Connect with us

ჯანმრთელობა

ამ 5 სასარგებლო მეთოდით ორგანიზმს სწორად გაწმენდთ

თუ გსურთ, რომ 100%-ით ლამაზად გამოიყურებოდეთ, ორგანიზმის გაწმენდა ისეთივე ბუნებრივი პროცედურა უნდა იყოს, როგორც კბილების გაწმენდა. ცხიმიანი და უსარგებლო საკვები, მედიკამენტების მიღება, მჯდომარე სამუშაო – ეს ყველაფერი სახეზე აისახება.

წლის ნებისმიერ დროს მიმზიდველი რომ იყოთ, ორგანიზმის გაწმენდა პირდაპირ ახლა დაიწყეთ! ამ შემთხვევაში კანი იკაშკაშებს, ხოლო სხეული უფრო მოხდენილ ფორმებს შეიძენს.

რა უნდა გააკეთოთ?

1. კვირაში ერთხელ იშიმშილეთ

24 საათის განმავლობაში მყარი საკვები არ მიირთვათ. შეგიძლიათ წყალი ან უშაქრო ბალახების ჩაი დალიოთ. ამ დროს ორგანიზმი შინაგან რესურსებს იყენებს. „საწვავად“ დაგროვებული მავნე ნივთიერებების გამოყენება ხდება. სხეულის და სულის გასაწმენდად მარხვა ტყუილად არ მოუფიქრებიათ.

გახსოვდეთ, რომ ერთჯერადი შიმშილობა შედეგს ვერ გამოიღებს. ხალხი ამ მეთოდს მთელი ცხოვრება იყენებს.

2. ოყნა გაიკეთეთ

ოყნისთვის 1-2 ლიტრი მდუღარე წყალი აიღეთ. 1 კოვზი ვაშლის ძმარი დაუმატეთ. წყალი თბილი უნდა იყოს, რომ არ დაიწვათ. ნაწლავების გასაწმენდად საუკეთესო დრო დილის 5-დან 7 საათამდე ან ღამეა. ოყნისთვის მხოლოდ სპეციალური მოწყობილობა გამოიყენეთ. ის შლანგიან სათბურს ჰგავს. რეზინის მსხალი სჯობს არ გამოიყენოთ.

ოყნა 2-3 თვეში მაქსიმუმ ერთხელ გამოიყენეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნაწლავების მიკროფლორას დააზიანებთ და დისბაქტერიოზს მიიღებთ.

3. ფარმაკოლოგიური მიღწევები გამოიყენეთ

ორგანიზმის გასაწმენდად გრეიფრუტის თესლის ექსტრაქტი, ციტროსეპტი გამოგადგებათ. მისი დახმარებით მოიშორებთ პათოგენურ მიკრობებს, რომლებიც ნაწლავებში ბუდობენ. მაგალითად, სოკოს სახეობა კანდიდა, რომელიც რძოვანას და ტუჩზე წყლულს იწვევს, ან ჰელიკობაქტერია, რომელიც სხვადასხვა სახის ალერგიას და კუჭის წყლულს იწვევს.

ექსტრაქტი არა მხოლოდ მიკრობებს, არამედ ვირუსებს ებრძვის. მაგალითად, ჰერპესს, რომელიც სახეზე მტკივნეულ გამონაყარს იწვევს. ციტროსეპტი ნაწლავების, ღვიძლის და თირკმლების მიკროფლორისთვის უსაფრთხოა. 10 წვეთი ციტროსეპტი ნებისმიერ თბილ სითხეს დაუმატეთ და დღეში 3-ჯერ დალიეთ. კურსი – 1 თვე. გარდა ამისა, ციტროსეპტი ბევრ მცენარეულ ფლავონოიდებს შეიცავს, რომლებიც გახდომის პროცესს აჩქარებენ.

4. ქატო შეჭამეთ

ქატო 90% უჯრედისს შეიცავს, რომელიც მსხვილ ნაწლავში საცობს ქმნის. ეს საცობი მოძრაობს და ნაწლავებს ყველა დაგროვებული გარე ნივთიერებისგან წმენდს. როგორ მოვამზადოთ ქატო სწორად? 100 გრ ქატო აიღეთ და 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით. თავსახური დაახურეთ და 15 წუთით გააჩერეთ, სანამ გასივდება და გაგრილდება, დილით, საუზმის მიღებამდე ნახევარი საათით ადრე შეჭამეთ. გაწმენდის კურსი – 10 დღე. სჯობს 3 თვეში ერთხელ გაიმეოროთ.

5. ეს კოქტეილი დალიეთ

ახალი რძის მჟავა სასმელი ნებისმიერი ნაწლავის ოცნებაა. ხოლო ციტრუსთან ერთად ეფექტი ძლიერდება. თქვენი დღე ასეთი კოქტეილის დალევით დაიწყეთ:

1 გასუფთავებული გრეიფრუტი (თხელი ფენის გარეშე) + 1 ჭიქა კეფირი (1%-იანი ცხიმით) + 1 ჭიქა მინერალური, უგაზო წყალი + 10 წვეთი ციტროსეპტი.

ინგრედიენტები კარგად დააბლენდერეთ. კეფირი მავნე ბაქტერიებს სასარგებლოთი ჩაანაცვლებს, გრეიფრუტი ყაბზობის რისკს შეამცირებს და განავალს დაარეგულირებს, ხოლო ციტროსეპტი ქოლესტერინის დონეს შეამცირებს და ნივთიერებათა ცვლას გააუმჯობესებს.

Advertisement
Click to comment

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


The reCAPTCHA verification period has expired. Please reload the page.

Advertisement