Connect with us

ჯანმრთელობა

ბროწეული, კრილი, გოგრა და კიდევ 7 პროდუქტი რომლებიც იმუნიტეტს აძლიერებენ

იმუნიტეტის მხარდასაჭერად დეფიციტური მდგომარეობების კორექციასა და ვიტამინების სწორ მოხმარებაზე უნდა იზრუნოთ! ახლა მხოლოდ С ვიტამინს არ ვგულისხმობთ! იგულისხმება D, B, A და E ვიტამინებიც. ისინი დადებითად მოქმედებენ იმუნურ სისტემაზე, აძლიერებენ მას და ორგანიზმს არასასურველ “სტუმრებთან” ბრძოლაში ეხმარებიან. რომელ პროდუქტებში უნდა ვეძიოთ ისინი?!

ხორცი და კრილის ზეთი – ეს პროდუქტები ცილის მაღალი შემცველობით გამოიჩევიან, შეიცავენ პოლისაქარიდებსა და ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს. დამცავი ანტისხეულების წარმოქმნაში ცილას დიდი წვლილი მიუძღვის რაც ნიშნავს, რომ მისი რაოდენობა რაციონში შედარებით მეტი უნდა იყოს. რაც შეეხება ომეგა სამს მას ანთენბის საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. კრილის ზეთი და ხორცი ძვირფასი და სასარგებლო პროდუქტია, ის არ აგროვებს ტოქსინებს, შეიცავს დიდი რაოდენობის სასარგებლო ვიტამინებს და ნატურალურ შენაერთებს. მის ხორცში შედის დიდი რაოდენობით А, В და D ვიტამინები.

ბულგარული წიწაკა. მას უმდიდრესი შემადგენლობა აქვს და მისი სარგებელი იმუნიტეტისთვის შესაბამისად დიდია! მასში დიდი რაოდენობით С ვიტამინი შედის. 1 ცალი ბულგარული წიწაკის მირთმევა, С ვიტამინის სადღეღამისო ნორმის 150%-ით უზრუნველგყოფთ. ის მდიდარია ანტიოქსიდანტებით, შეიცავს კაპსატინს, ვიოლაქსატინს, ლუტეინს, კვერცეტინს და ლუთეოლინს. ეს ბოსტნეული ხორცეულის გარნირად გამოგადგებათ, ის მათში შემავალი რკინის ატისებაში დაგეხმარებათ.

გოგრა. მას დაბალი კალორიულობა და ვიტამინებისა და მინერალების დიდი შემცველობა გამოარჩევს. მასში დიდი რაოდენობით ბეტა-კაროტინი შედის, რომელიც А ვიტამინის წყაროა, ეს უკანასკნელი კი ტავის მხრივ სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. ისევე როგორც ბულგარული წიწაკა, ისიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით. მასში შემავალი С, Е ვიტამინები, ფტოლატები და რკინა კი იმუნიტეტის გაძლიერებას უწყობას ხელს. გოგრაში არსებული ბოჭკოს შემადგენლობა ხელს უწყობს ნაწლავის გასუფთავებას. საკვებად შეგიძლიათ არა მარტო გოგრის რბილობის არამედ მისი მარცვლებიც გამოიყენოთ.

მწვანე და გვირილის ჩაი. შეიცავენ ეპიგალოკატეხინს, იცავენს იმუნურ სისტემას და ამცირებენ ორგანიზმში არსებულ ანთებით პროცესებს.

სოკო შიიტაკე ბეტა-გლუკანებს შეიცავს, რომელბიც ინფექციებთან ბრძოლისთვის მაკროფაგების სისტემას ააქტიურებენ!

ბროწეული ძირითად პოლიფენოლებს შიცავს: ტანინს, კვერცეტინს, ანტოციანს, ისინი თავისუფალი რადიკალების კონცენტრაციას უშლიან ხელს და უჯრედების მემბრანას დაზიანებისგან იცავენ.

ფერმენტირებული პროდუქტი და სასმელები: მჟავე კომბოსტო, ჩაის სოკო. ეს პროდუქტები დადუღების გზით მიიღება, რომლის პროცესშიც ბაქტერიები, სოკოები და ობი მონაწილეობენ. ისინი აუცილებელია ნაწლავის ტრანზიტის გასაუმჯობესებლად, ხელს უწყობენ ნაწლავის იმუნიტეტს და ეხმარებიან საკვების მონელების ნორმალიზებაში.

D ვიტამინით მდიდარი პროდუქტი: ვირთევზას ღვიძლი, ზღვის თევზი, თევზის ქონი. D ვიტამინი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს იმუნიტეტის სისტემის რეგულაციაში: ასტიმულირებს ფაგოციტურ აქტივობას, აძლიერებს ანტიმიკრობული ცილების გამომუშავებას.

ტრიპტოფანით მდიდარი პროდუქტები (წიუთელი და შავი ხიზილალა, ინდაურის და კურდღლის ხორცი, ხბოს ხორცი, მაგარი ყველი, კეშიუ, ნუში, ცხარე შოკოლადი) ისინი ამცირებენ სტრესულ დატვირთვას ორგანიზმზე. სტრესი გამანადგურებლად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, შედეგად ამცირებს დაცვით ძალებს.

ნიახური. შეცავს პექტინებს, ინულინს, ეთერზეთებს – რომლებიც ნაწლავის მოტოტიკას აჩქარებენ, ხელს უწყობენ რბილ დეტოქსს, ამცირებენ გაზების წარმოქმნას და აუმჯობესებენ ნაწლავის მდგომარეობას.