Connect with us

ჯანმრთელობა

ბუნებრივი ანტიდეპრესანტი

აღმოჩნდა, რომ ბაღში მუშაობა და მიწის ჩიჩქვნა ბუნებრივი ანტიდეპრესანტივით მოქმედებს, იმიტომ, რომ ჯანმრთელ, სუფთა ნიადაგში უნიკალური მიკრობები ცხოვრობენ. ნიადაგთან კონტაქტი ადამიან უფრო ჯანმრთელსა და ბედნიერს ხდის.

ის რასაც გლეხები და მებაღეები ათასწლეულების მანძილზე ლაპარაკობდნენ ახლა უკვე მეცნიერულად დადასტურდა.

ნიადაგის ბაქტერია Mycobacterium vaccae ტვინის ნეირონებზე იმავე ეფექტს ახდენს რასაც ფლუოკსეტინი – უბრალოდ მას უკუჩვენებები არ გააჩნია!

საქმე იმაშია, რომ ეს ნიადაგის მიკრობები ციტოკონების დონეს ამაღლებენ, რაც სეროტინინის გამომუშავებას უწყობს ხელს. სეროტონინი კი ბედნიერებისა და სიმშვიდის შეგრძნებას გვაძლევს.

სწორედ სეროტონინის უკმარისობა დეპრესიის, შფოთვის, ობსესიურ-კომპულსიური და ბიპოლარული აშლილობების მიზეზი.

კვლევამ დაადგინა, რომ იმ ონკოავადმყოფებში რომლებსაც Mycobacterium vaccae-ს აწვდიდნენ – ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება დასტრესის შემცირება აღენიშნებოდათ.

მეცნიერებმა ეს მიკრობი ვირთხებსაც შეუყვანეს და შედეგი საკონტროლო ჯგუფს შეადარეს. მათ აღმოაჩინეს, რომ სტრესი შემცირდა, გაუმჯობესდა კოგნიტური შესაძლებლობები და გაიზარდა კონცენტრაცია, ეს ეფექტი დაახლოებით სამი კვირის მანძილზე ნარჩუნდებოდა.

ეს მიკრობები ჯანმრთელ ნიადაგში ინახება. მეცნიერები “მიკრობ-ანტიდეპრესანტებს” ისე იკვლევენ, როგორც კრონისა და რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო საშუალებას.

ფერმერები და მებარეები ამ ბაქტერიას შეხების, შესუნტქვისა ან მიკროორგანიზმის სისხლში მოხვედრის გზით იღებენ.

ასე, რომ ბოსტანში მუშაობა არა მარტო სტრესს გხსნით და ხასიათს აუმჯობესებს, ის თქვენს ორგანიზმს სასარგებლო მიკრობებით ავსებს.

Mycobacterium vaccae-ს უკუჩვენები არ აქვს და არანაირ ზიანს არ მოგაყენებენ, ამიტომ, შეგიძლიათ თამამად დაიწყოთ ბოსტანში მუშაობა და ნატურალური პროდუქტებისა და ყვავილების მოყვანა!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.

Advertisement