Connect with us

ჯანმრთელობა

ასე იღდგენენ ნაწლავებს გერმანიაში, ჩინეთში, იაპონიასა და ინდოეთში. მარტივი და შედეგიანი პროცედურები

აბსოლიტურად ყველა ექიმი ეთანხმება მოსაზრებას, რომ სწორედ ნაწლავების ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული მთელი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირება. შებერილობა, უსიამოვნო გამონაყარი, დიარეა, სახსრების ტკივილი, გულძმარვა, ცუდი განწყობა – მცირე ჩამონათვალი იმ პრობლემებისა, რომელთაც ნაწლავების მუშაობის დარღვევა იწვევს.

ჯერ კიდევ უძველეს დროში ცნობილი იყო, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს მსხვილი ნაწლავი მთელი ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობაში. სწორედ ამიტომ, თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აღდგენის, გაწმენდისა და ფუნქციონირების აღდგენის განსხვავებული მეთოდი. თითოეული მათგანი ძალაიან ეფექტურია და საოცარ შედეგს მართლაც მინიმალურ დროში იძლევა, რაც დროით არის დამტკიცებული.

გაითვალისწინეთ, მსხვილი ნაწლავის მუშაობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია კომპლექსური მოქმედება. სანამ ქვემოთ წარმოდგენილი მეთოდებიდან თქვენთვის სასურველს ამოარჩევდეთ, გადახედეთ თქვენს ჩვევებს. ცხოვრების აქტიური წესი, კვება, ხარისხიანი ძილი და მოდუნების უნარი – 4 აუცილებელი ფაქტორი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ნაწლავების ნორმალური მუშაობისთვის.

თუ ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ, უახლოეს წარსულში ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსი ჩაიტარეთ ან ხშირად მოიხმართ ალკოჰოლსა და თამბაქოს, აუცილებლად გაეცანით სტატიაში წარმოდგენილ ინფორმაციას და დროულად იზრუნეთ ნაწლავების გაწმენდაზე და აღდგენაზე, რათა თავიდან აირიდოთ სავალალო შედეგები.

როგორ გავიწმინდოთ და გავიჯანსაღოთ ნაწლავები

1. გერმანია

გერმანიაში მსხვილი ნაწლავის საუკეთესო დამხმარედ კომბოსტოს მწნილი ითვლება. მოცემული პროდუქტი მდიდარია C, B და K ვიტამინებით, შეიცავს ცოტა კალორიას და დიდი რაოდენობით რძემჟვას, რომელიც სასარგებლო ბაქტერიების ძალიან დიდი ბუნებრივი წყაროა.

Advertisement

2. ინდოეთი

ტრადიციულ ინდურ სამზარეულოში ყოველთვის ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა სხვადასხვა სანელებლებს, რომელთაც სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე. მსხვილი ნაწლავის ტოქსინებისგან გასაწმენდად, მისი ჯანსაღი მიკროფლორის აღსადგენად და ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად, ინდოეთში ხშირად გამოიყენება რძისა და კურკუმის ნარევი. თუ ერთ ჭიქა თბილ რძეში 1 ჩაის კოვზ კურკუმის ფხვნილს გახსნით, თქვენ მიიღებთ ძალიან სასარგებლო სასმელს, რომელსაც დადებითი გავლენა აქვს ჩვენს ნაწლავებზე და არა მხოლოდ… ასეთი სასმელი სასრგებლოა მთელი ორგანიზმისთვის.

3. ჩინეთი

ტრადიციული ჩინური მედიცინა გადმოგვცემს, რომ მსხვილი ნაწლავის მუშაობის დასარეგულირებელი პროცედურების ჩატარება დილი საათებშია მიზანშეწონილი, რადგან ეს ორგანო ყველაზე უკეთ სწორედ დილის 5 საათიდან 7 საათამდე ფუნქციონირებს. ნაწლავების გასაწმენდად და მათი მუშასობის გასაუმჯობესებლად, დროის ამ შუალედში იღებენ 1 ჭიქა დამარილებულ წყალს. ჩინელი მკურნალების მტკიცებით, ძალიალ სასარგებლოა დილის საათებში წითელი ლობიოს ფაფაც, რომელიც უჯრედისით ძალიან მდიდარი ნატურალური პროდუქტია. გარდა ამისა, ჩინეთში ყოველთვის ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა სხვადასხვა სპეციალურ მასაჟებს. ნაწლავების მუშაობის გასაუმჯობესებლად, რეკომენდებულია ჭიპის გარშემო განსაკუთრებული წერტილების სტიმულირება. ჭიპის გარშემო თითის ბალიშების დაჭერით აკეთეთ წრიული მოძრაობები საათის ისრის მიმართულებით.

4. იაპონია

იაპონიაში განსაკუთრებული ყურადღება ფერმენტირებულ პროდუქტებს ეთმობა. მათ ყოველდღიურ კვების რაციონში აუცილებლად შედის მისოს პასტა, სოიოს სოუსი, სოიოს მარცვლების მარინადი და სხვადასხვა ბოსტნეული. უკანსაკნელი წლების კიდევ ერთი ტრენდი იაპონიაში – ჩაი ფერმენტირებული ბალახებისგან.

ნაწლავების მუშაობაზე დამოკიდებულია არა მხოლოდ თქვენი ჯანმრთელობა, არამედ განწყობაც კი. შეეცადეთ, იკვებოთ მაქსიმალურად სწორად, მიიღოთ მხოლოდ ნატურალური საკვები, დაიცვათ ძილისა და წყლის რეჟიმი. გახსოვდეთ, ჯანმრთელობის ფასი არაფერია!

Advertisement