Connect with us

ყვავილები

ასე გავზარდე ავოკადო სახლში, ქოთანში. გიზიარებთ მარტივ ინსტრუქციას

თანამედროვე სასარგებლო დიეტის ერთ-ერთი მთავარი პროდუქტი ავოკადოა. დღეს გიამბობთ, როგორ გაზარდოთ ავოკადო სახლში.

ეს ხილი სავსეა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინებით, მათ შორის B5, B6, C, K, E, კალიუმით და ა.შ. ავოკადო უჯრედისის შესანიშნავი წყაროა და ისეთ ცხიმოვან მჟავას შეიცავს, როგორსაც ზეითუნის ზეთი.

1. თესლი გაღვივება

ავოკადოს თესლი აიღეთ და ოთხი კბილის ჩხირი ჩაარჭვეთ. დარწმუნდით, რომ ერთმანეთისგან თანაბრად არის დაშორებული.

შემდეგ ავოკადოს თესლი 1 ჭიქა წყალში მოათავსეთ. გამოიყენეთ კბილის ჩხირები ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

თესლს წყლის შეწოვა აცადეთ, ამისთვის 2-6 კვირა თბილ ადგილას, მზის პირდაპირ სხივებისგან მოშორებით, დადგით.

ამ დროში აღმონაცენები უნდა დაინახოთ. როცა 6 დიუმამდე სიგრძის ფესვი გაიზრდება, 3 დიუმამდე გადაჭერით. ფესვებს უფრო მეტად გასქელების, ხოლო ფოთლებს გაზრდის საშუალება მიეცით.

2. დარგვის დრო

10 დიუმის დიამეტრის ქოთანი მკვებავი ნივთიერებებით გაჯერებული ნიადაგით აავსეთ. თესლი ქოთნის ცენტრში, პატარა ხვრელში მოათავსეთ. დარწმუნდით, რომ მისი ფესვები ნიადაგით არის დაფარული. დრენაჟის მისაღებად, შეგიძლიათ ქოთნის ძირში მცირე ნახვრეტი გააკეთოთ.

ნიადაგი მუდმივად ტენიანი გქონდეთ, მაგრამ ზედმეტად გაჯერებაც არ ვარგა. ასე რომ, თესლი გულუხვად და რეგულარულად მორწყეთ. თუ ფოთლები გაყვითლებას ან გამოშრობას დაიწყებს, თესლს გამოშრობის დრო მიეცით, შემდეგ მცირე რაოდენობით მორწყვა კვლავ გააგრძელეთ.

თუ ფოთლები ყავისფერი და მშრალი გახდება, სავარაუდოდ, ავოკადოს საკმარისად არ რწყავთ. ქოთანი ონკანში მოათავსეთ და რამდენიმე წამით წყალს მასში ნაზად გატარების უფლება მიეცით. დარწმუნდით, რომ თქვენი მცენარე წყლით ბოლომდე გაჯერებულია.

3. ისიამოვნეთ თქვენი ავოკადოთი!

თქვენ ეს შეძელით! ავოკადოს მორწყვა გააგრძელეთ და შეამჩნევთ, რომ ნაყოფი უკვე ფორმირებას დაიწყებს, მაგრამა ამას დიდი დრო დასჭირდება.

თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.