Connect with us

ჯანმრთელობა

ბებიას რეცეპტი: შეურიეთ, დააყენეთ და გამოიყენეთ – თაობების მიერ ნაცადი საშუალება

ტკივილი, რომელიც სხვადასხვა დაავადებას(ართრიტს, ართროზს, რევმატიზმს, ოსტეოქონდროზს) შეიძლება ახლდეს, ნებისმიერი ასაკისთვისაა დამახასიათებელი და საგრძნობლად ამცირებს ადამიანის აქტიურობასა და ცხოვრების ხარისხს.

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ სახსრების ტკივილის შემამსუბუქებელ საშუალებას, რომელიც არაერთმა თაობამ გამოსცადა და მუდმივად დადებითი შეფასებები ჰქონდა.

სახსრების მკურნალობის გარდა, ეს მალამო დაგეხმარებათ საჯდომის ნერვის დაზიანების, მალთაშორისი თიაქარისა და ქუსლის დეზის დროსაც. მოკლედ, ეს საშუალება ნამდვილი საუნჯეა და იგი ყველა სახლში უნდა იყოს მზად.

მალამო სახსრებისთვის

ინგრედიენტები

  • 40 აბი ანალგინი
  • 40 მლ კამფორის სპირტი
  • 40 მლ 5%-იანი იოდის სპირტხსნარი
  • 200 მლ 70%-იანი სპირტი
  • კალისიას 20 “სახსარი”
  • წყლის მარწყვა-ბალახის 1/2 გამხმარი ფესვი
  • 40 მლ მენოვაზინი

მომზადება და გამოყენება

  1. ანალგინი და მარწყვა-ბალახი დააქუცმაცეთ, კალისია გაატარეთ ხორცსაკეპში.
  2. მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი 3-ლიტრიან ქილაში, კარგად აანჯღრიეთ.
  3. ქილა დადგით ბნელ ადგილას 3 კვირის მანძილზე და ყოველდღე ანჯღრიეთ.
  4. 10 დღის მანძილზე, ძილის წინ, შეიზილეთ ეს მასა მტკივან ადგილებზე და შეიხვიეთ.
  5. შეისვენეთ 5 დღით და გაიმეორეთ კურსი.

შემადგენლობიდან გამორიცხეთ მენოვაზინი, თუდაბალი არტერიული წნევა გაქვთ. ასევე, ამ საშუალების გამოყენება არაა რეკომენდებული ორსულობის ან ლაქტაციის დროს.