველდღე, დილას და საღამოს, 100 მლ ოდენობით. მკურნალობის კურსი სამკვირიანია. შეისვენეთ 1 კვირით და გაიმეორეთ კურსი კიდევ ოთხი კვირის განმავლობაში, ოღონდ საშუალება ამჯერად მხოლოდ დილით ან საღამოს მიიღეთ.

შედეგს 10-14 დღეში შეამჩნევთ. შეინახეთ ნაყენი მაცივარში, მოხმარებამდე გაათბეთ ორთქლზე.

Advertisement