Connect with us

ჯანმრთელობა

გამოსცადეთ ყველაზე მძლავრი ბუნებრივი ანტიბიოტიკის ძალა! იისფერი მცენარე 7 სამკურნალო თვისებას ფლობს

იისფერი, იგივე წითელი ხახვი – უამრავი დიასახლისის საყვარელი პროდუქტია. სწორედ ეს ბოსტნეული ანიჭებს ჩვეულებრივ კერძს სადღესასწაულო იერს. თავისი თეთრი ნათესავისგან იგი არამხოლოდ გარეგნობით, არამედ მოტკბო გემოთიც განსხვავდება.

გაჯერებული წითელი ელფერი ბოსტნეულს თავისივე შემადგენლობაში არსებული ანტოციანებისა და ანტიოქსიდანტებისგან აქვს. სწორედ ეს ნივთიერებები ორჯერ ნაკლები რაოდენობით გვხვდება თეთრ ხახვში. დღეს ჩვენ გასწავლით ამ პროდუქტის სწორად მოხმარებას სხვადასხვა დაავადებასთან საბრძოლველად.

იისფერი ხახვი

1. ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების პროფილაქტიკა

კვერცეტინი, რომელსაც წითელი ხახვი შეიცავს, გამოირჩევა კიბოსსაწინააღმდეგო მოქმედებით და ორგანიზმზე რადიოპროტექტორულ გავლენას ახდენს. ამიტომ, ხახვის ეს სახეობა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

ერთადერთი ნიუანსი: მსგავსი ეფექტის მისაღებად საჭიროა ამ მკვეთრი ბოსტნეულის მოხმარება რეგულარულად. მხოლოდ ასე შეძლებს კვერცეტინი ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით დაგროვებას.

2. დიაბეტის საწინააღმდეგო წამალი

ყველასათვის არაა ცნობილი, რომ უმი ხახვი, განსაკუთრებით კი იისფერი, ხელს უწყობს ინსულინის აქტიურ გამომუშავებას. ენდოკრინოლოგები ამ ბოსტნეულის მოხმარებას ურჩევენ იმ პაციენტებს, რომლებსაც სისხლში შაქრის მაღალი დონე აქვთ. საჭიროა დღეში 1 თავი ხახვის მოხმარება.

3. ყაბზობის პროფილაქტიკა

იისფერი ხახვი გვეხმარება საჭმლის მონელების ყველა პროცესის დარეგულირებაში. თავისი ბოჭკოვანი სტრუქტურის წყალობით, ამ ბოსტნეულს შეუძლია ყაბზობის ნაზად მოცილება და ნაწლავების გაწმენდა.

4. საშუალება ანგინის წინააღმდეგ

იისფერი ხახვი – ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. ყელის ინფექციებისა და ანთების მოსაშორებლად, შეურიეთ 1 ს.კ. ხახვის წვენი და ამდენივე თაფლი. მიღებული საშუალება მიირთვით დღეში ხუთჯერ, 1 ჩ.კ.

5. საშუალება ცხვირიდან სისხლდენის შესაჩერებლად

ეს ხახვი შესანიშნავი საშუალებაა სისხლდენის წინააღმდეგ. სისხლის შესაჩერებლად საკმარისია დაჭრათ ერთი თავი ხახვი და შეისუნთქოთ მისი არომატი რამდენიმე წუთის განმავლობაში.

6. წნევის მარეგულირებელი საშუალება

ექიმები ჰიპერტონიის, თრომბოზისა და სკლეროზის მქონე პაციენტებს ურჩევენ დღეში მინიმუმ 1 თავი იისფერი ხახვის მოხმარებას. შეგიძლიათ ის უბრალოდ სალათებს დაუმატოთ.

7. იისფერი ხახვი – ქოლესტერინის დაუძინებელი მტერი

ორგანიზმში ქოლესტერინის სიჭარბემ შეიძლება სისხლძარღვთა სისტემის მრავალი სერიოზული პრობლემა გამოიწვიოს. ამ ნივთიერების დონის დარეგულირება შეუძლია იისფერი ხახვის წვენს. უამრავ პაციენტს გამოუცდია საკუთარ თავზე მისი ეს შესანიშნავი მოქმედება. თუ თვენახევრის განმავლობაში რეგულარულად მოიხმართ ნახევარ ჭიქა ხახვის წვენს დღეში, ქოლესტერინის დონე 25%-ით დაიკლებს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!