Connect with us

ჯანმრთელობა

ბერძნული კაკლის ნაყენი მრავალი დაავადების მკურნალია! დაამარცხებს ჰიპოთირეოზს და მოამარაგებს ორგანიზმს იოდით

სამეფო კაკალი ყველა დაავადებისგან დაგიცავთ. ეს იოდის დეფიციტის და ჰიპოთირეოზის პრობლემას ბუნებრივად მოაგვარებს

ჰიპოთირეოზი არის დაავადება, რომელსაც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნაკლებობა იწვევს. ფარისებრი ჯირკვლების დისფუნქციით მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იტანჯება. ჰიპოთირეოზი მეტაბოლიზმს ანელებს და ორგანიზმში ნივთიერებათა გაცვლის პროცესებს არღვევს.

შედეგად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა იქმნება:

  • ქრონიკული დაღლილობა;
  • წონის მომატება;
  • შეკრულობა;
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
  • მეტყველების და მოძრაობის შეფერხება;
  • ნერვიულობა და გაღიზიანება;
  • დაბალი ლიბიდო;
  • სიცივის მიმართ მგრძნობელობა;
  • ქოლესტერინის დონის მატება;
  • შეშუპება;

ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ქალებს უფრო აწუხებთ, ვიდრე კაცებს, განსაკუთრებით 35 წლის შემდეგ. ამ უსიამოვნების მკურნალობა სააფთიაქო პრეპარატებით ძალიან რთულია და ხშირად ბევრი გვერდითი ეფექტი ახლავს.

მათ, ვისაც ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა და იოდის დეფიციტი აწუხებს, მწვანე ბერძნულ კაკალზე დაფუძნებულ ნატურალურ საშუალებას ვთავაზობთ.

სამკურნალო ნაყენის მოსამზადებლად 20 მაისიდან 15 ივნისის პერიოდში მოკრეფილი მწვანე ბერძნული კაკალი დაგჭირდებათ. ამ პერიოდში კაკალში დიდი რაოდენობით C ვიტამინი, იოდი და თუთია შედის. მწვანე კანის კაკალი უნდა შეარჩიოთ, რომელსაც შავი ლაქები და დაზიანება არ აქვს.

კაკლის სიმწიფის შემოწმება ნემსით შეგიძლიათ. თუ ნემსი მარტივად ჩაერჭო და ნახვრეტიდან წვენი გამოვიდა, ნაყოფი შეგიძლიათ მოკრიფოთ. ასეთი კაკალი ადვილად იჭრება.

ბერძნული კაკალი ვიტამინებით, მინერალებით, ეთერზეთებით, ორგანული მჟავებით და იოდით არის მდიდარი. მას „სამეფო კაკალსაც“ უწოდებენ. მწვანე ბერძნული კაკალი თაფლთან ერთად ორგანიზმზე გამაახალგაზრდავებელ ზემოქმედებას ახდენს. გამოიყენება როგორც სისხლის გამწმენდი, წყლულების და სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება.

მწვანე ბერძნული კაკლის ნაყენი

ინგრედიენტები:

  • 1 კგ მწვანე ბერძნული კაკალი
  • 1 კგ ნატურალური თაფლი
  • მინის ჭურჭელი დასაყენებლად

მომზადების მეთოდი:

1. კაკალი კარგად გარეცხეთ და მცირე ზომის ნაჭრებად დაჭერით.

2. კაკალი მინის ქილაში ჩაყარეთ და დაასხით ნატურალური, თხევადი თაფლი. კაკალი თაფლით ბოლომდე დაფარული უნდა იყოს. თაფლის ზემოქმედებით ნაყოფი ინტენსიურად წვენის გამოყოფას დაიწყებს.

3. თავზე დაახურეთ და 1 თვით ბნელ ადგილას შეინახეთ. ნაყენი დრო და დრო შეანჯღრიეთ.

4. გადაწურეთ ნაყენი.

მიღებული სითხე დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ 1 ჩ/კ ოდენობით დალიეთ. მწვანე ბერძნული კაკალი თაფლთან ერთად ხელს უწყობს:

  • იმუნიტეტის გაძლიერებას;
  • მეხსიერების გაუმჯობესებას;
  • შრომისუნარიანობის გაზრდას;
  • ამარაგებს ორგანიზმს იოდითა და სხვა აუცილებელი ელემენტებით;
  • გამოიყენება ანეემიის წინააღმდეგ საბრძოლველად;
  • ამარცხებს ჰიპოთირეოზს.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.