Connect with us

ყვავილები

გასათხოვარმა გოგომ სახლში კაქტუსი არ უნდა გააჩეროს. კიდევ ვისთვის არ შეიძლება კაქტუსის ქონა

ოთახის კაქტუსი ისეთი მარტივი მცენარე არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მას ბევრი ცრურწმენა და ნიშანი უკავშირდება. ამბობენ, რომ ამ მცენარეს ორმაგი ენერგეტიკა აქვს. ეკლები ნეგატიურ ენერგიას ატარებს, ხოლო მის შიგნით სითხე – პოზიტიურს. რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი ბინის ატმოსფეროზე და სად არ უნდა დადოთ ოთახის კაქტუსი არავითარ შემთხვევაში? ამ კითხვებზე Alltime.ge–ს რედაქცია დღევანდელი სტატიიდან გიპასუხებთ.

ოთახის კაქტუსი

ითვლება, რომ რაც მეტი ეკალი აქვს კაქტუსს, მით უფრო აგრესიულ ენერგეტიკას ატარებს. მშვიდ და ორჭოფ ადამიანებზე ყველაზე ცუდ გავლენას ახდენს. თუ ინტროვერტი და სოციუმისგან დაშორებული ადამიანი ხართ, სახლში კაქტუსი არ იქონიოთ.

ამავდროულად, ბუნებით თავდაჯერებულ ადამიანებს ეხმარება. სხვა სიტყვებით, კაქტუსის ორმაგი ენერგეტიკა როგორც დადებით, ასევე უარყოფით თვისებებს (იმის მიხედვით, რომელი თვისება ჭარბობს ადამიანში) აორმაგებს.

ოთახის კაქტუსს დადებითი თვისებები აქვს. პირველ რიგში, ერთგვარი დამცავი ფარია, რომელიც ცუდი ენერგიისგან გიცავთ. ტყუილად არ ამბობენ, რომ ვერც ერთი ქურდი ვერ შევა სახლში, სადაც კაქტუსი იზრდება.

მეორეც, სახლში არსებულ ან წარმოქმნილ მთელ ნეგატივს შთანთქავს. მაგალითად, თუ ბინაში ხშირად კამათობენ, მცენარე მთელ აგრესიას და წყენას თავად წაიღებს. გარდა ამისა, კაქტუსი ყურადღების კონცენტრაციას და გონებრივ აქტივობას ზრდის. სწორედ ამიტომ, სამუშაო მაგიდასთან და ოფისებში ხშირად ათავსებენ.

სად შეიძლება ოთახის კაქტუსის დადება

კაქტუსის არ შეგეშინდეთ. სახლში მისი ქონა უსაფრთხო და სასარგებლოა. მთავარია, სწორი (სასურველია, ახალი) მცენარე და ადგილმდებარეობა შეარჩიოთ. მაგალითად, თუ ოთახის კაქტუსი არასდროს გიყიდიათ, მწვანე მეგობარი პატარა ეკლებით შეიძინეთ.

მისთვის საუკეთესო ადგილია: სამზარეულო, ფანჯრის რაფა, სამუშაო ადგილი ან კომპიუტერის მაგიდა, ასევე შემოსასვლელი. თუ მცენარეს შემოსასვლელ კართან დადებთ, დარწმუნდით, რომ სინათლესთან წვდომა აქვს.

სპეციალისტები საძინებელ, საბავშვო და მისაღებ ოთახში კაქტუსის გატანას არ გირჩევენ. თავისი დადებითი თვისების მიუხედავად, ამ ოთახებში ადამიანზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს. მაგალითად, მცენარე, რომელიც ლოგინის გვერდით დევს, ძილს არღვევს და თავის ტკივილს იწვევს.

საბავშვო ოთახში ბავშვმა შეიძლება მცენარის ბასრი ეკლებით კანი გაიჭრას. გარდა ამისა, ისინი მის მნიშვნელობას სათანადოდ ვერ აფასებენ. კაქტუსმა ბავშვში შეიძლება აგრესია და სხვა ნეგატიური თვისებები განავითაროს. დასასვენებელ ზონაში ადამიანს მოდუნებაში ხელს უშლის.

კაქტუსთან დაკავშირებული ცრურწმენები

ითვლება, რომ კაქტუსი თავის მფლობელს იმქვეყნიური ძალების და ბოროტი სულებისგან იცავს. თუმცა ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს თავისი მცენარის ძალის გულწრფელად სჯერა და მასზე სათანადოდ ზრუნავს. კაქტუსს სიყვარული და ზრუნვა სჭირდება.

ზოგჯერ ისე ხდება, რომ მცენარე თავის მფლობელს არ იღებს. ამის განსაზღვრა მარტივია: თუ მცენარის გვერდით ყოფნისას განწყობა გიუარესდებათ, გამოდის, უნდა მოიშოროთ. თუ ფენშუის ჩინურ სწავლებას ითვალისწინებთ, სახლში კაქტუსი საერთოდ არ უნდა იქონიოთ.

სხვათა შორის, ზოგიერთი ადამიანი კაქტუსისგან ავგაროზს აკეთებს. საკმარისია, რამდენიმე ეკალი შეაგროვოთ და პატარა მინის ქილაში მოათავსოთ, რომლისგანაც გულსაბნევის გაკეთებას შეძლებთ. ეკლებს სახლის მახლობლად მიწაშიც მარხავენ, რომ მან საცხოვრებელი ნებისმიერი ნეგატივისგან დაიცვას.

ნიშნები

ხალხში ამბობენ, რომ გასათხოვარმა გოგომ სახლში კაქტუსი არ უნდა გააჩეროს. მცენარის ეკლები მეორე ნახევრის პოვნაში ხელს უშლის. უფრო მეტიც, ითვლება, რომ კაცები კაქტუსთან ერთად ვერ ცხოვრობენ.

თუ თქვენი კაქტუსი აყვავილდა, ეს კარგი ნიშანია. გამოდის, რომ ძალიან მალე ბედი გაგიღიმებთ. ასევე ნიშანს გაძლევთ, რომ სასურველი ქორწილი ან ნანატრი ორსულობა ახლოვდება. თუ კაქტუსი ერთ–ერთ თქვენს ოთახში უკვე დიდი ხანია ცხოვრობს და არც ერთხელ არ აყვავილებულა, გამოდის სახლი ნეგატიური ენერგიით სავსეა.

კაქტუსი შეგიძლიათ საჩუქრად მიიღოთ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აყვავებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში კამათს და უსიამოვნებას მოასწავებს. თუ სამუშაო მაგიდაზე კაქტუსის დადება გსურთ, გარკვეული დეტალები უნდა გაითვალისწინოთ.

მცენარე თქვენგან მარჯვნივ დადეთ, ასე შთაგონებას და ენერგიას მოიპოვებთ. თუ მარცხნივ დადებთ, თავს ცუდად იგრძნობთ და ნეგატივს მოიზიდავთ. მცენარე, რომელიც მაგიდის შუაში დევს, ყურადღებას გაგიფანტავთ და აზრობრივ პროცესს ხელს შეუშლის.

აი, დღევანდელი მთელი სიბრძნე. ვიმედოვნებთ, რომ სტატია სასარგებლო იყო და ახლა ზუსტად გადაწყვეტთ, ღირს თუ არა სახლში კაქტუსის ქონა.