Connect with us

ჯანმრთელობა

ბაყაყურას ზეთი ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა! ვსვამდი ღვიძლის გასაწმენდად, პარალელურად მოვიშორე ზედმეტი წონა

ბაყაყურა საჭმლის მომნელებელი სისტემის გასაწმენდად ხალხურ მედიცინაში უძველესი დროიდან გამოიყენება. მცენარე კუჭ-ნაწლავის ტრაქტს წმენდს, ღვიძლს აღადგენს და ნაღვლის ბუშტის მუშაობას არეგულირებს.

მცენარე დიდი რაოდენობით შეიცავს ფლავოლიგნანებს, რომელიც ღვიძლის უჯრედებს აღადგენს და ორგანოებს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს. ბაყაყურათი მკურნალობის კურსს პაციენტებს ნაღვლკენჭოვანი დაავადების, ჰეპატიტის, ცხიმოვანი ღვიძლის დაავადების და ციროზის დროს უნიშნავენ.

ცოტამ თუ იცის, რომ ამ ჯადოსნური მცენარის, უფრო სწორად მისი ზეთის დახმარებით ჭარბი წონის მოშორება შეიძლება! ნახეთ, როგორ უნდა გამოიყენოთ ბაყაყურას ზეთი წონაში დასაკლებად.

ბაყაყურას ზეთი

ბაყაყურა საჭმლის მომნელებელ ყველა ორგანოს და გამომყოფ სისტემას კურნავს. განახლებული ღვიძლი მთელი ძალით მუშაობს, შედეგად ორგანიზმს შხამები, წიდები და მავნე ქოლესტერინი სწრაფად და ეფექტურად გამოაქვს. გასუფთავებულ სხეულში ნივთიერებათა ცვლა ჩქარდება, მიღებული კალორიები ენერგიად გაორმაგებული ძალებით გარდაიქმნება.

ბაყაყურა ლინოლეურ და ლინოლენურ ნახევრად უჯერ ცხიმოვა მჟავებს შეიცავს. ისინი ცხიმის ცვლასა და ლიპიდური დონის რეგულირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ბაყაყურას ზეთი ნაღვლის წარმოებას სტიმულირებს, რაც საჭმლის მომნელებელ სისტემასა და საკვების ათვისებაზე გავლენას ახდენს.

სილიმარინი – ლიგნანი, რომელიც ღვიძლის უჯრედულ მემბრანებს აძლიერებს ადა აღადგენს, ნელა, მაგრამ თანდათანობით წონაში დაკლების პროცესს უშვებს. გარდა ამისა, სილიმარინი ცხიმის კვლავ დაგროვებას ხელს უშლის. ყველაფერი, რაც თქვენ დაწვით, უკან აღარ დაბრუნდება.

როგორ მივიღოთ ბაყაყურას ზეთი

ბაყაყურას ზეთი 40 დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ შემდეგი სქემით:

  • 1-ელი კვირა – 1 ჩ/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე;
  • მე-2 კვირიდან კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზა 1 ს/კოვზამდე იზრდება.

ორკვირიანი შესვენების შემდეგ კურსი შეგიძლიათ გაიმეორეთ, შემდეგ წელიწადში 3-4-ჯერ ჩაიტარეთ.

ძლიერი ყაბზობის შემთხვევაში და ნაწლავების ეფექტურად გასაწმენდად შეგიძლიათ ბაყაყურას ზეთის (30 მლ) ოყნის კურსი ჩაიტაროთ.

ბაყაყურას ზეთი ცელულიტსს, სიმშრალეს და ჩამოწელილ კანს ეფექტურად ებრძვის. საბაზო ზეთს რამდენიმე წვეთი გრეიფრუტის, ფორთოხლის, ლავანდას, ნემსიწვერას და ღვიას ეთერზეთები დაუმატეთ. ნარევი პრობლემურ ადგილებში შეიზილეთ და მისი დახმარებით 5-10 წუთის განმავლობაში წრიულად დაიმასაჟეთ.

ექიმთან კონსულტანციის გარეშე ბაყაყურას ზეთით მკურნალობა უკუჩვენებულია, თუ გაქვთ შარდკენჭოვანი დაავადება, ღვიძლის და პანკრეასის მძიმე დაზიანება, ორსულობა, ასევე ბავშვებისთვის 3 წლამდე. პროდუქტი ალერგიას პრაქტიკულად არ იწვევს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში გაუზიარეთ.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Advertisement