Connect with us

ჯანმრთელობა

ბებიის რეცეპტით მომზადებულმა ნივრიანმა წყალმა ფეხზე დამაყენა. მთელი რიგ დაავადებებს შველის

ბებიას რეცეპტით მომზადებულმა ნივრიანმა წყალმა ფეხზე დამაყენა. მთელი რიგ დაავადებებს შველის

ნივრის სასარგებლო თვისებების შესახებ პრაქტიკულად ყველას სმენია. მას, ძირითად, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და გაციების დროს იყენებენ. მისი სხვა სასარგებლო თვისებები ნაკლებად ცნობილია.

თბილ წყალში დაყენებული ამ ბუნებრივი ანტიბიოტიკის მხოლოდ 2 კბილი მთელ რიგ დაავადებებს კურნავს. რთული დასაჯერებელია, მაგრამ ეს მარტივი რეცეპტი ნამდვილად მოქმედებს, რაც დროითა და პრაქტიკით არის დამოწმებული.

დღევანდელ სტატიაში დეტალურად მოგითხრობთ ნივრიანი წყლის სასარგებლო თვისებებისა და მისი სწორი გამოყენების შესახებ.

ნივრიანი წყალი

ინგრედიენტები:

  • 2-3 კბილი ნიორი
  • ლიმონის 3 პატარა ნაჭერი
  • 3-4 წვეთი ზეითუნის ზეთი
  • 1 ჭიქა თბილი წყალი

მომზადება:

1. ნიორი გაასუფთავეთ და წვრილ ნაჭრებად დაჭერით.

2. დაჭრილი ნიორი ჭურჭელში მოათავსეთ, რამდენიმე ნაჭერი ლიმონი და 3-4 წვეთი ზეითუნის ზეთი დაუმატეთ.

3. 15 წუთით დააყენეთ.

4. გადაწურეთ და იმწამსვე დალიეთ.

რატომ შეიცავს ნივრიანი ნაყენი ამ ორ ინგრედიენტს?

ნიორი საუკეთესო ანტიმიკრობული საშუალებაა, რომელიც სისხლძარღვებს და კუჭს წმენდს, პარაზიტებს აქრობს. ლიმონი ორგანიზმს ვიტამინებით ავსებს, წიდებს გამოდევნის, ცხიმების წვას ხელს უწყობს, სახის ფერს აუმჯობესებს, ატენიანებს მას და ა.შ.

ლიმონში შემავალი დიდი რაოდენობით კალიუმი გულს აძლიერებს, თავის ტვინის და ნერვული სისტემის მუშაობაზე დადებით გავლენა აქვს. გარდა ამისა, ლიმონი ძალიან სასარგებლოა ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვისაც. მისი მოხმარება ღვიძლის მუშაობას ააქტიურებს, სტიმულირებს ფერმენტების გამომუშავებისა და ნაღვლის გადინებსი პროცესს.

ნაყენის რეგულარული მოხმარების შემთხვევაში, გულის დაავადების, გულის შეტევის და ინსულტის რისკი მინიმუმამდე მცირდება. ნივრიანი წყალი სისხლს ათხელებს და თრომბების ფორმირებას გვარიდებს თავიდან, არეგულირებს არტერიულ წნევას და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, რაც აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

ნივრიანი წყალი ინფექციების მიმართ მდგრადობას ზრდის, სახსრების ტკივილს ამცირებს, ღვიძლს და თირკმელებს აჯანსაღებს.

გამომდინარე იქიდან, რომ ნივრიანი წყალი საკმაოდ ძლიერმოქმედი საშუალებაა, მისი ყოველდღე მიღება არ არის რეკომენდებული. სასარგებლო შედეგების მისაღებად, საკმარისია ამ სასმელი მიღება კვირაში 2-ჯერ 1 ჭიქის ოდენობით.

უმჯობესია, ნივრიანი წყალი დილით, ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიოთ. თუ სისხლის გამათხელებელ და წნევის შესამცირებელ მედიკამენტებს ღებულობთ, ნივრიანი წყალი ექიმის კონსულტანციის გარეშე არ დალიოთ, რათა თავიდან აირიდოთ გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები.

მოცემული სასუალება საკმაოდ ეფექტურია წონის დასაკლებადაც, რადგან ის აჩქარებს ცხიმის წვის პროცესს, ააქტიურებს მეტაბოლიზმს და აქვეითებს მადას.

ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის, რათა მათაც იცოდნენ ნივრიანი წყლის სასარგებლო თვისებების შესახებ. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!