Connect with us

ჯანმრთელობა

არა მხოლოდ ბულიონში: დაფნის ფოთლის თვისება ნებისმიერს გააკვირვებს

დაფნის ფოთოლი კლასიკური სანელებელია, რომელსაც დიასახლისები კერძების მოსამზადებლად ყოველდღიურად იყენებენ. გემოს თვისებების გაუმჯობესების გარდა, მცენარეს მთელი რიგი სასარგებლო თვისებები გააჩნია.

დაფნის ფოთოლი ნამდვილი სამკურნალო საშუალებაა, რომელსაც უძველესი დროიდან სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ იყენებდნენ. დღეს დაფნის ფოთოლის გამოყენების განსაკუთრებულობის და სასარგებლო თვისებების შესახებ რამდენიმე საინტერესო ფაქტს გაგიზიარებთ.

დაფნის სასარგებლო თვისებები

დაფნის ფოთოლში შემავალი ეთერზეთი ანტისეპტიკურ და ანტიბაქტერიულ თვისებებს ფლობს. მისი ნაყენი სასუნთქი გზების დაავადების, ხველის, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების, პირის ღრუს ანთების და ყელის ტკივილის დროს გამოიყენება. თუ სტომატიტი გაქვთ, საკმარისია დღეში რამდენჯერმე დაფნის ფოთოლი დაღეჭოთ.

თავისი სადეზინფექციო შესაძლებლობების წყალობით დაფნა კანის პრობლემებს კარგად უმკლავდება. მისი ნაყენი ეგზემას და ანთებას სწრაფად მოგაშორებთ. ასევე სანელებელი გულ-სისხლძარღვთა სისტემის სწორად მუშაობას ხელს უწყობს.

რას ეწყობა

ძველად დაფნის ფოთოლს მხოლოდ შეუდარებელი დესერტების მოსამზადებლად იყენებდნენ. ახლა ამ გავრცელებულ სანელებელს პირველ კერძებს, ხორცს და თევზს უმატებენ.

კონსერვებში დაფნის ფოთოლი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან მისი ანტისეპტიკური თვისება კონსერვის დიდი ხნით შენახვის საშუალებას მოგცემთ. თევზი სჯობს დაფნის ფოთლით დაამწნილოთ, რადგან ის პროდუქტის დამჟავებას ხელს უშლის და სიახლეს უნარჩუნებს.

როგორ გამოვიყენოთ სწორად

დაფნის ფოთოლის გემო იცვლება იმის მიხედვით, თუ კერძში რამდენი ხანი იმყოფება. სასიამოვნო არომატის და გემოს გარდა სანელებელი მომწარო გემოსაც ფლობს, რომელიც დროთა განმავლობაში იხსნება.

ამის თავიდან ასაცილებლად, დაფნის ფოთოლი მომზადების დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაუმატეთ. პირველი კერძების შემთხვევაში დასრულებამდე 5 წუთით ადრე, ხორცისა და ბოსტეულისთვის – 10 წუთით ადრე. კერძის მომზადების შემდეგ დაფნის ფოთოლი ამოიღეთ. გემოს გასაძლიერებლად დაფნის ფოთლების რაოდენობა გააორმაგეთ, ხოლო კერძში მისი გაჩერების დრო გაანახევრეთ.

ჩვენ დაფნის ფოთოლში მხოლოდ სანელებელს ვხედავთ, მაგრამ მისი სამკურნალო თვისებები უბრალოდ კოლოსალურია და მისით შეგიძლიათ ბევრი მედიკამენტი ჩაანაცვლოთ. რთულია იპოვოთ სანელებელი, რომელიც მსგავს ძლიერ სამკურნალო მოქმედებას ფლობს.

Advertisement
ჯანმრთელობა16 hours ago

ყავა კანცეროგენი აღარ არის

სხვა16 hours ago

მკურნალი, მცხობელი და დამხმარე

ვიდეო17 hours ago

რატომ არის საჭირო მაგნიუმი ბედნიერი ცხოვრებისა და გულის ჯანრთელობისთვის: საუკეთესო რეცეპტი

ვიდეო18 hours ago

ასპირინის 7 გამოყენება, რომლის შესახებ წარმოდგენაც არ გქონდათ

ჯანმრთელობა19 hours ago

ვაშლით წახემსება ძილის წინ: როდის და რამდენი ვაშლის ჭამა შეიძლება

თავის მოვლა2 days ago

სილამაზის სოუსი: მდოგვი თმის გასაძლიერებლად და ზრდის დასაჩქარებლად

ჯანმრთელობა2 days ago

რამდენად სასარგებლო და საზიანოა მზესუმზირა

თავის მოვლა2 days ago

თხელი თმა ულამაზეს თმის კონად გადააქციეთ. მხოლოდ ერთ ღამეში ეს საშუალება სასწაულს მოახდენს.

ჯანმრთელობა2 days ago

სამკურნალო სილიციუმი ქალის ჯანმრთელობისთვის

ჰოროსკოპი2 days ago

ჭკვიანი როგორც გვირილა: ყვავილების ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი

კულინარია3 weeks ago

სახეხის ამ გზით გამოყენება, სასადილოში მომუშავე მეზობელმა მასწავლა

ჯანმრთელობა3 weeks ago

როგორ მოვიშოროთ ფეხზე წამოზრდილი ძვალი სახლის პირობებში

თავის მოვლა2 weeks ago

ხელზე პიგმენტური ლაქები მოიშორეთ – მარტივი მეთოდი

ჯანმრთელობა4 weeks ago

ნაწლავში პარაზიტების არსებობაზე მიმანიშნებელი სიმფტომები

კულინარია4 weeks ago

თავად ვერ მივხვდებოდი: გასაოცარი მეთოდი, როგორ მოვაშოროთ ჩამჯდარი ცხიმი ნებისმიერ ზედაპირს იდეალურად

ჯანმრთელობა7 days ago

გავთავისუფლდეთ ჰერპესისგან ერთ დღეში

ვიდეო2 weeks ago

ძლიერი საშუალება მუცლის შებერილობის, ქოლესტერინის და მენოპაუზის სიმპტომების მოსაშორებლად

ყვავილები3 weeks ago

10 სიცოცხლისთვის სახიფათო ოთახის მცენარე

საკითხავი4 weeks ago

ამ მეთოდის დახმარებით ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნს მოიშორებთ

ჰოროსკოპი3 weeks ago

2020 წლის ჰოროსკოპი: აი, რა გელოდებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ტრენდული