Connect with us

სხვა

ბანანი, ხაჭო და 1 კვერცხი: დიეტური დესერტი, რომელზეც უარის თქმა შეუძლებელია.

ეს დიდებული, დაბალკალორიული, თანაც ძალიან გემრიელი დესერტი არასდროს მბეზრდება! სულ რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში შემთხვევით წავაწყდი ბანანისა და ხაჭოს ჩიზქეიქის ძალიან მარტივ რეცეპტს. რაიმე გემრიელის მომზადების სურვილით, დაუყონებლივ სამზარეულოსკენ გავეშურე და მარტივი ინსტრუქციით მოქმედებას შევუდექი. ვერ წარმოვიდგენთი, თუ პირველივე ჯერზე საკუთარი ხელით მომზადებული ეს დესერტი ასეთი ლამაზი, მადისაღმძვრელი, არომატული და გემრიელი გამოვიდოდა. მოკლედ რომ ვთქვა, შედეგმა ჩემს მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა.

ბანანის ჩიზქეიქი

ინგრედიენტები: 

  • 500 გრამი უცხიმო ხაჭო
  • 5-6 კარგად მომწიფებული ბანანი
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • 1 კვერცხი

მომზადება:

1. ჩანგლით კარგად დასრისეთ ხაჭო, რათა მასში არ დარჩეს მკვრივი მასები. კარგად მომწიფებული ბანანისგან მოამზადეთ ფაფისებრი მასა ბლენდერის გამოყენებით.

2. ბანანისა და ხაჭოს ნარევში დაამატეთ კვერცხი, ფქვილი და შეუდექით ცომის ამოყვანას. კარგად ზილეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. არომატის გაუმჯობესების მიზნით, შეგიძლიათ ცომში ვანილის ან ქიშმიშის დამატებაც.

3. საცხობ ფორმას შეაზილეთ მცენარეული ზეთი, მოაყარეთ მცირეოდენი ფქვილი და მოათავსეთ მასში ჩვენი ცომი. შედგით გამოსაცხობად 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთი.

უკვე გამოცხობის პროცესში თქვენს სახლში საოცარი არომატი გავრცელდება. ამ მარტივი ინსტრუქციით მომზადებული დესერტი ძალიან მოცულობითი, ჰაეროვანი და საოცრად გემრიელი გამოდის. გარდა საოცარი არომატისა, ამ დესერტის მთავარ უპირატესობას მისი დაბალკალორიულობა წარმოადგენს. ახლა უკვე რეგულარულად შეგიძლიათ გაინებივროთ თავი უგემრიელესი დესერტით, რომელიც არ ვნებს ფიგურას. დაუჯერებლად ჟღერს, არა? აუცილებლად გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელებში!

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.