Connect with us

ჯანმრთელობა

აშკარა ნიშნები, რომ ორგანიზმს პარაზიტები წამლავენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკური მონაცემები ამტკიცებს, რომ პრაქტიკულად დედამიწის ყველა მოსახლეობა ამა თუ იმ სახეობის პარაზიტით, უწვრილესი ორგანიზმით დაინფიცირებულია, რომლებიც ადამიანის სხეულში ბინადრობენ და მის ხარჯზე არსებობენ. ექიმებმა დაასახელეს 12 ნიშანი, რომ ორგანიზმში პარაზიტები არსებობენ.

ჰელმინთების უამრავი სახეობა ადამიანის სხეულში მდებარეობს და მას ნარჩენი პროდუქტებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში შხამავს. მათ მიერ წარმოქმნილი დაავადებები ვითარდება და ქრონიკულ ფორმას იღებს. ორგანიზმში დამცავი ფუნქციები მცირდება, პაციენტი სხვადასხვა პათოგენით გამოწვეული დაავადებების მიმართ განსაკუთრებით დაუცველი ხდება.

პარაზიტებით დაინფიცირების ყველაზე გავრცელებული წყაროები

დაუბანელი ხელები, დაინფიცირებული საკვები პროდუქტები, ცუდად გარეცხილი ხილი და ბოსტნეული ჰელმინთების ორგანიზმში მოხვედრის ყველაზე ხშირი წყაროებია. გარდა ამისა, ინფექციის წყარო შეიძლება იყოს წყალი – უმი წყლის დალევა ან ბინძურ წყალში ცურვა. დაინფიცირება შესაძლოა არაავაქცინირებული შინაური ან გარეული ცხოველის ან ფრინველის საშუალებით მოხდეს. ზოგჯერ პარაზიტები შეიძლება სქესობრივი კონტაქტით გადავიდეს.

პარაზიტულ მიკროორგანიზმებს ნებისმიერ ორგანოსა და ქსოვილში ცხოვრება შეუძლიათ, მათთვის არანაირი დაბრკოლება არ არსებობს. მეცნიერებისთვის ჰელმინთების ასზე მეტი სახეობაა ცნობილი. ზოგიერთი მათგანის გარჩევა მიკროსკოპის გარეშე შეუძლებელია, ზოგი კი სიგრძეში რამდენიმე მეტრს აღწევს. სწორედ ამიტომ, დამახასიათებელი სიმპტომების ან დაინფიცირებაზე ეჭვის შემთხვევაში ექიმს აუცილებლად მიმართეთ და ყველა საჭირო ანალიზი ჩააბარეთ.

ორგანიზმში პარაზიტების არსებობის ნიშნები

1. ქრონიკული დაღლილობა

დღეს ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ფართოდ ცნობილია. ის დეპრესიული მდგომარეობით, ენერგიის ნაკლებობით, ძილიანობით, მეხსიერების და გონებრივი აქტივობის გაუარესებით ვლინდება. ქრონიკული დაღლილობის მიზეზად ექიმები ხშირად ჭიების ინვაზიას თვლიან.

2. საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევა

ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც პარაზიტების სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფს, პროსტაგლანდინია. ის ორგანიზმიდან ნატრიუმის გამოდევნას და ამით საჭმლის მომნელებელი ფუნქციების სხვადასხვა დარღვევას იწვევს. ხშირი დიარეა შეიძლება ორგანიზმში პარაზიტების არსებობის ერთ-ერთი ნიშანი იყოს. ზოგიერთი ჰელმინთი ნაწლავების ზედა ნაწილებში მდებარეობს და მეტეორიზმს იწვევს. გარდა ამისა, ზოგიერთ სახეობას სანაღვლე გზების დაცობვის, ჰეპატიტის, განავლის შეკავების და ნაწლავის გაუვალობის გამოწვევა შეუძლია.

3. ქავილი ნაწლავის არხში

ანალურ ხვრელში ქავილი, განსაკუთრებით ღამის პერიოდში, ნაწლავის ჭიით დაინფიცირების ერთ-ერთი სიმპტომია. ღამით პარაზიტები კვერცხებს დებენ, ეს პროცესი ქავილს იწვევს, რაც ნახეთქებს და გამონაყარს აჩენს.

4. კანის ზედაპირის დაინფიცირება

ჰელმინთების არსებობის ხშირი ნიშანია კანზე სხვადასხვა სახის გამონაყარი. გარდა ამისა, შეიძლება აკნე და ფერიმჭამელები გაჩნდეს. ეპიდერმისი შესამჩნევად უხეშდება და მშრალი ხდება. კანი ნაადრევი ნაოჭებით იფარება, ქუსლები დახეთქილი ხდება, მოსალოდნელია თმის ცვენა და ფრჩხილების ფენებად დაშლა. ყველა ეს სიმპტომი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევაზე და შესაძლოა დაინფიცირებაზე მიგითითებთ.

5. წონის სწრაფი ცვლილება

წონაში სწრაფად დაკლებას ან მომატებას ექიმები ჭიებით დაინფიცირებას უკავშირებენ. პარაზიტების ზოგიერთი სახეობა შინაგანი ორგანოების აშლილობას და მადის დაქვეითებას იწვევს. ზოგი კი ნივთიერების ნორმალურ ცვლას აფერხებს, შედეგად სისხლში შაქრის დონე მცირდება და მუდმივი შიმშილის გრძნობა ჩნდება. ადამიანი კი ბევრი საკვების მიღების მიუხედავად ვერ ნაყრდება.

6. მუცლის არეში ტკივილი

ისეთი პარაზიტები, როგორიცაა სოლიტერი (ბრტყელი ჭია), მრგვალი ჭია და სხვა, ჩვეულებრივ სწორ ნაწლავში ბინადრობენ და მუცლის ღრუში მუდმივ ტკივილს და დისკომფორტს იწვევენ. ისინი შეიძლება ერთ ადგილზე ან სხვადასხვა ნაწილებსა და ორგანოებში იყვნენ.

7. კბილების კრაჭუნი

ღამით კბილების კრაჭუნი ასევე ჭიებით ინვაზიის სიმპტომს მიეკუთვნება. პარაზიტები გამოყოფენ ნივთიერებას, რომელიც ბევრი ვიტამინის (მათ შორის B12 ვიტამინი) გამოყოფას ართულებს. B12 ვიტამინი ნერვული სისტემის ფუნქციას აწესრიგებს, მისი დეფიციტი კი ყბის სისტემის უნებართვო შეკუმშვას იწვევს. სწორედ ამიტომ, ღამით, როცა ჩვეულებრივ ის მოდუნებულია, დაინფიცირების შემთხვევაში კბილები ძლიერ კრაჭუნს გამოსცემენ.

8. გაზრდილი ნერვიულობა

ნერვული სისტემა ჰელმინთების ნარჩენებით და შხამიანი გამონაყოფით ძლიერ ზიანდება. მუდმივი მოწამვლა შეიძლება განწყობის სწრაფი ცვლილებით, გაღიზიანებით და დაღლილობით გამოვლინდეს. განკურნების შემდეგ პაციენტები ირწმუნებიან, რომ მათი ხასიათი უფრო მშვიდი გახდა, ხოლო განწყობა ამაღლდა.

9. ალერგიული რეაქციები

ორგანიზმში მდებარე პარაზიტები ბევრ შხამიან ნივთიერებას გამოყოფენ, რომლებიც სისხლში ხვდება და ორგანიზმს მუდმივად წამლავს, რითაც ალერგიულ რეაქციებს იწვევს. ორგანიზმი ჰელმინთებზე ხშირად ეოზინოფილის გამოყოფით რეაგირებს, რაც გარკვეულ გამაღიზიანებელზე ალერგიას იწვევს.

10. სახსრების და კუნთების ტკივილი

პარაზიტები ხშირად მთელ სხეულში მოძრაობენ, რითაც ქსოვილებსა და სისტემებში მტკივნეულ შეგრძნებას და დისკომფორტს იწვევენ. სწორედ ამიტომ, ჭიების მატარებლები ართრიტის ან ართროზის მსგავს სიმპტომებს განიცდიან. ორგანიზმი შინაგან გამაღიზიანებლებზე საპასუხო იმუნური რეაქციებით რეაგირებს, რომელსაც ადამიანი აღიქვამს, როგორც ძლიერ ტკივილს სხვადასხვა კუნთოვან ქსოვილში.

11. რკინადეფიციტური ანემია

ჰელმინთების ყველა სახეობა ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი პროდუქტების მკვებავ ნივთიერებებს იღებს. შედეგად, ეს ავიტამინოზს და ანემიურ მდგომარეობას იწვევს. ზოგიერთი უმარტივესი, როგორიცაა ტრიქომანისი, სისხლძარღვების უჯრედებით იკვებება, რაც რკინის დეფიციტს და ანემიურ მდგომარეობას იწვევს.

12. უძილობა

ზოგჯერ ადამიანი ერთსა და იმავე დროს გაღვიძებას უჩივიან, ჩვეულებრივ ღამის 2 და 3 საათს შორის. ასეთი მდგომარეობა ჭიების ინვაზიით არის გამოწვეული. ორგანიზმი ტოქსიკური ნივთიერებების მოშორებას ღვიძლის დახმარებით ცდილობს, რომელიც ამ დროს აქტიურდება.

Advertisement
საკითხავი17 hours ago

ჩრჩილი ეკოლოგიური საშუალებებით მოიშორეთ

თავის მოვლა17 hours ago

ვაშლის ძმრის ბალზამი თმისთვის. შეუდარებელი ეფექტი!!!

ჯანმრთელობა18 hours ago

კარავაევის სამკურნალო ტუტე ნაკრები, რომელიც 24 ბალახისგან შედგება

სხვა18 hours ago

როგორ მოვახდინოთ ბალიშისა და მატრასის სწორი დეზინფექცია

ჰოროსკოპი20 hours ago

8 აპრილის სუპერ მთვარე ყველა ზოდიაქოზე მოახდენს გავლენას, განსაკუთრებით კი ამ ხუთეულზე

ჯანმრთელობა20 hours ago

იოდის რგოლი: მარტივი მეთოდი წნევის დასარეგულირებლად

თავის მოვლა1 day ago

ეს ტესტი 1 წამში გიჩვენებთ ჯანსაღი თმა გაქვთ თუ არა

ყვავილები1 day ago

ეს 9 წესი დაიცავით და თქვენი ორქიდეა მთელი წელი იყვავილებს

ჯანმრთელობა2 days ago

ღვიძლის გაწმენდა ლიმონის წვენით

ტესტები2 days ago

მთვარე, რომელსაც აირჩევთ, თქვენს ფარულ ფიქრებსა და სურვილებს გაამხელს

ჯანმრთელობა4 weeks ago

აიღეთ ბრინჯი კოვზით – დაწვით და თუ ამას დაინახავთ – მისი ჭამა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება

ჯანმრთელობა3 weeks ago

ეს ჰორმონი გახდომის საშუალებას არ გაძლევთ. აი, როგორ უნდა მოაგვაროთ პრობლემა

ჯანმრთელობა3 weeks ago

თაფლიანი წყალი: რას კურნავს და როგორ მივიღოთ

ჯანმრთელობა3 weeks ago

დაივიწყეთ ხველა, სისველე, გრიპი: ფილტვები ამ საშუალებით გაიწმინდეთ

ჯანმრთელობა4 weeks ago

ქუსლებზე იოდი წაისვით და ჯანმრთელად იყავით

ჯანმრთელობა4 weeks ago

1 მიზეზი, რატომ უნდა გააჩინოთ ბავშვი 35 წლის შემდეგ

ჯანმრთელობა3 weeks ago

კარტოფილის სამკურნალო თვისებები: ყველაზე შოკისმომგვრელი და სასარგებლო ინფორმაცია

სხვა6 days ago

ლიმონის გამოყენების გზები რომელთა შესახებ არაფერი იცოდით

ჯანმრთელობა7 days ago

კლიმაქსის პირველი სიმპტომები ქალებში

ჯანმრთელობა1 week ago

გიცდიათ ფრჩხილებზე კბილის პასტის წასმა?! აი რატომ უნდა გააკეთოთ ეს…

ტრენდული