Connect with us

კულინარია

გემრიელი და ჯანსაღი საუზმე, რომელიც მზადდება იქამდე, სანამ კბილებს იხეხავთ. 10 ჩასანიშნი რეცეპტი

დიეტოლოგები ერთხმად გვირჩევენ, არ გამოვტოვოთ საუზმე. თუმცა, ხშირად, დილაობით დრო თითქმის არ გვრჩება საუზმის მოსამზადებლად.

სწორედ ამიტომ, დღეს გასწავლით, როგორ მოამზადოთ გემრიელი და, რაც მთავარია, სასარგებლო საუზმე რამდენიმე წუთში. აიღეთ მოზრდილი ფინჯანი და შეუდექით მზადებას.

სწრაფი საუზმე მიკროტალღურ ღუმელში

ომლეტი სკრემბლი ფინჯანში

წაუსვით ფინჯანის შიდა მხარეს ზეითუნის ზეთი, ჩატეხეთ 2 კვერცხი, დაუმატეთ 2 ს.კ. რძე, თითო მწიკვი პილპილი და მარილი, ათქვიფეთ ჩანგლით. შედგით ღუმელში 45 წამით, გამოიღეთ, მოურიეთ და ისევ შედგით 30 წამით. ცხელ კერძს მოაყარეთ დახეხილი ყველი.

კიში ბოსტნეულით

წაუსვით ფინჯანს ზეითუნის ზეთი, ჩაატეხეთ 1 კვერცხი, დაუმატეთ 2 ს.კ. რძე და თითო მწიკვი პილპილი და მარილი. ათქვიფეთ. დაუმატეთ კუბებად დაჭრილი 1 ნაჭერი პური, ოთხად დაჭრილი 2 პომიდორი ჩერი, 2 ს.კ. გაყინული ისპანახი. არ მოურიოთ, შედგით თუმელში 1 წუთით, სრულ სიმძლავრეზე.

ფრანგული ტოსტები ფინჯანში

დაადნეთ ფინჯანში 20 გ კარაქი, 2 ნაჭერი პური დაჭერით კუბებად, ჩაყარეთ ფინჯანში, დაატეხეთ 1 კერცხი. დაასხით 3 ს.კ. რძე, დაუმატეთ მწიკვი დარიჩინი, ვანილისა და ჩვეულებრივი შაქარი გემოვნებით. მოურიეთ და შედგით ღუმელში 1-1.5 წუთით.

შოკოლადის კექსი ფინჯანში

წაუსვით ფინჯანს ზეთი, მოათავსეთ მასში 4 ს.კ. ფქვილი, მწიკვი მარილი, 4 ს.კ. შაქარი, 1.5 ს.კ. კაკაოს ფხვნილი. დაუმატეთ 1 კვერცხი, 3 ს.კ. რძე და 2 ს.კ. კარაქი. კარგად მოურიეთ და შედგით ღუმელში 2.5-3 წუთით.

ბანანის კექსი ფინჯანში

დაადნეთ ფინჯანში 1 ს.კ. კარაქი. დაჭერით ბანანი თხლად, მოათავსეთ ფინჯანში და დაჭყლიტეთ ჩანგლით. დაუმატეთ 1 კვერცხი და 1 ს.კ. რძე, მოურიეთ. დაუმატეთ 3 ს.კ. ფქვილი, მწიკვი მარილი და 2 ს.კ. შაქარი. მოურიეთ კიდევ ერთხელ. შედგით ღუმელში 1 წუთით, საშუალო სიმძლავრით, შემდეგ მოუმატეთ სიმძლავრეს და აცხვეთ კიდევ 10 წამით.

ლიმონისა და ქოქოსის კექსი ფინჯანში

დაზეთილ ფინჯანში შეურიეტ 4 ს.კ. ფქვილი, მწიკვი მარილი. 2 ს.კ. შაქარი, 4 ს.კ. რძე ან უცხიმო ნაღები, 1ს.კ. ქოქოსის ფანტელი და 1 ს.კ. ლიმონის ცედრა. ამზადეთ 1.5-2.5 წუთით მაღალ სიმძლავრეზე.

გამომცხვარი შვრია ვაშლით

შეურიეთ ფინჯანში 3 ს.კ. შვრიის ფანტელი 1 კვერცხს, 1 ს.კ. რძეს, 1 ჩ.კ. სელის თესლს, მწიკვ დარიჩინსა და მარილს. დაუმატეთ კუბებად დაჭრილი ვაშლი და თაფლი გემოვნებით. მოამზადეთ 2-3 წუთით, სრულ სიმძლავრეზე.

კენკრის მაფინი ფინჯანში

კარაქწასმულ ფინჯანში შეურიეთ 3 ს.კ. ფქვილი, 1 მწიკვი სოდა, 1 კვერცხი, 3 ს.კ. რძე, 3 ს.კ. ჩვეულებრივი და 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი. დაუმატეთ 1 მუჭა კენკრა. ამზადეთ 2-3 წუთით.

შვრია მიწისთხილის კარაქით

შეურიეთ ფინჯანში 3 ს.კ. შვრიის ფანტელი 5 ს.კ. თაფლს ან რძეს და 2 ს.კ. არაქისის კარაქს. მოამზადეთ 3 ეტაპად, თითოეული ერთწუთიანი, საშუალო სიმძლავრეზე. მიირთვით საყვარელ ჯემთან ან მურაბასთან ერთად.

ომლეტი მწვანილით

ათქვიფეთ ფინჯანში 2 კვერცხი 2 ს.კ. რძესთან ერთად. დაუმატეთ თითო მუჭა მწვანე ხახვი და ოხრახუში, მარილი, პილპილი და კარგად მოურიეთ. შედგით სრულ სიმძლავრეზე 1 წუთით, შემდეგ კიდევ 1 წუთით – საშუალო სიმძლავრეზე.

შეგახსენებთ, რომ მიკროტალღური ღუმელისთვის ნებისმიერი ჭურჭელი არ გამოდგება: არ გამოიყენოთ რკინის ან ოქროსფერი ემალის ჭურჭელი.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement