Connect with us

საკითხავი

ასპირინის გამოყენების 7 უჩვეულო გზა, რომელთა შესახებ ყველამ უნდა იცოდეს

აცეტილსაცილის მჟავა, სახალხოდ ცნობილი, როგორც ასპირინი – არასათანადოდ დაფასებული საშუალებაა. ძალიან ცოტა ჩვენგანმა თუ ციის, რომ ამ აბის გამოყენება შესაძლებელია არამხოლოდ სამედიცინო, არამედ კოსმეტოლოგიური და გინეკოლოგიური მიზნებითაც. ასპირინი, ასევე, ეფექტურია, როგორც სარეცხი და საწმენდი საშუალება.

ასპირინის გამოყენების უჩვეულო გზები

1. ლაქების ამომყვანი

ასპირინი შეგიძლიათ ლაქების ამომყვანის სახით გამოიყენოთ. იგი შესანიშნავად უმკლავდება სისხლისა და ოფლის კვალს ღია ფერის ტანსაცმელზეც კი. ამ საშუალების გამოსაყენებლად გახსენით 4 აბი ასპირინი ჭიქა წყალში, წაუსვით მასა დაბინძურებულ მონაკვეთებს და გააჩერეთ 3 საათით. ამის შემდეგ, ტანსაცმელი გარეცხეთ ჩვეულებრივი გზით.

2. თეთრეულის გათეთრება

ეს პროცედურა სარეცხ მანქანაში რეცხვასთან ერთად უნდა ჩაყარდეს. ასპირინის რამდენიმე აბი დანაყეთ და დაუმატეთ საჭირო რაოდენობის სარეცხ ფხვნილს. მიღებული საშუალება ჩაყარეთ სარეცხი მანქანის დანაყოფში და ჩართეთ ჩვეულებრივი რეცხვის რეჟიმი. თეთრეულის წინასწარ ჩალბობა საჭირო არაა.

3. ნადების მოშორება

აცეტილსაცილის მჟავა, გარდა ჩამოთვლილისა, დაგეხმარებათ ნიჟარისა და აბაზანის ნადების მოცილებაში. გახსენით 5 აბი ასპირინი საწმენდ საშუალებაში და გარეცხეთ დაბინძურებული ზედაპირი.

4. ყვავილების სასუქი

ყვავილების თაიგული გაცილებით უფრო დიდხანს გაძლევს, თუ ჩვეულებრივ წყალს დაუმატეთ 1 აბ ასპირინს. ასევე, შეგიძლიათ ასეთი ხსნარით მორწყათ ქოთნის მცენარეებიც, რამდენადაც აცეტილსაცილის მჟავა კლავს სოკოვან და ბაქტერიულ ინფექციებს. გაიმეორეთ თვეში მხოლოდ ერთხელ.

5. ქერტლის მოშორება

ასპირინი – ყველაზე ბიუჯეტური და ხელმისაწვდომი პრეპარატია ისეთი გავრცელებული პრობლემის წინააღმდეგ, როგორიც ქერტლია. თავის კანის პრობლემებისგან რომ გათავისუფლდეთ, შეურიეთ დაფქული აბი 1 ულუფა შამპუნს და დაიტანეთ უშუალოდ თმის ძირებზე, რამდენიმე წუთში ჩამოიბანეთ.

6. კოჟრების გაქრობა

კოჟრები(გამაგრებული კანი ქუსლებზე ან ხელის გულებზე) შემდეგნაირად გაქრება: 5-6 აბი ასპირინი დააფქვიეთ და შეურიეთ პუდრა ლიმონის წვენს, გაზავებულს წყალში. მიღებული პასტა წაისვით კოჟრებზე, შეიხვიეთ სუფთა ხელსახოცით და ჩაიცვით სუფთა პოლიეთილების პაკეტები. 5-10 წუთში(კანის მგრძნობიარობის მიხედვით) მოიხსენით კომპრესი და მოიხეხეთ კოჟრები პემზით.

7. აკნეს მკურნალობა

აცეტილსაცილის მჟავა ძალიან ეფექტური საშუალებაა აკნესთან, შავ წერტილებთან და კანის მსგავს ანთებებთან საბრძოლველად. დააფქვიეთ რამდენიმე ავი ასპირინი და გახსენით წყალში ან ლიმონის წვენში. მასა დაიტანეთ უშუალოდ გამონაყარზე 5-7 წუთით, ეფექტურობისთვის კი პროცედურა 2-3-ჯერ გაიმეორეთ კვირაში.

თქვენ როგორ იყენებთ ასპირინს?