Connect with us

ჯანმრთელობა

ბარამბოს ფოთლებს აუცილებელი წესით ყოველდღიურად ვღეჭავ. მცენარე, რომელიც ქალბატონებს დაბერების საშუალებას არ გვაძლევს

ბარამბოს ბევრი მხოლოდ დამამშვიდებელ საშუალებად მიიჩნევს, თუმცა პიტნის უპრეტენზიო ნათესავის სასარგებლო თვისებები ამით არ სრულდება.

ბარამბო სამკურნალო

მცენარის სახელი ბერძნული სიტყვიდან Melissa (ფუტკარი) მოდის. ბარამბოს არომატი ფუტკრებს ძალიან იზიდავს. 1 ჰექტარი ბარამბოდან 150 გრ თაფლის მიღება შეიძლება, რომელიც სასიამოვნო არომატით და ნაზი გემოთი გამოირჩევა.

მე-11 საუკუნეში ფრანგმა მეცნიერმა და ექიმმა ოდო ლათინურ პოემაში „ბალახების თვისებების შესახებ“ ბარამბოზე ასე წერდა: „ის ყველა ბალახის წინ დგას, როგორც ამბობენ, ფუტკრების პატივისცემა დაიმსახურა. მის ყვავილზე უფრო დიდ ბედნიერებას ვერ იპოვით“.

ბარამბო – ვიტამინების ნამდვილი საგანძურია და სასიამოვნო სუნის გარდა დიდი რაოდენობით ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს. მასში შემავალი ტანინები მოწამვლის, ნაწლავური აშლილობის დროს დაგეხმარებათ და სისხლის შეჩერების თვისება აქვს.

როზმარინის მჟავა კარგად შეიწოვება. მას ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. ბუნებრივი სპაზმოლიტური საშუალება ციტრონელოლი და გერანიოლი სწორი კუნთის სპაზმის დროს დაგეხმარებათ, ხოლო ანტისეპტიკი ევგენოლი ბევრ პოპულარულ ტკივილგამაყუჩებელსა და ანტიმიკრობულ საშუალებაში შედის.

ბარამბოში ასევე აღმოჩენილია B ჯგუფის ვიტამინები, C ვიტამინი, რკინა, კალციუმი, სპილენძი და თუთია.

ბარამბოს სასარგებლო თვისებები

სამედიცინო მეცნიერებამ ბარამბოს ეფექტურობის მხოლოდ ოდნავ გაძლიერება შეძლო, რაც ნაკლებ ოპტიმიზს იძლევა. ბარამბო ადამიანს მოდუნებაში ეხმარება, ბევრ უსიამოვნებას თავიდან აცილებს, მეხსიერებას აუმჯობესებს და ორგანიზმს აახალგაზრდავებს.

Advertisement

1. გულის დაავადების მქონე პაციენტებში სუნთქვის უკმარისობას ამცირებს, ტაჰიკარდიას აქრობს, გულის არეში ტკივილს და არტერიულ წნევას ამცირებს.

2. ქალებში ჰორმონალურ ფონს არეგულირებს, მენსტრუაციის დროს მდგომარეობას ამსუბუქებს. რეგულარული მოხმარების შემთხვევაში ციკლი ნორმაში მოდის და უსიამოვნო სიმპტომები ქრება.

3. შფოთვის და სტრესის დამარცხებაში გეხმარებათ. სხვა ნატურალურ საშუალებებთან ერთად ისეთი სამკურნალო დამამშვიდებელ საშუალებებში შედის, როგორიცაა „ნოვო-პასიტი“ და „პერსენი“.

4. უძილობის დროს ბარამბოს მიღება ძილს უფრო ღრმას და ხანგრძლივს ხდის. სააფთიაქო საძილე აბისგან განსხვავებით გამოყენების შემდეგ სისუსტეს არ იგრძნობთ.

5. მეტეორიზმის ნიშნებს ხსნის და ჭვალს აქრობს.

6. ზოგადი გამაძლიერებელი მოქმედება აქვს და იმუნიტეტს აძლიერებს.

7. ტვინის სისხლძარღვებზე დადებითად მოქმედებს.

Advertisement

8. მატონიზირებელი ეფექტი აქვს.

9. მადა ნორმაში მოჰყავს.

10. ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს.

11. პირის ღრუდან უსიამოვნო სუნს აქრობს.

12. ბარამბოს აბაზანა და კომპრესი რევმატიზმის, ძირმაგარას, დამწვრობის და ტრავმების დროს კარგია, გამოვლება – პაროდონტოზის დროს.

13. ბარამბო ჭარბ წონასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ, რადგან ნივთიერებათა ცვლის პროცესს ააქტიურებს, ორგანიზმს წმენდს, წიდები და ტოქსინები გამოაქვს.

ბარამბოს ჩაი

ბარამბოს ჩაი ყველაზე ძველი და პოპულარული მეთოდია. გაზაფხულსა და ზაფხულის დასაწყისში 1 ჭიქა მდუღარე წყალი 3-4 ახალ ფოთლებს დაასხით. წლის სხვა პერიოდში 1 ჩ/კ გამომშრალ ფოთლებს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით.

Advertisement

ნერვული დაავადების, სტრესის და უძილობის დროს ბარამბოს ჩაი რაციონში ყოველდღიურად უნდა ჩართოთ. თუ ბარამბოს მწვანე ჩაის დაუმატებთ, ასეთი სასმელი გაციების დროს დაგეხმარებათ და იმუნიტეტს გააუმჯობესებს.

ბარამბოს ჩაი ასევე სასარგებლოა ჰიპერტონიის, შაქრიანი დიაბეტის და სისხლის დარღვევასთან დაკავშირებული დაავადების დროს.

ბარამბოს ნაყენი

ბარამბოს ნაყენს ჩაისგან განსხვავებით უფრო მაღალი კონცენტრაცია აქვს. ნახევარ ლიტრი მდუღარე წყალი 2 ს/კ გამომშრალ ბარამბოს დაასხით. თავსახური დააფარეთ, შეფუთეთ და ნახევარი საათით დააყენეთ.

ნაყენი მეტეორიზმის, ჭვალის, ნევროზის, კუჭის აშლილობის, არითმიის, მაღალი არტერიული წნევის, ასთმის და ასევე ორსულობისას ძლიერი გულისრევის დროს დაგეხმარებათ.

ბარამბოს სპირტიანი ნაყენი

ბარამბოს სპირტიან ნაყენს არყით ამზადებენ. 100 გრ მშრალ მასალას ნახევარი ლიტრი არაყი დაასხით. ბნელ ადგილას 3 კვირით დააყენეთ. ეს საშუალება დღეში 3-4-ჯერ 15-20 წვეთი დალიეთ.

სპირტზე დამზადებული ბარამბოს ნაყენი იმავე უსიამოვნების დამარცხებაში დაგეხმარებათ, როგორც წყალზე დამზადებული ნაყენი და კბილის, ღრძილის ტკივილის, ასევე არაჯანსაღი სუნთქვის დროს სავლებად გამოგადგებათ.

დაქუცმაცებული და ახალი ბარამბოს ფოთლები

ბარამბოს დაქუცმაცებული ფოთლები კომპრესის სახით წყლულზე, ანთებაზე, ძირმაგარასა და აკნეზე იდებენ. ბარამბოს ფოთლებზე დაფუძნებული კოსმეტიკური ნიღბები სახის ფერს აუმჯობესებს, წვრილ ნაოჭებს ასწორებს, ანთებას აქრობს და კანს ატენიანებს.

Advertisement

სასიამოვნო სუნის წყალობით ხშირად კულინარიაში სალათების, დესერტების, ორიგინალური სოუსების, მარინადების და სასმელების დასამზადებლად იყენებენ. უნდა გახსოვდეთ, რომ ბარამბოს არომატი თერმული დამუშავების შემდეგ ოდნავ სუსტდება, ამიტომ სჯობს კერძის მომზადებამდე ცოტა ხნით ადრე დაუმატოთ.

უკუჩვენება

  1. ბარამბოს მიღება ინდივიდუალური აუტანლობის და არტერიული ჰიპოტენზიის დროს რეკომენდებული არაა.
  2. ზოგიერთ შემთხვევაში ბარამბოს მოხმარებამ შეიძლება სქესობრივი მოთხოვნილების შემცირება გამოიწვიოს.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.