Connect with us

საკითხავი

ამ მეთოდის დახმარებით ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნს მოიშორებთ

ფეხსაცმლიდან სუნის მოშორების საკითხი სისუფთავის მოყვარულ ადამიანებსაც კი აწუხებთ.

ერთი მხრივ, ამაში სასირცხვილო არაფერია, რადგან ხშირად ეს ჩვენი მიზეზით არ ხდება. მეორე მხრივ, ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი სტუმრად ყოფნის დროს ადამიანს თავს არაკომფორტულად აგრძნობინებს. ზოგჯერ დღეში რამდენჯერმე ფეხის დაბანა, წინდების დროული შეცვლა არანაირ შედეგს არ იძლევა. რა ხდება?

პირველ რიგში, უნდა გაარკვიოთ, თუ რატომ ჩნდება უსიამოვნო სუნი თქვენს ფეხსაცმელში. ჩვეულებრივ ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

  • ფეხის ჭარბი ოფლიანობა;
  • ორგანიზმში წიდების ჭარბი რაოდენობა;
  • უხარისხო ფეხსაცმელი;
  • ჰიგიენის წესების უგულებელყოფა;
  • ფეხსაცმლის არასწორად მოვლა;

სპეციფიკური სუნის სრულად გაქრობას მხოლოდ მაშინ შეძლებთ, როცა მისი გაჩენის მიზეზებს აღმოფხვრით. და აქ მთავარია – პროფილაქტიკა!

მიზეზი მოიშორეთ

თუ ფეხის ოფლიანობისკენ მიდრეკილება გაქვთ, რამდენიმე წყვილი ფეხსაცმელი უნდა გქონდეთ. მაგალითად, ფეხსაცმელი ოფისისთვის, ბოტები სასეირნოდ და ბოტასები ყოველდღიური გამოყენებისთვის. სანამ ერთ წყვილ ფეხსაცმელს ატარებთ, მეორე უკვე „გაშრობას“ და განიავებას მოასწრებს. ასევე სათადარიგო ფეხსაცმელი ყოველთვის თან ატარეთ, რომ დროულად გამოცვლა შეძლოთ.

მნიშვნელოვანია: ზოგჯერ ფეხსაცმელში ოფლის სუნის გაქრობას ფეხის აბაზანების დროული გაკეთებით შეძლებთ. ჩვეულებრივი ჩაის პაკეტები კარგად დაგეხმარებათ. 1 ლიტრ წყალში 2 ჩაის პაკეტი 15 წუთით აადუღეთ. ნაყენი გააგრილეთ და ფეხის აბაზანა 15 წუთით გაიკეთეთ. შეგიძლიათ ყოველდღე გაიმეოროთ. ორგანიზმის წიდებისგან გაწმენდით ოფლიანობას გაუმკლავდებით. ჯანსაღ პროდუქტებზე დაფუძნებით სწორი დიეტა შეარჩიეთ და მავნე ჩვევებზე (მოწევა ან ალკოჰოლის მიღება) უარი თქვით. მავნე ჩვევების სიყვარული ფეხსაცმელში ოფლის სუნის გაჩენას იწვევს.

არასწორი მოვლა სპეციფიკური არომატის გაჩენის კიდევ ერთი მიზეზია. იმაზე რომ არ იფიქროთ, თუ ფეხსაცმელს სუნი როგორ მოაშოროთ, შემდეგ წესები დაიცავით:

  • ფეხსაცმელი კარგად განიავებულ ადგილას შეინახეთ.
  • შესაძლებლობის მიხედვით ფეხსაცმლის ღაბაში ხშირად გამოცვალეთ.
  • ფეხსაცმელი კარგად გააშრეთ, რომ ბაქტერიებს გავრცელების საშუალება არ მისცეთ.
  • უპირატესობა „მსუნთქავ“ მასალებს მიანიჭეთ.
  • წყალგაუმტარი მასალა გამოიყენეთ, რომ ფეხსაცმელი ნაკლებად დასველდეს.
  • სპეციალური ღაბაში შეიძინეთ, რომელიც უსიამოვნო სუნს შთანთქავს.
  • ფეხსაცმელების სპეციალური ელექტრო საშრობი გამოიყენეთ.

მნიშვნელოვანია: ჭარბი ტენის გაქრობასა და ოფლის სუნის მოშორებაში ჩვეულებრივი კატის ტუალეტი დაგეხმარებათ. უბრალოდ გრანულები წინდებში ჩაყარეთ, შეკარით და ბოტასებში მთელი ღამით გააჩერეთ.

შედეგებს ებრძოლეთ

რამდენიმე ხალხური მეთოდი არსებობს, რომელთა დახმარებით უსიამოვნო სუნის გაქრობას შეძლებთ.

  • წყალბადის ზეჟანგი. ბამბის დისკი ცოტა წყალბადის ზეჟანგში დაასველეთ და მისი დახმარებით ფეხსაცმლის შიდა კუთხეები დაამუშავეთ. ასე ოფლის კვალს დიდი ხნით მოიშორებთ. მეთოდი ყველა სახის ფეხსაცმელზე არ გამოგადგებათ, რადგან წყალბადის ზეჟანგმა შეიძლება მუქი ფერის ზედაპირი გააღიავოს.
  • ძმარი. ბამბა 6%-იან ან 9%-იან ძმარში დაასველეთ და მათი დახმარებით ფეხსაცმელი შიგნიდან გაწმინდეთ. ამის შემდეგ სუფთა ჰაერზე კარგად გაანიავეთ.
  • რეცხვა. უსიამოვნო სუნის მოსაშორებლად ზოგიერთი ფეხსაცმელი შეგიძლიათ უბრალოდ გარეცხოთ. გახსოვდეთ, რომ ბაქტერიები ტენიან გარემოში კარგად მრავლდება, ამიტომ შემდგომი კარგი გაშრობა ძალიან მნიშვნელოვანია.
  • გაყინვა. თუ ფეხსაცმელს პაკეტში მოათავსეთ და საყინულეში რამდენიმე საათით შედებთ, ნებისმიერ ბაქტერიას გააქრობთ, რადგან მინუს ტემპერატურაზე ბაქტერიები იღუპებიან. მნიშვნელოვანია: ეს მეთოდი ლაქიან ფეხსაცმელზე არ გამოგადგებათ.
  • ნებისმიერი სპირტიანი ხსნარი ოფლის კვალს აქრობს და კარგად წმენდს. ნიშადურის სპირტი, არაყი ან მანგანუმის ხსნარი გამოგადგებათ.
  • აბსორბენტები. უსიამოვნო სუნის გასაქრობად შეგიძლიათ საკვები სოდა, აქტივირებული ნახშირი ან ფქვილი გამოიყენოთ. ისინი ტენს კარგად იწოვენ და თავისებურ არომატს აქრობენ. ზოგიერთი გირჩევთ ამ საშუალებებიდან ერთ-ერთი ფეხსაცმელში ჩაყაროთ და მთელი ღამე გააჩეროთ, დილით კი უბრალოდ კარგად დაფერთხოთ. თუმცა წვრილი ნაწილები შეიძლება დარჩეს და რიგი უსიამოვნებები გამოიწვიოს. გირჩევთ სორბენტი სუფთა წინდაში ჩაყაროთ და შემდეგ ფეხსაცმელში ჩადოთ.
  • სპეციალური დეზოდორანტები მხოლოდ მაშინ გამოგადგებათ, როცა სუნის წარმოქმნის მიზეზები უკვე მოიშორეთ და ფეხსაცმელები კარგად გაწმინდეთ. ფეხსაცმლის შიდა ზედაპირი დეზოდორანტით მხოლოდ ამის შემდეგ დაამუშავეთ.
  • საშრობი იონიზატორით. ცოტა ხნის წინ ფეხსაცმლის საშრობის გაყიდვა დაიწყეს, რომელსაც ულტრაიისფერი დამუშავება და იონიზატორი აქვს. მისი დახმარებით ნებისმიერ ბაქტერიას გააქრობთ, ასევე სოკოს მოიშორებთ. ასეთი თანამედროვე საშუალებით უსიამოვნო სუნი წარსულში დარჩება.
  • ღაბაში აქტივირებული ნახშირით – კიდევ ერთი შესანიშნავი გამოგონება. შესაძლებლობის მიხედვით ტყავის შეარჩიეთ, რადგან სხვა სწრაფად ფუჭდება. ღაბაშის თანამედროვე ალტერნატივა – კარგი მეთოდია, რომ ოფლის ნებისმიერი კვალი ნებისმიერი ფეხსაცმლიდან გააქროთ.

როგორც ხედავთ, სპეციფიკური არომატის მოშორება საკმაოდ მარტივია: ამისთვის ჩვეულებრივი შინაურული საშუალებები დაგეხმარებათ. და მაინც, ეცადეთ საქმე პრობლემის გაჩენამდე არ მიიყვანოთ და უსიამოვნო სუნის წარმოქმნის მიზეზები დროულად მოიშოროთ.

Advertisement
ჯანმრთელობა16 hours ago

ყავა კანცეროგენი აღარ არის

სხვა16 hours ago

მკურნალი, მცხობელი და დამხმარე

ვიდეო17 hours ago

რატომ არის საჭირო მაგნიუმი ბედნიერი ცხოვრებისა და გულის ჯანრთელობისთვის: საუკეთესო რეცეპტი

ვიდეო18 hours ago

ასპირინის 7 გამოყენება, რომლის შესახებ წარმოდგენაც არ გქონდათ

ჯანმრთელობა19 hours ago

ვაშლით წახემსება ძილის წინ: როდის და რამდენი ვაშლის ჭამა შეიძლება

თავის მოვლა2 days ago

სილამაზის სოუსი: მდოგვი თმის გასაძლიერებლად და ზრდის დასაჩქარებლად

ჯანმრთელობა2 days ago

რამდენად სასარგებლო და საზიანოა მზესუმზირა

თავის მოვლა2 days ago

თხელი თმა ულამაზეს თმის კონად გადააქციეთ. მხოლოდ ერთ ღამეში ეს საშუალება სასწაულს მოახდენს.

ჯანმრთელობა2 days ago

სამკურნალო სილიციუმი ქალის ჯანმრთელობისთვის

ჰოროსკოპი2 days ago

ჭკვიანი როგორც გვირილა: ყვავილების ყველაზე ზუსტი ჰოროსკოპი

კულინარია3 weeks ago

სახეხის ამ გზით გამოყენება, სასადილოში მომუშავე მეზობელმა მასწავლა

ჯანმრთელობა3 weeks ago

როგორ მოვიშოროთ ფეხზე წამოზრდილი ძვალი სახლის პირობებში

თავის მოვლა2 weeks ago

ხელზე პიგმენტური ლაქები მოიშორეთ – მარტივი მეთოდი

ჯანმრთელობა4 weeks ago

ნაწლავში პარაზიტების არსებობაზე მიმანიშნებელი სიმფტომები

კულინარია4 weeks ago

თავად ვერ მივხვდებოდი: გასაოცარი მეთოდი, როგორ მოვაშოროთ ჩამჯდარი ცხიმი ნებისმიერ ზედაპირს იდეალურად

ჯანმრთელობა7 days ago

გავთავისუფლდეთ ჰერპესისგან ერთ დღეში

ვიდეო2 weeks ago

ძლიერი საშუალება მუცლის შებერილობის, ქოლესტერინის და მენოპაუზის სიმპტომების მოსაშორებლად

ყვავილები3 weeks ago

10 სიცოცხლისთვის სახიფათო ოთახის მცენარე

საკითხავი4 weeks ago

ამ მეთოდის დახმარებით ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნს მოიშორებთ

ჰოროსკოპი3 weeks ago

2020 წლის ჰოროსკოპი: აი, რა გელოდებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ტრენდული